03 თებერვალი 2023, 15:24 / სანდო წყარო

ლევან მახაშვილი: ევროკომისიის ანგარიშში ცალსახად ჩანს, რომ საქართველოს ფუნდამენტურ მიმართულებებში აქვს წინსვლა

ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ევროკომისიის ანგარიშში ცალსახად ჩანს, რომ საქართველოს იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რაც ევროკავშირის ინსტიტუციური და სამართლებრივი სისტემისთვის პრიორიტეტულია, აქვს წინსვლა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ლევან მახაშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„ნამდვილად დადებითი ანგარიშია, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენთვისაა ძალიან კარგი. ეს ანგარიში არის ყველაზე სანდო. ევროკომისია არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ამზადებს ასეთი ტიპის ანგარიშებს და ამ ანგარიშში ცალსახად ჩანს, რომ საქართველოს იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რაც ევროკავშირის ინსტიტუციური და სამართლებრივი სისტემისთვის პრიორიტეტულია, აქვს წინსვლა. არ მინდა დავაკნინო სხვა მიმართულებებიც, რადგან სახლს რომ აშენებ ფუნდამენტთან ერთად კარ-ფანჯარაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ დოკუმენტში ჩანს, რომ საქართველოს საყრდენი ფუნდამენტი არის ძალიან კარგი. რა არის კონკრეტულად ეს მიმართულებები?! პირველი არის მართლმსაჯულება, საჯარო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი და ა.შ. ამ ჯგუფში ცალსახად წინსვლაა და უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით წინ ვართ.

მეორე მოთხოვნა ეს არის შიდა ბაზარი, რაზეც ფაქტობრივად დგას მთელი ევროკავშირი და ამიტომ შეიქმნა თავის დროზე ის. მთელი ამ მიმართულებებითაც საქართველო არის წინ და მესამე, ეს არის კონკურენტუნარიანობა. ამ დიდ საკითხებშიც საქართველო გამორჩეულია მის კოლეგა სახელმწიფოებთან შედარებით. საქართველოსთვის შედარებით ადრეულ ეტაპზე მყოფი სფეროები არის ე.წ. მწვანე დღის წესრიგი და რესურსების მიმართულება. ეს არის ის თემები, რაზეც საქართველოს უახლოეს მომავალში მოუწევს მუშაობა და ეს დოკუმენტი მაგიტომაცაა მნიშვნელოვანი სწორედ, რომ გარდა იმისა, რომ აჩვენებს იმას, თუ სად ვდგავართ, რა არის ჩვენი უპირატესობები და სად მივაღწიეთ წინსვლას, ამავე დროს გვაჩვენებს იმ მიმართულებებს, რაზეც უფრო მეტი სამუშაო გვექნება შემდგომ პერიოდში“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 14:09

საზოგადოება

რევაზ სოხაძემ სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებს შეხვდა.

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.

11 სექტემბერი 2026, 13:35

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.

11 სექტემბერი 2026, 13:34

პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

11 სექტემბერი 2026, 13:34

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - "არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები

ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაკითხვასთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 13:26

მსოფლიო

AP: აშშ-ში დიზელის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ერთი გალონის ღირებულებამ 6 დოლარს გადააჭარბა

აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა პარასკევს ახალი რეკორდი დაამყარა და საშუალოდ გალონზე 6 დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც რუსეთი არის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წამომწყები, რატომ არ შემოგვაქვს ვიზები, რატომ არ ვხურავთ საზღვარს, რატომ არ ვკეტავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? - იმიტომ, რომ ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან

როდესაც მეკითხებით, რომ „ვაილდბერიზი“ არის უკრაინის სამიზნე, ჩვენთან რატომ არ ხდება მისი შეზღუდვა, ჩემი პასუხი იქნება - მაშინ, როდესაც რუსეთი არის აგრესიული ომის წამომწყები უკრაინის წინააღმდეგ, რატომ არ შემოგვაქვს ვიზები, რატომ არ ვხურავთ საზღვარს, რატომ არ ვკეტავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? რუსეთი არის ამ ომის დამფინანსებელი, ამ ომის მწარმოებელი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები გადასახადებს იხდიან და შეიძლება ვთქვათ, რომ არაპირდაპირ აფინანსებენ. მაშინ რატომ არ ვკეტავთ საზღვარს? რატომ არ შემოგვაქვს ვიზები და არ ვხურავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? - იმიტომ, რომ ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დემოგრაფიულ გამოწვევებზე: სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. რაც უფრო გაიზრდება კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. რაც უფრო გაიზრდება კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით, გეგმავენ. დაგეგმვის კულტურის შემოსვლა ასევე გადადის ბავშვის გაჩენის თუ გაზრდის დაგეგმარებაში. ის, რაც მანამდე იყო სპონტანური, ემოციური, რომ შვილი ჰყოლოდათ, ბევრი შვილი ჰყოლოდათ, დღეს უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებშია და რაციონალური მსჯელობის დროს შეიძლება ადამიანმა სხვადასხვანაირად დაალაგოს პრიორიტეტები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დემოგრაფიულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას თუ სხვა ქვეყანას, რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?!

როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას, თუ სხვა ქვეყანას რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?! - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

11 სექტემბერი 2026, 12:56

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თორნიკე რაზმაძის განცხადებაზე: უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი

[თორნიკე რაზმაძეს] უნდა თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

11 სექტემბერი 2026, 12:48

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა

ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა და ამისთვის მარაგებში არსებული კომპონენტებისა და მიწისქვეშა საწარმოო ობიექტების გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე - იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის

ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე. როდესაც [ევროკავშირის] წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და სუვერენული ქვეყნები, ცდილობენ მათ საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით პირდაპირ ულტიმატუმები დაუყენონ. ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.

11 სექტემბერი 2026, 12:29

საზოგადოება

11-დან 14 სექტემბრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრება RedBullSoapboxRace), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

მარიამ ქვრივიშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისათვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს

2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

11 სექტემბერი 2026, 12:25

საზოგადოება

გეოლოგიურ საფრთხეთა მონიტორინგის თანამედროვე სისტემების გამოყენებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გეოლოგიურ საფრთხეთა თანამედროვე მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც თავს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს

ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც თავს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე.

ჯეი დი ვენსი

11 სექტემბერი 2026, 12:12

მსოფლიო

ვენსმა აქციის მექსიკის დროშიან მონაწილეს მიმართა: თუ მექსიკა ასე გიყვარს, იქ წადი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც მექსიკისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

11 სექტემბერი 2026, 11:58

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ან ანა წითლიძე იტყუება, ან გვარამიამ მოატყუა ის, რომ 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ მიშას გაწევდა და 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა.