ზურაბ ქადაგიძე: ენმ-ს სახელოვანი ლიდერები გამოენთნენ პარტიულ ტელევიზიებში და ქმნიან ილუზიას თითქოს, საერთაშორისო თაღლითურ სქემაში გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას ხედავენ
ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: არქივი
მსოფლიო მასშტაბით 21 ქვეყნის ათეულობით ჟურნალისტმა გამოავლინა და გააშუქა საერთაშორისო თაღლითური სქემა. სწორედ მათი საშუალებით გამოვლინდა არაერთი ინფორმატორი და მოწმე, რომელთაც სქემის ორგანიზატორებამდე მიიყვანეს საერთაშორისო გამოძიება. საქართველოშიც ქართულ-გერმანულ ერთობლივი, ოპერაციის შედეგად დაკავებულია რამდენიმე დამნაშავე. ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სხვა დამნაშავეების გამოსავლენად, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, რომელიც ქოლ-ცენტრების საქმეს ეხმიანება.
მისი თქმით, საერთაშორისო თაღლითური სქემა გამოვლენილია და კონკრეტულ დამნაშავე პირებამდე მივიდა. კეზერაშვილმაც აამოქმედა საკუთარი ჯიბის მედიები და ცდილობს, საზოგადოების მოტყუებას.
„საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა“ - უთქვამს მავანს. ეს პირდაპირ გაუგია „ნაცმოძრაობას“ და საკუთარ დანაშაულს სხვას აბრალებს. მისი სახელოვანი ლიდერები გამოენთნენ პარტიულ ტელევიზიებში და ქმნიან ილუზიას თითქოს, საერთაშორისო თაღლითურ სქემაში გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას ხედავენ... ნეტა რატომ?!
მსოფლიო მასშტაბით 21 ქვეყნის ათეულობით ჟურნალისტმა გამოავლინა და გააშუქა საერთაშორისო თაღლითური სქემა. სწორედ მათი საშუალებით გამოვლინდა არა ერთი ინფორმატორი და მოწმე, რომელთაც სქემის ორგანიზატორებამდე მიიყვანეს საერთაშორისო გამოძიება. საქართველოშიც ქართულ-გერმანულ ერთობლივი, ოპერაციის შედეგად დაკავებულია რამდენიმე დამნაშავე. ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სხვა დამნაშავეების გამოსავლენად.
კომპანია „morgan limited“ ოპერირებს საქართველოში, როგორც ქოლ-ცენტრი, თუმცა მოქმედებს თაღლითური სქემით: სხვადასხვა ქვეყანაში არჩეული ჰყავთ მიზნობრივი ჯგუფები (ძირითადად საპენსიო ასაკის, დანაზოგების მქონე მოქალაქეები) და ინვესტიციებს ახორციელებინებენ ფიქციურ პროდუქციაში (არარსებული კრიპტო ვალუტები, ფასიანი ქაღალდები და ა.შ.), ანუ ხდება თანხების გამოძალვა, რომელიც საბოლოოდ ხვდება ოფშორში არსებულ კომპანიების ანგარიშებზე და მოქალაქეები კი კოტრდებიან.
საქართველოში არსებული „morgan limited“ არის უკრაინაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაცია „milton group“-ის წარმომადგენელი. სწორედ „milton group“-ია საერთაშორისო თაღლითური სქემის ორგანიზატორი. ამ ორგანიზაციის „რუხ კარდინალად“ გამოძიებით დადგინდა, რომ არის საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა. ბატონი თოდუა წლებია, ესწრება და ახლაც მონაწილეობას იღებს „milton group“-ის სხვადასხვა საზეიმო, საინფორმაციო, თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. აღნიშნული კომპანია მდებარეობს კიევში პლაზა „მანდარინის“ ოფისში, სადაც განთავსებულია უძრავი ქონების კომპანია „project partners“,რომლის მფლობელები არიან დავით თოდუა და დავით კეზერაშვილი. კომპანიის ხელმძღვანელი კი გახლავთ იუსტიციის ყოფილი მინისტრის მოადგილე გია გეწაძე. „Project partners“-ის მფლობელობაშია ორგანიზაცია „elitcomfortbad“, რომლის მეწილე გახლავთ პეტრე ცისკარიშვილი.
მოკლედ, რა ხდება სინამდვილეში...საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი კორუფციონერი და ელიტური კორუფციის ფუძემდებელი კეზერაშვილი აფინანსებს ე.წ „ანტიკორუფციულ ბიუროს“, რომელსაც ხელმძღვანელობს „ნაცმოძრაობის“ კლოუნადის გამორჩეული სახე ხაბეიშვილი, რომელიც არაერთ პოლიტიკურ თაღლითობაშია შემჩნეული.
