ზურაბ ქადაგიძე: საერთაშორისო თაღლითური სქემა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობასთან პირდაპირ კავშირშია
ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: Facebook
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქოლცენტრების საეჭვო საქმიანობის შესწავლა საგამოძიებო სამსახურს დაავალა. ამ საკითხზე ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ ვრცლად „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მან განმარტა თაღლითური სქემის მოქმედების პრინციპი და ამ სქემასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების სავარაუდო კავშირზე გაამახვილა ყურადღება.
„ეს არ არის ლოკალური პრობლემა, ესაა საერთაშორისო დონის თაღლითური სქემა, რომელიც წლებია მოქმედებს და ამ ეტაპზე არის საქართველო-უკრაინა-ალბანეთის სქემებზე საუბარი და საქართველო განსაკუთრებული აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით. ეს არის ქოლცენტრის საფარქვეშ შეფუთული თაღლითური სქემა, რომელიც მოქმედებს ასე: სხვადასხვა ქვეყნებში უკავშირდებიან ე.წ. ოპერატორები სხვადასხვა მოქალაქეებს. აქ არის არჩეული მიზნობრივი ჯგუფი, ესენი არიან ძირითადად საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები, რომლებსაც აქვთ დანაზოგი, ფასიანი ქაღალდები და ე.წ. პატარა დოვლათი აქვთ შექმნილი. პირდაპირ ეკონტაქტებიან ამ ადამიანებს და სთავაზობენ სხვადასხვა ფიქციურ პროდუქტებს. ეს სქემა მოქმედებს როგორ: სთავაზობენ ფულის დაბანდებას გამდიდრების მიზნით და თუკი ამ თაღლითურ სქემაში მოხვდება რომელი მოქალაქე, ჩავთვალოთ, რომ მან ყველანაირი შემოსავალი დაკარგა. ეს თანხები შემდეგ მიდის ოფშერებში რეგისტრირებულ კომპანიების ანგარიშებზე. ეს სქემები წლებია უკვე მოქმედებს.
საქართველოში არსებული „morgan limited“ არის ქოლცენტრის საფარქვეშ შეფუთული ორგანიზაცია და არის ასევე, უკრაინაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაცია „milton group“-ის წარმომადგენელი. სხვადასხვა გამოძიებით, სხვადასხვა ინფორმატორების და მოწმეების მიერ სახელდება milton group“-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირად დავით თოდუა. ეს ადამიანი ესწრება და ახლაც მონაწილეობას იღებს „milton group“-ის სხვადასხვა საზეიმო, საინფორმაციო, თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში და ის გახლავთ დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი. არსებობს უძრავი ქონების სააგენტო „project partners“, რომლის მფლობელები არიან დავით თოდუა და დავით კეზერაშვილი, ამავე კომპანიის ხელმძღვანელი გახლავთ გია გეწაძე, ამ კომპანიის მფლობელობაშია ორგანიზაცია „elitcomfortbad“, რომლის მეწილე გახლავთ პეტრე ცისკარიშვილი.
ეს საერთაშორისო თაღლითური სქემა ნელ-ნელა გამოვლენილია და ეს საქმე მიდის იმ მოცემულ ნიშნულთან, რომელთანაც უნდა მოხდეს გამოვლენა კონკრეტული ხელმძღვანელების და კონკრეტული ორგანიზატორების. ამ გამოძიებაში ჩართულია 21 ქვეყნის ათეულობით ჟურნალისტი, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ კონკრეტულ პირებზე, მათ შორის თოდუა-კეზერაშვილზე. ახლა როდესაც თითქმის ბოლოშია გასული გამოძიება, მოხდა ისე, რომ კეზერაშვილის დაფინანსებული ე.წ. ანტიკორუფციული ბიურო გამოვარდა, დაიწყო თითქოს ხმაურიანი განცხადებების გაკეთება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ფიგურირებენ კონკრეტულ თაღლითურ სქემაში. ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომ რამენაირად ეს თაღლითური სქემა შეიფუთოს პოლიტიკურად და ითქვას: აი, დავით კეზერაშვილი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი შემომწირველი, მის მიმართ, მიზანმიმართულად გორდება კამპანია, რომ ის არის თაღლითური სქემის შემქმნელი და ამ სქემაში მონაწილეობს. მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ ეს საქართველოს, ლოკალური გამოძიება არ არის. ეს არის საერთაშორისო მასშტაბის თაღლითური სქემა, რომელზეც საერთაშორისო გამოძიება დაიწყო. ახლა ცდილობენ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ, რომ გაითეთრონ თავი. არადა პირდაპირ კავშირშია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობასთან ეს კონკრეტული სქემა“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობას შესასწავლად საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 08:33
პოლიტიკა
პაატა სალია შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ეკონომიკურ და სოციალურ, ასევე პოლიტიკის საკითხებში და ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან.
