06 სექტემბერი 2022, 21:54 / სანდო წყარო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე უნდა იმუშაოს ყველამ ერთად - არა მარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ

ჟოზეფ ბორელი

ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და არ არსებობს არანაირი მოკლე გზა ან გადახვევა. ამის შესახებ მან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ამ ასოცირების საბჭოს სხდომაზე. საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. ეს განსაკუთრებული შეხვედრაა, იმიტომ რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შემდეგ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა პირველად იმართება. ეს ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირს აქვს ნაკისრი ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობები და საქართველოს ამბიციები გაამართლოს, თუმცა ეს ამბიციები, როგორც ყოველთვის, მომდინარეობს თავისი პასუხისმგებლობით. ეს პასუხისმგებლობა არის რეფორმების გაგრძელება, განსაკუთრებით იმ 12 პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოვლენილი იყო ევროკომისიის მიერ. მეორე პასუხისმგებლობა მომდინარეობს იქიდან, რომ შესუსტდეს პოლარიზაცია მთელ პოლიტიკურ სპექტრში და აქცენტი გაკეთდეს ყველას საერთო ძალისხმევაზე, რათა გაცხადებული მიზანი იყოს შესრულებული. ეს არა მარტო მთავრობამ უნდა შეძლოს, არამედ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და მთელმა საზოგადოებამ. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. არ არსებობს არანაირი მოკლე გზა ან გადახვევა. არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც შედეგებში გადაიზრდება. მხოლოდ ხილვადი, ხელმისაწვდომი და ხელშესახები შედეგები განაპირობებს ამ გზაზე წინსვლას. პერსპექტივა ძალიან ნათელია: როდესაც საუბარია პოლიტიკურ კულტურაზე, ინკლუზიურობაზე, დემოკრატიის პრინციპების, სამართლის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების საკითხებზე, ეს ყველაფერი არის ჩვენი ფუძემდებლური პრინციპები. საქართველომ გადაწყვიტა, ევროპულ გზას შეუდგეს და ეს პასუხისმგებლობა იკისროს. ახლა აქტუალურია ამ დანაპირების შესრულება. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული. ამაზე უნდა იმუშაოს ყველამ ერთად - არა მარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ პროცესს ვუწოდებთ ინკლუზიურ პროცესს. მასში უნდა აისახოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი, რათა ევროკავშირს დაუკავშიროს თავისი მომავალი. ხაზი მინდა გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ამ გზაზე ყველა მოთამაშე ასრულებს თავის როლს, თუმცაღა მთავარი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია. ეს განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ თქვენ მარტონი არ ხართ. ევროკავშირი და მისი ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი თქვენთან არის და მზად არის თქვენს დასახმარებლად“, - აცხადებს ბორელი.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

15 ივლისი 2026, 19:00

მსოფლიო

მერცი: ჩვენ არ ვერევით ამერიკულ არჩევნებში - შესაბამისად, მე არ მინდა, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩაერიონ

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც ევროპაში „სიტყვისა და რელიგიური თავისუფლების“ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ნანა კაკაბაძე

15 ივლისი 2026, 18:54

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად, ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ - მათი რიტორიკით, რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით

ვის როგორ ესმის უფლებების დაცვა. 14 ივლისს, სასამართლოში სააკაშვილის და სხვების მიმართ წარდგენილი ბრალდების საქმეზე მოწმის სტატუსით მომიწია დაკითხვა და მიუხედავად პოლიტიკოსებთან, ადვოკატებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობის ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა, მაინც ძალიან გაკვირვებული დავრჩი ამ სფეროების წარმომადგენლებთან გუშინდელი 2-საათიანი ურთიერთობით. აშკარად გამოჩნდა, რომ უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია და დანიშნულება სრულიად არაადეკვატურად არის მათ მიერ გაგებული. - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მის დაკითხვას, სადაც ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან და გამოძიება სწორედ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ილონ მასკი

15 ივლისი 2026, 18:36

მსოფლიო

ილონ მასკი: მარინ ლე პენი საფრანგეთის უკანასკნელი იმედია

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა საფრანგეთის მემარჯვენე ძალების ლიდერს თავისი თითქმის ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მომავალ წელს ქვეყანაში დაგეგმილი გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, - წერს გამოცემა POLITICO.

15 ივლისი 2026, 18:33

სამართალი

პროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 18:28

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: შანხაი ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი

შანხაი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი, - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის შემოსვლას, რომელიც შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე მოახდენს ოპერირებას.

