გაეროს მიერ ზედიზედ მეოთხედ საქართველოს ადამიანის განვითარების „ძალიან მაღალი“ დონის სტატუსი მიენიჭა
ფოტო: Facebook
ადამიანის განვითარების 2021/2022 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველომ 2021 წელს წინა წელთან შედარებით ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) სარეიტინგო პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და 63-ე ადგილზე გავიდა. ამასთან საქართველოს ზედიზედ მეოთხედ მიენიჭა ადამიანის განვითარების „ძალიან მაღალი დონის“ სტატუსი.
ადამიანის განვითარების ინდექსის სარეიტინგო პოზიციის გრძელვადიანი, ანუ ექვსწლიანი გაუმჯობესების მიხედვით ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის ჯგუფის ქვეყნებს შორის საქართველო მეორე ადგილზეა არაბეთის გაერთიანებული საემიროების შემდეგ. ანგარიშის თანახმად 2015-2021 წლებში საქართველო რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 9 ადგილით, ირლანდიამ, თურქეთმა და ხორვატიამ კი 6 ადგილით გაიუმჯობესეს სარეიტინგო პოზიცია.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან, ზედიზედ მეოთხე წელია, რაც საქართველო ადამიანის განვითარების „ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის სტატუსს ოფიციალურად ატარებს. იქამდე მას ასეთი სტატუსი არასდროს ჰქონია. ადამიანის განვითარების მსოფლიო რეიტინგში გაერომ საქართველო 2000 წლიდან ჩართო. 2000 წელს ქვეყანა 65-ე ადგილზე გავიდა, 2003 წელს 68-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, 2012 წელს კი 70-ე ადგილამდე გაიუარესა სარეიტინგო პოზიცია, 2012 დან 2021 წლამდე კი ჩვენს ქვეყანას რეიტინგი 7 ადგილით აქვს გაუმჯობესებული და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსს ატარებს.
საზოგადოების კეთილდღეობის საზომებს შორის მსოფლიო მასშტაბით მოწინავე არის გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსი, რომელიც აერთიანებს ადამიანური განვითარების მრავალ ასპექტს, ეკონომიკურს, სოციალურს, შესაძლებლობებს, არჩევანის თავისუფლებას და ა.შ. იგი ფოკუსირებულია ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მიღებული ქულების შესაბამისად ქვეყნები 4 კატეგორიად ნაწილდება შესაბამისად ადამიანური განვითარების „ძალიან მაღალი“, „მაღალი“, „საშუალო“ და „დაბალი“ დონის მიხედვით.
ყველა სიახლე
28 აპრილი 2026, 00:58
საზოგადოება
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
სხდომაზე მღვდელმთავრები ფარული კენჭისყრით, სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ.
28 აპრილი 2026, 00:04
მსოფლიო
ბრიტანეთის მონარქი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა
ბრიტანეთის მეფე ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა.
27 აპრილი 2026, 23:21
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია „ბაიერნთან“ მატჩის წინ: თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც გუნდის დამსახურებაცაა. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ფანტასტიკურ მატჩებს ვატარებთ
„ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია, თუ ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ. სტადიონზე საოცარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნიან. სწორედ ისინი არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება ჩემს ფორმას, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც გუნდის დამსახურებაცაა. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ფანტასტიკურ მატჩებს ვატარებთ“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
27 აპრილი 2026, 23:02
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები მიუნხენში - რა შეხვედრები და შეთანხმებები შედგა გერმანიაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გასაძლიერებლად, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მიუნხენში იმყოფებიან.
27 აპრილი 2026, 22:54
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას: ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება
ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი უკრაინელი კოლეგის პოსტს, რომელშიც ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ ჰქონდა ისრაელს შესაბამისი რეაქცია უკრაინის ლეგიტიმურ მოთხოვნაზე იმ გემთან დაკავშირებით, რომელმაც ჰაიფაში მოპარული ტვირთი ჩაიტანა“.
27 აპრილი 2026, 22:52
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია მამუკა მდინარაძეზე: ოპოზიციის მხრიდან არის აჟიოტაჟი, რადგან იციან რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში
აჟიოტაჟი არის იმიტომ, რომ იციან, რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ სუს-ის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
27 აპრილი 2026, 22:43
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აპრილი 2026, 22:43
საზოგადოება
ზაზა დობორჯგინიძე: პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ქართული არხი, რომელზეც დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს ნათია კობერიძე, მოდელირებული „ქრონიკის“ წამყვანი
პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ქართული არხი, რომელზეც დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს ნათია კობერიძემ, მოდელირებული ქრონიკის წამყვანმა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოცილურ ქსელში.