P.S საერთაშორისო თაღლითური სქემა გამოვლენილია და კონკრეტულ დამნაშავე პირებამდე მივიდა...კეზერაშვილმაც აამოქმედა საკუთარი ჯიბის მედიები და „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ პრინციპით ცდილობს, საზოგადოების მოტყუებას, თუმცა ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო და ხაბეიშვილის კლოუნადა მას ვერ უშველის“, - წერს ქადაგიძე.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 09:57
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში ფერმერებს საირიგაციო მომსახურების ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნეს
კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფი და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მოქმედი სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნო.
16 აპრილი 2026, 09:52
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 09:50
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის განახლებისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების განახლების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 09:46
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელის მხრიდან გაბუტვის პოლიტიკა უფრო მეტად არარელევანტური გახდება, ის არაფრის მომტანია ევროპისთვის - რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე კიდევ უფრო მეტად ჩანს საქართველოს საჭიროება
დღეს ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, გამოწვევებზე, მაშინ როდესაც ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან შეწყდეს პოლიტიკური დიალოგი. უკვე წელიწადზე მეტია საქართველოს ამ რეჟიმში უწევს ურთიერთობების წარმართვა. ერთი მხრივ არის ბრიუსელის გადაწყვეტილება, მეორე მხრივ კი, არსებობს რეალობა, რომელშიც საქართველო ავითარებს ურთიერთობებს ორმხრივი მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ევროპული ინტერესების გათვალისწინებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
16 აპრილი 2026, 09:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით. მსგავსი ტიპის შეხვედრები, ძირითადად, გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 09:28
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა - 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა. ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სიდიდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013/ 2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.
16 აპრილი 2026, 09:24
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპმა ნიდერლანდების მეფესა და დედოფალს განუცხადა, რომ ირანში ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 აპრილს თეთრ სახლში ნიდერლანდების მეფესთან, ვილემ-ალექსანდრესთან და დედოფალთან მაქსიმასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანში ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 09:18
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია Მითი გერმანული სიზუსტის შესახებ. ფაქტობრივად მეორე წელია ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.
16 აპრილი 2026, 09:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ - საქართველოს და აზერბაიჯანს, ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის მნიშვნელობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შორის არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობას
„საქართველოს ცოტა ხნის წინ სტუმრობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ორივე ქვეყნისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა - საქართველოსთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობები აზიასთან დაკავშირებადობის კონტექსტში და აზერბაიჯანისთვის საქართველოსთან ურთიერთობები ევროპასთან დაკავშირებადობის კონტექსტში. ჩვენ, ორივე ქვეყანას ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის მნიშვნელობა ერთმანეთისთვის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობას. ეს დამოკიდებულება აძლიერებს და აფართოებს იმ შესაძლებლობებს, რაც დგას ჩვენი რეგიონის წინაშე და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, ვინაიდან ეს საჭიროება არსებობს.“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავის 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში".
16 აპრილი 2026, 09:11
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი სანქციებზე: ღიად ხდებოდა საქართველოზე ნებისმიერი მეთოდით ზეწოლის განხორციელება
გადაცემა „ღამის კურიერში" სტუმრობისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვრცლად ისაუბრა სანქციების, კონკრეტულად კი საქართველოს მოქალაქეების მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან დაწესებული პერსონალური სანქციების შესახებ. მინისტრის თქმით, ეს საქართველოსა და მის მოქალაქეებზე ზეწოლისთვის გამოყენებული კიდევ ერთი ინსტრუმენტია.
16 აპრილი 2026, 09:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 აპრილს საქართველოში
16 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ისრაელისა და ლიბანის ლიდერები 34 წლის განმავლობაში ერთამენთს ხვალ პირველად შეხვდებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერები ხვალ ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან და სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ.
16 აპრილი 2026, 08:48
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებაზე: იყვნენ ამ აბსურდის თეატრში და მერე ნუ გაუკვირდებათ, რომ თავადვე აყენებენ სერიოზულ ზიანს ჩვენი მოქალაქეების თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებას აფასებს.
16 აპრილი 2026, 08:33
პოლიტიკა
პაატა სალია შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ეკონომიკურ და სოციალურ, ასევე პოლიტიკის საკითხებში და ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან.
16 აპრილი 2026, 08:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
16 აპრილი 2026, 08:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა. შალვა პაპუაშვილი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს.
16 აპრილი 2026, 08:00
პოლიტიკა
დღეს შალვა პაპუაშვილი სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა ექნებათ, როგორც პირისპირ ფორმატში, ისე პლენარული დისკუსიების ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატი ქვეყნების და აზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს.
16 აპრილი 2026, 03:12
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყება: აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა უკანონო და არაეფექტურია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ „ირანის ალყაში მოქცევა შეუძლებელია“, რაც პასუხია ტრამპის მიერ ამ კვირაში გამოცხადებულ ბლოკადაზე.
16 აპრილი 2026, 03:00
მსოფლიო
ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება.
16 აპრილი 2026, 02:40
მსოფლიო
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა აგრძელებს ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და პარალელურად იწყებს მოლაპარაკებებს ლიბანთან.