16 აპრილი 2026, 08:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
16 აპრილი 2026, 08:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა. შალვა პაპუაშვილი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს.
16 აპრილი 2026, 08:00
პოლიტიკა
დღეს შალვა პაპუაშვილი სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა ექნებათ, როგორც პირისპირ ფორმატში, ისე პლენარული დისკუსიების ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატი ქვეყნების და აზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს.
16 აპრილი 2026, 03:12
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყება: აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა უკანონო და არაეფექტურია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ „ირანის ალყაში მოქცევა შეუძლებელია“, რაც პასუხია ტრამპის მიერ ამ კვირაში გამოცხადებულ ბლოკადაზე.
16 აპრილი 2026, 03:00
მსოფლიო
ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება.
16 აპრილი 2026, 02:40
მსოფლიო
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა აგრძელებს ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და პარალელურად იწყებს მოლაპარაკებებს ლიბანთან.
16 აპრილი 2026, 01:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს აქვს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად
საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი, ეთილსინდისიერად აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციები ეფექტიანად იყოს შესრულებული და ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული მათ გვერდის ასავლელად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
16 აპრილი 2026, 01:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უნგრეთს შორის, კიდევ უფრო განვითარდება და არანაირად არ გვექნება უკუსვლა ახალი ხელისუფლების პირობებში
ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა, ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყო საქართველოსთვის და ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. ზოგადად, საქართველოსა და უნგრეთს შორის ძალიან კარგი, მტკიცე, მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, რომელსაც უკვე აქვს თავისი ინსტიტუციური ფორმა მიღებული, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას.
16 აპრილი 2026, 00:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, რათა ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ
ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან, მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში.
16 აპრილი 2026, 00:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალური სანქციებიც გამოიყენეს. ეს მხოლოდ და მხოლოდ გვაძლიერებს, აძლიერებს იმ იდეას, რისთვისაც ვიღებთ ამ დარტყმას
ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ და იმდენი გაუგონარი რამ იქნა გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალურ სანქციებიც გამოიყენეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა,"ღამის კურიერის" ეთერში.
16 აპრილი 2026, 00:48
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები
„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავის 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში".
16 აპრილი 2026, 00:46
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მშვიდობა და სტაბილურობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა აცნობიერებს, რომ „ქართული ოცნება“ ასჯერ ზომავს თითოეულ ნაბიჯს, იმისთვის, რომ საქართველოში ოდნავადაც არ გაიზარდოს უსაფრთხოების რისკები, ყველაფერს ვაზღვევთ
უნგრელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. რა თქმა უნდა მივესალმებით უნგრელი ხალხის არჩევანს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 00:38
მსოფლიო
USA TODAY: პენტაგონი კუბაში შესაძლო სამხედრო ოპერაციებისთვის დაგეგმარების პროცესს ააქტიურებს
ამერიკული გამოცემა USA TODAY-სთვის ცნობილი გახდა, რომ კუბაში პენტაგონის შესაძლო ოპერაციისთვის სამხედრო დაგეგმარება აქტიურდება, იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქ ინტერვენციის ბრძანებას გასცემს.
16 აპრილი 2026, 00:33
პოლიტიკა
მაჭავარიანი: უსამშობლო, უღმერთო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად“
უსამშობლო, უღმერთო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 00:15
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში. 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს
ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვისვამს ეს შეკითხვა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ 2012 წლიდან გვეძახიან რუსულ რეჟიმს, გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 00:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ვერავინ დაგვახევინებს უკან იმასთან დაკავშირებით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა
ევროკავშირმა იცის, რომ მიუხედავად მათი ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი დელეგაციის ვიზიტი, რომელიც წინა წლის 21 ნოემბერს იყო დაგეგმილი და ეს შეხვერდა ევროკავშირმა ჩაშალა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 00:01
მსოფლიო
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა.
15 აპრილი 2026, 23:53
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია
არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ადრე, სანამ პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
15 აპრილი 2026, 23:51
პოლიტიკა
პაატა სალია: რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს. გავაცანით ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც 23-25 ივნისს საქართველოში გაიმართება
სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს და გავაცანით დეტალური ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც გაიმართება 23-25 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.


