Imedi /  06 ოქტომბერი 2021, 00:07 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: შედეგით თვითკმაყოფილი პოლიტიკური ძალა დამარცხებისთვისაა განწირული

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

თვითკრიტიკულობა ყოველთვის უფრო მაღალი შედეგის დადების საშუალებას იძლევა ნებისმიერ სფეროში და არა მხოლოდ პოლიტიკაში, - ამის შესახებ პატია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“, კახა კალაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მან კალაძის თვითკრიტიკულობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითკრიტიკულობა მათი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, როდესაც კახა ასე საუბრობს, იგი უფრო მაღალ შედეგს მიიღებს, არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ თავის საქმიანობაში და ეს ბუნებრივია, მხოლოდ მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ, გუნდში ამას ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას. თვითკმაყოფილი პოლიტიკური ძალა დამარცხებისთვის განწირულია.

იდეალურები ნამდვილად არ ვართ. გვაქვს მინუსები და პლუსები, გვაქვს შეცდომები და ბევრი პოზიტიური მომენტი. ბუნებრივია, ამ შეცდომებსა და მინუსებზე სულ უნდა ვიმუშაოთ. ამასობაში, პრაქტიკაც და გამოცდილებაც ძალიან დიდი დავაგროვეთ. უკან, იმ შეცდომებში დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებთ. შეცდომების გამოსწორებით, განახლებით, მეტი დინამიკით გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში გამარჯვებას მოიპოვებს.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 17:43

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე

მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 17:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი, გარწმუნებთ, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს, დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ

„მოგიწოდებთ, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, ცოცხალ კაცზე რომ ასე ლაპარაკობთ. ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი უნდა დავასრულოთ 30 ოქტომბერს, ეს არის უმსგავსობა. როგორ შეიძლება, ასე რომ საუბრობთ. თქვენთვის არის ცუდი, ხალხისთვის არის ცუდი და ჩვენი ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება, ასეთ არანორმალურ, ავადმყოფურ შეკითხვაზე გაგცეთ ნორმალური პასუხი“.

25 ოქტომბერი 2021, 17:37

რეგიონი

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 3 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

ჯემალ წიკლაური

25 ოქტომბერი 2021, 17:24

პოლიტიკა

ჯემალ წიკლაური: გორის ბაზრის სახელმწიფოსთვის ჩუქებაზე უარი განვაცხადე რის შემდეგაც დაიწყო შემოსვლები, პროვოკაციები და კოშმარული ზეწოლა

გორის ბაზრის სახელმწიფოსთვის ჩუქებაზე უარი განვაცხადე რის შემდეგაც დაიწყო შემოსვლები, პროვოკაციები და კოშმარული ზეწოლა,- ამის შესახებ, გორის ბაზრის ყოფილმა მფლობელმა და ნაციონალური მოძრაობის დროს დაზარალებულმა ჯემალ წიკლაურმა “იმედი ლაივის“ ეთერში ისაუბრა.

მამუკა მდინარაძე

25 ოქტომბერი 2021, 17:21

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 27 ოქტომბერს აქციის მონაწილეთა შეკრება 15 საათიდან დაიწყება

„ესაა აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე, მომავალი, მათ შორის ევროპული მომავალი და ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს ბოროტება, რევანში, წარსული, ტყუილი. შეუძლებელია, ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ბოროტებას, წარსულს და გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 17:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: კიდევ ერთხელ ვეტყვით არას ძალადობას, სიძულვილის ენას, ბოროტებას, ცილისწამებას

„დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიან გამოვა და დააფიქსირებს მხარდაჭერას, თანადგომას. კიდევ ერთხელ ვეტყვით არას ძალადობას, სიძულვილის ენას, ბოროტებას, ცილისწამებას, რაც, სამწუხაროდ ყოველდღიურობაში შემოგვეჩვია და ეს ძალიან ცუდია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი დავასრულოთ“, - განაცხადა კალაძემ.

25 ოქტომბერი 2021, 17:11

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

ბექა დავითულიანი

25 ოქტომბერი 2021, 17:10

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ სულ ცდილობს, რომ ძალადობით, ირიბი პოლიტიკური გზებით მოიპოვოს ძალაუფლება, რომელიც ხალხს არ მიუნიჭებია

„ნაციონალური მოძრაობის“ ალგორითმი სხვანაირად არ მუშაობს, ისინი არა ელექტორატზე, არა არჩევნებზე, არამედ ყოველთვის არჩევნების მეორე დღესა და დესტრუქციაზე მუშაობენ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

ბექა დავითულიანი

25 ოქტომბერი 2021, 17:04

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ქართული ოცნება“ ყოველი არჩევნების წინ აკეთებს შემაჯამებელ ღონისძიებას და მოვუწოდებთ ყველას, რომ არჩევნებზე მივიდნენ და დააფიქსირონ თავისი არჩევანი

„ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყოველი არჩევნების წინ აკეთებს შემაჯამებელ ღონისძიებას. ჩვენ მხარდამჭერებთან ერთად ვაჯამებთ ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას და მოვუწოდებთ ყველას, რომ არჩევნებზე მივიდნენ და დააფიქსირონ თავისი არჩევანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

თემურ მიქელაძე

25 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

თემურ მიქელაძე: ახლა რეალობის წინაშე ვდგავართ - უნდა ავირჩიოთ სტაბილურობა, განვითარება და სიმშვიდე, რისი გარანტიაც სწორედ კახა კალაძეა