15 ივლისი 2026, 18:25

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

შიო მესამე

15 ივლისი 2026, 18:19

საზოგადოება

შიო მესამე: ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

შეგახსენებთ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სიტყვებს, რომ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ლოცვა-კურთხევას სამეგრელო აუცილებლად შეასრულებს. მიიღეთ ჩემი დიდი სიყვარული, ლოცვა-კურთხევა და მადლიერება. ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“, - განაცხადა შიო მესამემ.

ირაკლი ჭეიშვილი

15 ივლისი 2026, 18:11

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი საომარი პროცესის შემდეგ რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს

ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი მერე, საომარი პროცესის შემდეგ, რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა მერე ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

15 ივლისი 2026, 18:06

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო.

ირაკლი ჭეიშვილი

15 ივლისი 2026, 18:06

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: სანამ ასეთი შინაარსის დოკუმენტს ასეთი მაღალი პლატფორმიდან გასცემ, ამას წინ უნდა უძღოდეს კვლევები, კონსულტაციები და მთელი რიგი პროცესები

ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება რეზოლუციები თუ სხვა გადაწყვეტილებები სამართლებრივად გამართული უნდა იყოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.

თამარ იოსელიანი

15 ივლისი 2026, 18:03

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საავიაციო სექტორისთვის, რადგან პირველი პირდაპირი დაკავშირება მოხდება თბილისსა და შანხაის შორის, რომელიც გაზრდის ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, ხალხთა შორის კავშირს, ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ბიზნესკავშირების გაღრმავებას

დაახლოებით ერთ საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შანხაიდან პირველი რეისი დაეშვება. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საავიაციო სექტორისთვის, რადგან პირველი პირდაპირი დაკავშირება მოხდება თბილისსა და შანხაის შორის, რომელიც გაზრდის როგორც ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, შესაბამისად ხალხთა შორის კავშირს, ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ბიზნესკავშირების გაღრმავებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

15 ივლისი 2026, 17:57

პოლიტიკა

16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა

16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა

ირაკლი ჭეიშვილი

15 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ეუთოზე: როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ხარ და დასკვნაში გიწერია აბსოლუტურად სხვა რამ და სხვა შინაარსის შემცველია რეზოლუცია და შენ დუმხარ იმაზე, რა დასკვნაც გააკეთე 2024 წლის შემდეგ, არის ზუსტად განმსაზღვრელი ჩვენი ხვალინდელი პარტნიორული ურთიერთობის

როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ხარ და დასკვნაში გიწერია აბსოლუტურად სხვა რამ და სხვა შინაარსის შემცველია რეზოლუცია და შენ დუმხარ იმაზე 2024 წლის შემდეგ რა დასკვნაც გააკეთე, არის ზუსტად განმსაზღვრელი ჩვენი ხვალინდელი პარტნიორული ურთიერთობის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 ივლისი 2026, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში

ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

თამარ იოსელიანი

15 ივლისი 2026, 17:36

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს

„ის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს აქვს საავიაციო სექტორის განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

თამარ იოსელიანი

15 ივლისი 2026, 17:29

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ

საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

15 ივლისი 2026, 17:22

ტექნოლოგიები

ჩინეთში პაციენტს ხელის ფუნქციების აღსადგენად ტვინში ჩიპი პირველად ჩაუდგეს

მედიის ცნობით, ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების სახელმწიფო ადმინისტრაციამ სისტემა გამოსაყენებლად მარტში დაამტკიცა. პირველი პაციენტი, რომელსაც ექიმმა ოპერაცია დაუნიშნა, ადგილობრივი მცხოვრები გახდა, რომელიც 10 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევებში მოჰყვა. მან ზურგის ტვინის ტრავმა მიიღო, რის გამოც თითების მოხრისა და ხელში საგნების აღების უნარი დაკარგა.

15 ივლისი 2026, 17:10

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაიმართა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაიმართა

15 ივლისი 2026, 17:05

მსოფლიო

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის მილასის მუნიციპალიტეტში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან 1000ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 8 თვითმფრინავი და 12 ვერტმფრენი.

გიტანას ნაუსედა

15 ივლისი 2026, 17:02

მსოფლიო

გიტანას ნაუსედას განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა ლიეტუვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყას

„ჩვენ გვაქვს ასეთი სიგნალები, რომლებსაც ჩვენი [სადაზვერვო] სამსახურებიდან ვიღებთ. ისინი მკაფიოდ არ განსაზღვრავენ ადგილს ან დროს... ვინაიდან მოწინააღმდეგეს დაგეგმვის პროცესი ბოლომდე არ მიუყვანია და ჩვენ მხოლოდ თავად დაგეგმვის ან საბოლოო მიზნის შესახებ ვიცით. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა საშუალება, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფიზიკურ დაზიანებას... ნებისმიერი რამ, რაც ამ ობიექტების ფუნქციონირებას შეაჩერებს“, - განაცხადა მან.