imedi /  02 ივლისი 2022, 01:10 / სანდო წყარო

ვიქტორ სანიკიძე: უკრაინის ნაკრების მწვრთნელისგან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - იმედია, FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი ამას განიხილავს და ჩვენ, ჩვენის მხრიდან აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება

ვიქტორ სანიკიძე

ვიქტორ სანიკიძე

უკრაინის ნაკრების მწვრთნელისგან ძალიან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ საქართველო-უკრაინის საკალათბურთო მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას „რუსთავი 2“- ს განუცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ შიდა საერთაშორისო წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, გარდა ამისა, არსებობს რაღაც მორალური მხარე, რაც დაუწერელი კანონია, როდესაც უპირატესობით იგებ და ბოლო წამზე უკვე წუთშესვენებას აღარ იღებ და გარანტირებულად გამარჯვების შემთხვევაში ზედმეტ ქულებზე აღარ არის აქცენტი, არის ყოვლად უღირსი საქციელი, სპორტში ასე ჰქვია ამ ყველაფერს.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჟესტიკულაცია და ის, რაც მან იკადრა მატჩის ბოლოს, ეს წესებსაც ცდება და იმედია, FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი ამას განიხილავს და ჩვენ, ჩვენის მხრიდან აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება და მოვითხოვთ, რომ მოჰყვეს სათანადო რეაგირება.

გარდა ამისა, ეს მწვრთნელი არ არის ჩვენთვის უცხო, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა და ჩვენს მეგობრად მოიაზრებოდა, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ყველანაირ ზღვარს გაცდა ეს საქციელი. ძალიან სამწუხარო ფაქტია.

გამართლება არ აქვს, იმიტომ, რომ მაგ მწვრთნელმა სცადა უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი, უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს, რაც იკადრა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება მოთამაშეებს, რა თქმა უნდა არაფერი, ეს სპორტის, თამაშის იქით არ მიდის, მოთამაშეებს შორის ურთიერთობაზე არ მოქმედებს. მწვრთნელის პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე ეს საქციელი“, - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ქართველი კალათბურთელების მისამართით უხამსი ჟესტი აჩვენა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

08 მაისი 2026, 03:19

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ძალაშია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ძალაშია და აშშ-ის ბოლო დარტყმებს ქვეყნის წინააღმდეგ „მსუბუქი შეხება“ უწოდა.

08 მაისი 2026, 03:05

მსოფლიო

ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ირანის სარდლობამ ამერიკული არმია მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თეირანის განცხადებით, აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ხომალდებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

08 მაისი 2026, 02:19

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ამერიკულმა ძალებმა ირანის იმ სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ჰორმუზის სრუტეში მყოფი ამერიკული ხომალდების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის იმ სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ჰორმუზის სრუტეში მყოფი ამერიკული ხომალდების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე.

08 მაისი 2026, 01:16

მსოფლიო

Fox News: აშშ-მა ირანის სანაპირო ქალაქ ბანდარ-აბასსა და ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ კეშმზე დარტყმები განახორციელა - განხორციელებული დარტყმები ომის განახლებას არ ნიშნავს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის სანაპირო ქალაქ ბანდარ-აბასსა და ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ კეშმზე დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 მაისი 2026, 00:28

მსოფლიო

The New York Times: ირანი და აშშ განიხილავენ გეგმას, რომელიც ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს

ირანის სამი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თეირანი და აშშ განიხილავენ ერთგვერდიან გეგმას, რომელიც ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს, ვიდრე ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

ნანა კაკაბაძე

08 მაისი 2026, 00:28

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ზელენსკი მიეახლა საქართველოს პრემიერს. რატომ დაუკვეთავდნენ ამას თავიანთ მარიონეტს, თუ იქ ცვლილებები არაა დაწყებული ოპოზიციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით?!

ზელენსკის ნაბიჯებმა არ აჩვენა რომ პატრონებმა ესენი [ოპოზიცია] უკვე მიატოვეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ.

ნანა კაკაბაძე

08 მაისი 2026, 00:18

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე სააკაშვილზე: დღეს უკვე ეს პიროვნება გაშიფრულია, ამიტომ არის, რომ მას, როგორც ტოქსიკურს, ისე უყურებს საზოგადოება

დღეს უკვე ეს პიროვნება [მიხეილ სააკაშვილი] გაშიფრულია, ამიტომ არის რომ მას როგორც ტოქსიკურს ისე უყურებს საზოგადოება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. მისივე თქმით, სააკაშვილსა და ოპოზიციურ ალიანს საზოგადოებასთან ურთიერთობაში ტყუილის გარდა არაფერი დარჩენია.

ნანა კაკაბაძე

08 მაისი 2026, 00:12

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ეწევა საბოტაჟს, რომ შეუქმნას ქვეყანას პრობლემები. ეს პრობლემები სახეზეა - დასანქცირება იქნება ეს თუ სავიზო რეჟიმის მოთხოვნა

იმ რეალობის წინაშე ვართ, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ეწევა საბოტაჟს, რომ შეუქმნას ქვეყანას პრობლემები. ეს პრობლემები სახეზეა - დასანქცირება იქნება ეს თუ სავიზო რეჟიმის მოთხოვნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ.