„მე ვიცნობ კახა კალაძეს, ერთი და ორდღიანი ურთიერთობა არ მაკავშირებს, კარგად ვიცი მისი შემართება, ვიცი რა შეუძლია თბილისისთვის გააკეთოს და მთავარი, რაც არის ექიმებისთვის, კახა კალაძემ ზუსტად იცის რა არის ჯანმრთელობა, რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, ამაზე მეტყველებს მის მიერ განხორციელებული პროექტები. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ თბილისი გავხადოთ უფრო ლამაზი, მიმზიდველი და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს კახა კალაძე შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში თავს გაართმევს“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

ბექა დავითულიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:54

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: კახა კალაძეს პირველი ტური მიჰყავდა ისე, რომ მთლიანად აქცენტირებული იყო საქმეზე, მომავლის ხედვებსა და გეგმებზე

კახა კალაძეს პირველი ტური მიჰყავდა ისე, რომ მთლიანად აქცენტირებული იყო საქმეზე, მომავლის ხედვებსა და გეგმებზე. მან მოსახლეობას ჩააბარა ანგარიში, წარუდგინა 7 პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც განახორციელებდა კონკრეტულ პროექტებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

25 ოქტომბერი 2021, 16:51

მსოფლიო

გაერო ღრმად შეშფოთებულია სუდანში გადატრიალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

გაერო ღრმად შეშფოთებულია სუდანში გადატრიალების შესახებ გავრცელებული ცნობებით. ამის შესახებ სუდანის საკითხზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ვოლკერ პერტესმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:50

სამართალი

თეა წულუკიანი: სააკაშვილს ზუსტად ისეთივე ნული შანსი აქვს თავი აღიარებინოს სტრასბურგის სასამართლოს პოლიტპატიმრად, როგორც ეს იყო ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში

სტრასბურგის სასამართლომ თავად თქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავად იყო ჩართული პროკურატურასა და სხვა ორგანოებთან ერთად, რათა გირგვლიანის საქმეზე სამართალი არ აღსრულებულიყო, ამის ფონზე შანსი იმისა, რომ თქვას, სააკაშვილი არის მართალი, რა თქმა უნდა, ნულია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ბექა დავითულიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:50

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მელია ცდილობს, მოჩვენებითად გაემიჯნოს სააკაშვილს

„არაფერი შეცვლილა. სინამდვილეში ეს არის გადაფუთვა და შეიძლება რაღაც თვალსაზრისით ეს იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის მელიას მხრიდან რაღაც ძალის ჩვენება. ეს სრული ფარსია. მელია ცდილობს დაანახოს სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მას თითქოს თავისი ძალაც აქვს, რომ პარტიის შიგნით გარკვეული ძალაუფლება შეინარჩუნოს“, - განაცხადა დავითულიანმა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:39

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სააკაშვილი არცერთ ოპოზიციონერს არ სჭირდება, თითოეულ მათგანს სჭირდება სააკაშვილის პატიმრობა

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიხელ სააკაშვილი არცერთ ოპოზიციონერს არ სჭირდება. ვიცე-პრემიერის თქმით, ოპოზიციას პატიმარი სააკაშვილი სჭირდება, რადგან მისი პატიმრობით მანიპულირებენ.

25 ოქტომბერი 2021, 16:38

რეგიონი

ლიეტუვას რეიტინგულ ტელევიზიებში აჭარის შესახებ სიუჟეტები გავა

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ისინი ასევე სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველ და მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებაზე მომზადებულ სიუჟეტებს ლიეტუველები ოქტომბრის ბოლოს იხილავენ.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:30

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: პატიმარ სააკაშვილს როგორი ექიმიც, ექთანიც არ უნდა დასჭირდეს, ინსტრუმენტული თუ სხვა სამედიცინო ლაბორატორიული კვლევა, ეს ყველაფერი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოიძებნება, თანაც მაღალი სტანდარტით

საქართველოს ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა რესურსი, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. „პატიმარ სააკაშვილს როგორი ექიმიც, ექთანიც არ უნდა დასჭირდეს, ინსტრუმენტული თუ სხვა სამედიცინო ლაბორატორიული კვლევა, ეს ყველაფერი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოიძებნება, თანაც მაღალი სტანდარტით, - ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

25 ოქტომბერი 2021, 16:30

მსოფლიო

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:19

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ლომჯარიაზე: მუდამ დაბნეულად გამოიყურება, რაც დაინიშნა და დიდად ციხის სისტემასა და პატიმრების საკითხს ვერ გაუგო

„სახალხო დამცველი ჩემი მინისტრობის პირობებში გამოირჩეოდა #18 დაწესებულების კრიტიკით და როდესაც ჩავყვებოდით მის კითხვის ნიშნებს, თუ რა არ აკმაყოფილებდა მას მოცმულ დაწესებულებაში, შემდეგ თვითონვე იბნეოდა საკუთარ განცხადებებში. არ გამოვრიცხავ, ამასთან გვქონდეს საქმე. ის მუდამ დაბნეულად გამოიყურება, რაც დაინიშნა და დიდად ციხის სისტემასა და პატიმრების საკითხს ვერ გაუგო, მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი 2021, 16:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ვფიქრობთ, რომ ყველაზე უსაფრთხო და გონივრული ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ მე-18 დაწესებულებაა

მისივე თქმით, არ არსებობს არავითარი საფრთხე იმისა, რომ სააკაშვილის ტიპის პატიმარს მკურნალობა შეიძლება დასჭირდეს და არ მიეწოდოს.