27 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
აშშ-ის პროკურატურამ კოულ ალენს პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წარუდგინა
აშშ-ის პროკურატურამ კოულ ალენს ბრალი სამი მუხლით წარუდგინა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის. მას ასევე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობასთან დაკავშირებული ორი დანაშაული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ალენს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.
27 აპრილი 2026, 22:37
პოლიტიკა
სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ხვალ პირველი მოსმენით გადის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მთავრობაში. მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხდება.
27 აპრილი 2026, 22:35
საზოგადოება
პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის მამა ტელეკომპანია „პირველის“ წინააღდმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
27 აპრილი 2026, 22:34
საზოგადოება
აქტივისტების დაპირისპირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფილი აქტივისტები. დუღილის ტემპერატურა პიკს აღწევს. ალბი კორძაიას ბრალდებებს, რომელიც „ნაბიჯის“ დამფუძნებელს, ლუკა ჭოხონელიძეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, ოპოზიციონერ აქტივისტებში დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა.
27 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: სათვალავი აგვერია მერამდენე ალიანსი, მერამდენე ფანჩატური და მერამდენე სეზონის მერამდენე სერიაა, სანამ დავალებას მიიღებენ ქვეყნის გარედან. ერთმანეთის ჭამის სერიას აყურებინებენ ჩვენს საზოგადოებას
ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის მელიამ რა თქვა სააკაშვილზე, გვარამიამ რა იფიქრა და სააკაშვილმა რა შემოუთვალა ჩერგოლეიშვილს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
27 აპრილი 2026, 22:29
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე დიპლომატიური სამსახურიდან რეგიონს 8 წლის შემდეგ უბრუნდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად ემზადებიან აჭარის მთავრობაში. ზურაბ პატარაძე დიპლომატიური სამსახურიდან რეგიონს 8 წლის შემდეგ უბრუნდება.
27 აპრილი 2026, 22:28
პოლიტიკა
კირცხალია: საზოგადოებამ კარგად ნახა, გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში თუ რა წარმატებებს მიაღწია შს სამინისტრომ, დამერწმუნეთ, იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს თავის საქმიანობას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
საზოგადოებამ კარგად ნახა, გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში თუ რა წარმატებებს მიაღწია შს სამინისტრომ ყველა მიმართულებით, დამერწმუნეთ, იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს თავის საქმიანობას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
27 აპრილი 2026, 22:24
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: „დემოკრატიულმა პარტიამ“ ქვეყანას თავს მოახვია მოსაზრება, თითქოს ტრამპი ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას - ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებს აჯერებენ, რომ ეს სიტყვები სიმართლეა
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა მოუწოდა „დემოკრატებს“, გადახედონ ტრამპის მიმართ „უსამართლო და კონფრონტაციულ რიტორიკას“.
27 აპრილი 2026, 22:13
მსოფლიო
თეთრი სახლი ტრამპის დემონიზაციასა და მის ჰიტლერთან შედარებას პოლიტიკური ძალადობის მიზეზად ასახელებს
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ძალადობაში ტრამპისა და მისი მხარდამჭერების „სისტემური დემონიზაცია“ დაადანაშაულა.
27 აპრილი 2026, 21:53
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
პარტიის ინფორმაციით, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს. ინტერპელაციის წესით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პირებთან დაკავშირებული საკითხი განიხილება.
27 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია - საქველმოქმედო ფონდმა ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელიც ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს
ირაკლი კირცხალია განცხადებით, მან თავად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და ოპოზიციის ქმედებას აფასებს, როგორც უსუსურ ტყუილს, რამდენადაც „ფონდმა „ქართუმ“ ფული ასესხა თავის მეორე კომპანიას სიმბოლურ პროცენტში და თანხის დაბრუნების შემდგომ აღნიშნული თანხა, რა თქმა უნდა, კვლავ ქველმოქმედებას მოხმარდება.
27 აპრილი 2026, 21:51
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: თეთრი სახლის სამეჯლისო დარბაზი ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა, კეროლაინ ეივიტმა თეთრი სახლის გაფართოების პროექტსა და ახალი სამეჯლისო დარბაზის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.