ლევან მაჭავარიანი

08 მაისი 2026, 00:09

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილისგან გამიჯვნა ალიანსის ნაწილსაც უნდა, რადგან ხვდებიან „ლელოს“ და გახარიას რატომ მიჯნავენ. სააკაშვილს როგორ გაემიჯნები, მისი გამოწვრთნილი ხარ, თავიდან ბოლომდე მიშისტი ხარ

სააკაშვილისგან გამიჯვნა მათაც [ალიანსის ნაწილს] უნდათ, რადგან ხვდებიან „ლელოს“ და გახარიას რატომ მიჯნავენ. სააკაშვილს როგორ გაემიჯნები, მისი გამოწვრთნილი ხარ, თავიდან ბოლომდე მიშისტი ხარ, 2003 წლიდან მოყოლებული, - განაცხადა გადაცემაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

07 მაისი 2026, 23:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე: ძალიან ლოგიკურად მიდის ყველაფერი და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა

ძალიან ლოგიკურად მიდის ყვველაფერი და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა, - განაცხადა გადაცემაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაზე საუბრისას. მისივე თქმით, შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე სრული თანხვედრა აქვს და ლოგიკურად ურთიერთობების აღდგენას წინ ვერაფერი აღუდგება.

ლევან მაჭავარიანი

07 მაისი 2026, 23:46

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გადაიაზროს და რაღაც ნაბიჯებით დაგვანახოს ის, რომ რაღაცების გამოსწორების სურვილი აქვთ. ეს არის იმის წინაპირობა, რომ რაღაცები გაჯანსაღდეს და დაიწყოს მეგობრული ურთიერთობა

ჩვენ ვერ დავივიწყებთ იმ უსამართლობას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს მიმართ ჩაიდინა და მათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან. დეტალებში არ შევალ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

დონალდ ტრამპი

07 მაისი 2026, 23:42

მსოფლიო

ტრამპი ევროკავშირს აშშ-ის მხრიდან გაზრდილი ტარიფებით ემუქრება, თუ გაერთიანება 4 ივლისამდე ტარიფებს ნულამდე არ დაიყვანს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროკავშირს აშშ-ის მხრიდან გაზრდილი ტარიფებით ემუქრება, თუ გაერთიანება 4 ივლისამდე ტარიფებს ნულამდე არ დაიყვანს. აღნიშნული განცხადება ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთდა.

ლევან მაჭავარიანი

07 მაისი 2026, 23:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ვიხილეთ, რომ მამუკა მდინარაძემ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა

თქვენს ეთერში იყო, როცა ბატონი მამუკა დაპირდა საზოგადოებას, რომ იგი აუცილებლად დაინტერესდებოდა წარსულის რაღაც ტიპის გადაცდომებით, პირველი დღეებია რაც იგი შეუდგა თავისი პასუხისმგებლობის შესრულებას ახალ თანამდებობაზე, ვიხილეთ, რომ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა, - განაცხადა გადაცემაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავების საქმეზე საუბრისას. მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ათასობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მაჭავარიანის განცხადებითვე გამოძიების შედეგმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში თანამდებობა და გუნდის წევრობა ინდულგენცია არ არის.

ლევან მაჭავარიანი

07 მაისი 2026, 23:29

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩვენთვის ფარატინა ფურცელიც არ არის მათი ეს რეზოლუციები და ეს არ არის უბრალოდ ჩვენი განწყობიდან გამომდინარე - ადეკვატური რა წერია?

ჩვენთვის ფარატინა ფურცელიც არ არის მათი ეს რეზოლუციები და ეს არ არის უბრალოდ ჩვენი განწყობიდან გამომდინარე. ადეკვატური რა წერია?, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი

07 მაისი 2026, 23:27

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში

არავის ციხეში ჯდომა არავის უხარია, მაგრამ ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

07 მაისი 2026, 23:27

მსოფლიო

აშშ-მა და სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ გაეროს უშიშროების საბჭოს მოსთხოვეს, დაავალოს ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისთვის ხელის შეშლის შეწყვეტა

აშშ-მა და სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ გაეროს უშიშროების საბჭოს მოსთხოვეს, დაავალოს ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისთვის „ხელის შეშლის“ შეწყვეტა, თუმცა ამ შინაარსის რეზოლუციის პროექტს ვეტოს საფრთხე ემუქრება.

07 მაისი 2026, 23:03

სპორტი

თბილისის საკრებულოში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივით და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით ღონისძიება „პოეზიის დღე - რუსთაველის დღე“ გაიმართა. ღონისძიება საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2007 წლიდან აღინიშნება.

07 მაისი 2026, 22:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ევროკავშირს არანაკლებ ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება, შესაბამისად, შეეგუებიან, რომ ვერც არჩევნების და ვერც რევოლუციის გზით ჩაგვანაცვლეს. ერთიც და მეორეც რამდენჯერმე სცადეს

მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვფიქრობ რუკაზე შეგვიმჩნევენ და დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირის მისამართით.

07 მაისი 2026, 22:24

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირი ომის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება

ევროკავშირის ლიდერები ვლადიმირ პუტინთან პოტენციური მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან, რადგან ევროპული დედაქალაქები სულ უფრო მეტ იმედგაცრუებას განიცდიან უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

07 მაისი 2026, 22:11

მსოფლიო

CNN: ამერიკელთა 81% განიცდის ფინანსურ სირთულეებს საწვავის ფასების გამო და უმეტესობა ამაში ტრამპს ადანაშაულებს

ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ ბენზინის ფასების ისტორიული ზრდის გამო ფინანსურ ზეწოლას განიცდის, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.