მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს: რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს ღია წერილით მიმართავს.
პოლიტიკოსი რამდენიმე თემას განიხილავს და იმედოვნებს, რომ კელი დეგნანისგან პასუხებს მიიღებს.
„რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანეთ, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკას საქართველოში ომი უნდა, ეფესბეს მზაკვრულ ნარატივს ახმოვანებსო.
რა თქმა უნდა, სრულად დაგეთანხმებოდით, რომ არა იმ ადამიანების წარსული და ახლანდელი კავშირები, რომლებიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველოში ომის იდეის გაღვივებასა და რეალიზებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში გაჩაღებული იყო აქტიური კამპანია უკრაინისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ. სხვადასხვა მხრიდან იყო საქართველოს ომში ჩართვის აქტიური მცდელობა და მე, გუნდის ორ წევრთან ერთად, პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწორედ ქვეყნისთვის ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მივიღე.
ამ კამპანიის ფარგლებში, კონკრეტული ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ სანქციებთან საქართველოს მიერთებას, რაც ომში ქვეყნის ჩართვის რისკებს, ბუნებრივია, ერთიორად გაზრდიდა. ასევე, ვიცით, რომ სხვადასხვა მხრიდან აქტიურად ითხოვდნენ უკრაინაში ქართველი მოხალისეებით სავსე თვითმფრინავების გაშვებას, რაც სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.
ქალბატონო ელჩო, ამერიკის იმიჯის დასაცავად, კარგი იქნებოდა, ნაციონალური მოძრაობის ხელით საჯაროდ განხორციელებულ ამ პროვოკაციებს თქვენ საჯაროდ გამიჯვნოდით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ თემაზე არცერთი თქვენი გამოსვლა არ მახსენდება. მეტიც, სანქციებზე მიერთების მოთხოვნას საჯაროდაც კი დაუჭირეთ მხარი.
გარდა ამისა, მოგვიანებით, უკრაინაში თქვენმა მთავარმა საყრდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწორედ სანქციებთან არმიერთებისა და თვითმფრინავის არგაშვების გამო გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან. გათვლა მარტივი იყო: მაშინ პოპულარობის ზენიტში მყოფი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ქართულ საზოგადოებაში მღელვარება და რევოლუციური მუხტის შექმნა უნდა გამოეწვია. თუმცა, აღშფოთება მხოლოდ 2-3 საათს გაგრძელდა და გეგმა ჩავარდა. სამწუხაროა, რომ თქვენ არც „პროამერიკელი“ ზელენსკის ამ ყოვლად გაუგებარ გადაწყვეტილებას გაემიჯნეთ, რომელიც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ომში საქართველოს არჩართვით გამოწვეული უკმაყოფილების გამოხატულება იყო.
მოგვიანებით, ამას მოჰყვა სხვა „პროამერიკელი“ უკრაინელი პოლიტიკოსების - პოდოლიაკის, არესტოვიჩის, გონჩარენკოს, დანილოვის, არახამიას და სხვების განცხადებები, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ და აფხაზეთსა და ცხინვალზე შეტევისკენ ღიად მოუწოდებდნენ. სამწუხაროდ, არც ამ განცხადებებზე მოგვისმენია თქვენი პოზიცია.
რაც შეეხება ქართველი „პროამერიკელების“ რიტორიკას, პირველ რიგში საქართველოში ამერიკული ენჯეოების ლიდერს, ეკა გიგაურს გავიხსენებ, რომელმაც ღიად თქვა - „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო“. როდესაც ლამის საქართველოს მთავარ პროამერიკელად გამოცხადებული ეკა გიგაური ომისკენ ასეთი ღია ტექსტით მოგვიწოდებს, საზოგადოებამ რა უნდა იფიქროს, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ.
რუსთაველზე გამართულ საპროტესტო პოლიტიკურ აქციებზე, რომლებიც უკრაინისთვის „მეტი დახმარების“ გასაწევად იმართებოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა ნინო ლომჯარია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ომბუდსმენი საელჩოს აქტიური მხარდაჭერის შედეგად გახდა. აქციაზე ლომჯარიამ სანქციებთან არმიერთების შესახებ ღარიბაშვილის განცხადება გააპროტესტა და თქვა, ამ ყველაფერს „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი მირჩევნიაო“. როდესაც ლომჯარია სანქციებზე არმიერთებას ბომბებისგან მიღებულ ცეცხლს ამჯობინებს, ქართველი ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ თქვენი პრიორიტეტიც ზუსტად ეს არის.
აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, ლომჯარიას განცხადებასაც გამიჯვნოდით, თუმცა, თქვენი პოზიცია არც ამ შემთხვევაში მოგვისმენია. პირიქით, შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია დღესაც თქვენი აბსოლუტური ფავორიტია, რომლის დაჯერებისკენაც ხელისუფლებას ყველაზე ხშირად მოუწოდებთ.
იგივე ეხება გიორგი მარგველაშვილს, დავით უსუფაშვილს, თამარ ჩერგოლეიშვილს, მიშა მშვილდაძეს და სხვებს, რომელთა ომში ჩართვისკენ მიმართული რიტორიკა ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე თქვენთან ასოცირდება. და ასეთ დროს, თქვენ რომ ამ ადამიანებს არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ საქართველოს „პროამერიკულ“ საზოგადოებას სწორედ თქვენ ალაპარაკებთ.
ამიტომ, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია დღევანდელი აქციებიც, რომლებსაც ზუსტად იგივე ხალხი აორგანიზებს, რომლებიც ომის რიტორიკით გამოირჩეოდნენ, სანქციებთან მიერთებისა და თვითმფრინავის ბორტების გაშვებისკენ მოგვიწოდებდნენ და ამ მოთხოვნებით, თებერვალ-მარტში საპროტესტო აქციებსაც აორგანიზებდნენ.
ზუსტად ეს ხალხი დაატრენინგა ომის დაწყებიდან მალევე ამერიკიდან ჩამოსულმა პიტერ აკერმანმა, რომელიც, როგორც ცნობილია, ამერიკის ოფიციალურ სტრუქტურებთანაც მჭიდროდ დაკავშირებული კაცი იყო.
იგივე ადამიანები, რომლებიც ენჯეოების ხაზით, თქვენგან იღებენ სოლიდურ დაფინანსებას, ორიოდე დღის წინაც რუსთაველზე იდგნენ და ბაკურიანის სცენარის მიხედვით, მთავრობის გადადგომის პოლიტიკურ მოთხოვნას აყენებდნენ. ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რატომ უნდა ფიქრობდეს კაცი ხელისუფლების გადატრიალებაზე, ალბათ, ბავშვისთვისაც ადვილი გამოსაცნობია: ყველაფერი ისევ იქითკენ მიდის, რისკენაც თებერვალ-მარტში ღიად მოგვიწოდებდნენ, ანუ ომისკენ.
ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებით იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც თქვენ აფინანსებთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი გაქვთ. როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია, ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნასაც საჯაროდ და მკაფიოდ გაემიჯნოთ, რომ ქართველმა ხალხმა ამერიკაზე ცუდი არ იფიქროს.
ასევე, სრულიად გაუგებარია კანდიდატის თემის ხელოვნური ფორსირება. როგორც ცნობილია, კანდიდატის სტატუსთან არავითარი მატერიალური პრივილეგიები არ არის მიბმული და შესაბამისად, სამ და ექვს თვეში ამ სტატუსის არმიღებით საქართველო არაფერს კარგავს. ანუ თუ სტატუსს მივიღებთ, პრაქტიკულად ხელში არაფერი გვრჩება, ხოლო თუ სტატუსს ვერ მივიღებთ - ქვეყანას რევოლუციით კიდევ ერთხელ დაემუქრებიან. ასეთ დროს, ფორსირებას მხოლოდ ერთი მიზანი, რევოლუციური ფონის ხელოვნურად შექმნა შეიძლება ქონდეს. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ფორსირების კამპანიაში თქვენც აქტიურად ჩაერთეთ, რამაც საზოგადოებას დამატებითი კითხვები შეიძლება გაუჩინოს.
რაც მთავარია, დაუშვებელია, ხალხმა იფიქროს, რომ ხელისუფლებაში იმ ხალხის დაბრუნება გსურთ, რომელიც ძალაუფლების მოპოვებისთანავე საქართველოს ომში თვალდახუჭული ჩართავს.
აქვე გავიხსენებ, რომ, სამწუხაროდ, თქვენ დღემდე არც თქვენი ერთ-ერთი წინამორბედის, ამერიკის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებას გაემიჯნეთ, რომელმაც თქვენს მიერ თავის დროზე ფილანტროპად წოდებული ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ოლიგარქად მოიხსენია და დეოლიგარქიზაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი გაიმეორა.
„ქართული ოცნება“, თავის სტილში, თავს არიდებს ამ კითხვების დასმას და დარწმუნებული ვარ, ამას მომავალშიც მოერიდება. თუმცა, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს და ამ ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქეს, თავი ვალდებულად მიმაჩნია, ეს კითხვები დაგისვათ.
იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში ამერიკის იმიჯს უმძიმესი ზიანი არ მიადგეს. ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში „ომის პარტიის“ მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში „ამერიკულმა იდეამ“ სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს. ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“, აღნიშნულია ღია წერილში.
ყველა სიახლე
28 სექტემბერი 2026, 13:20
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
„ქუთაისის აეროპორტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ტვირთების გადაზიდვაა. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სატვირთო ტერმინალების განვითარებასა და საჰაერო გადაზიდვების დაწყებას. თბილისის პარალელურად, ქუთაისის აეროპორტიც ჩაერთვება ქვეყნის სატვირთო გადაზიდვებში“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 13:18
მსოფლიო
მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - სტოკჰოლმის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო გამოძიება დაიწყო
შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული წარმომადგენლობის კუთხით. ინფორმაციას სომალური მედია ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 13:10
რეგიონი
რუსთავში რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ გაიხსნება
რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ინფორმაციას რუსთავის პრესსამსახური ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 13:05
მსოფლიო
The Wall Street Journal: ეგვიპტემ ისრაელი 2023 წლის 7 ოქტომბერს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა
2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ეგვიპტემ ისრაელი ღაზის სექტორიდან მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნების შესახებ ორჯერ გააფრთხილა, თუმცა ისრაელმა ეს გაფრთხილებები უყურადღებოდ დატოვა. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 12:58
რეგიონი
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
28 სექტემბერი 2026, 12:55
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილ მოთხოვნილებას მზად დავხვდეთ
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფაქტობრივად უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, როგორც მდებარეობით, ისე ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით. მისი ადგილმდებარეობა თავდაპირველად ისე შეირჩა, რომ სამომავლო გაფართოებისთვის საკმარისი სივრცე ყოფილიყო. ამასთან, არამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, არამედ რეისების მიმართულებითაც საჰაერო სივრცე მორგებულია ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 12:48
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფარგლებში საქართველო რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს უმასპინძლებს. აღინიშნა საქართველოს წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო პარასპორტული ღონისძიებების ჩატარების კუთხით.
28 სექტემბერი 2026, 12:47
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
28 სექტემბერი 2026, 12:39
სამართალი
ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
მანამდე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებზე სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო.
28 სექტემბერი 2026, 12:37
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში უკრაინის რეგიონებს უტევდა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში უკრაინის რეგიონებს თავს ესხმოდა.
28 სექტემბერი 2026, 12:29
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით სრულდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება 14 წლის წინ დაიწყო და მგზავრთნაკადის მიხედვით, დღეს ის საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 12:19
რეგიონი
ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. სამუშაოების მიზანია ფერდობის სტაბილიზაცია, გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.
28 სექტემბერი 2026, 11:50
მსოფლიო
France 24: საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ძალები სენატში პირველად შექმნიან საპარლამენტო ჯგუფს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა კვირას გამართულ სენატის არჩევნებში რეკორდული 14 მანდატი მოიპოვეს, რითაც 348-ადგილიან ზედა პალატაში მათი წარმომადგენლობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:38
მსოფლიო
მედია: ლიეტუვა რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის საევაკუაციო სცენარს ამზადებს
ლიეტუვა რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის საევაკუაციო სცენარს ამზადებს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:24
მსოფლიო
AXIOS: თეირანის შეთავაზების უარყოფის მიუხედავად, ტრამპი ირანთან მოლაპარაკებების განახლებას მიმდინარე კვირას ელოდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვას ამ კვირაში ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღის წინ თეირანის მიერ ომის დასრულების მიზნით შეთავაზებული წინადადება უარყო.
28 სექტემბერი 2026, 11:21
ეკონომიკა
კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი), რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 158.5 მლნ ევროს გამოყოფას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:15
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას
40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე საუბრისას.
28 სექტემბერი 2026, 11:05
სამართალი
სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა, გურიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 4 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
28 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:02
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა


