გურამ მაჭარაშვილი: რაც დრო გავა, საზოგადოება მიხვდება, რა საჭირო იყო ამ კანონპროექტის მიღება, რომელმაც ნაწილობრივ უკვე შეასრულა თავისი მისია
გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: IMEDI
ამ კანონპროექტმა თავისი მიზანი შეასრულა ნაწილობრივ - როგორც კი განხილვა დავიწყეთ, ხალხმა დაინახა, ვის ეტკინა ეს კანონპროექტი, ვის აქვს რაღაცები დასამალი, ვის აქვს არასასურველი მიზნები და აქედან გამომდინარეობდა სწორედ ის მოთხოვნები, რომ არ დაგვეწყო განხილვა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი იყო რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში და სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად გახდა საჭირო იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც „ხალხის ძალამ“ მმართველ გუნდთან ერთად მიიღო.
„მათ, ვისაც ეს კანონპროექტი არ წაუკითხავს, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ის არასამეწარმეო იურიდიული პირების, მათ შორის არასამთავრობო სექტორის მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ გამჭვირვალობას ემსახურებოდა, რაც, ამ კანონპროექტმა, პრაქტიკულად, უკვე უზრუნველყო - ამ ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებამ პრაქტიკულად დაინახა, დაახლოებით, ვინ საიდან ფინანსდება და ვის რა განზრახვები აქვს.
„ხალხის ძალას“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კონსულტაციები გვქონდა და [კანონპროექტის გაწვევის] გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ რეალურად დავინახეთ, რადიკალებს სურდათ, რომ იმ ახალგაზრდების ნაწილი, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებდნენ, გამოეყენებინათ - პარლამენტიდან გადანაცვლება და პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლებაც მოითხოვეს. ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ეს პროცესები ხელში აეღო, რევოლუცია მოეწყო და სააკაშვილი გამოეშვა. სწორედ ეს იყო ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ „ხალხის ძალამ“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კანონის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს გადაწყვეტილება, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება, არასახარბიელო იყო, მაგრამ იმ მომენტში სწორი იყო, რადგან პროცესების არასწორი განვითარება ავიცილეთ თავიდან.
რაც დრო გავა, საზოგადოება მიხვდება, რა საჭირო იყო ამ კანონპროექტის მიღება, რომელმაც ნაწილობრივ უკვე შეასრულა თავისი მისია. ჩვენი, „ხალხის ძალის“ მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობაა. ამან ქვეყანა პრაქტიკულად მეორე ფრონტს აარიდა. საქართველოს ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილებები და ჩვენი, „ხალხის ძალის“ პოლიტიკა, რომ საზოგადოება სწორი ინფორმაციით ყოფილიყო შეიარაღებული. ამან გადაარჩინა ქვეყანა მეორე ფრონტს. ეს კანონი უზრუნველყოფდა იმას, რომ საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო და სცოდნოდა, არასამთავრობო სექტორი საიდან ფინანსდება. ისინი თუ კარგ საქმეს აკეთებენ და ამას საქართველოს მოქალაქეები გაიგებენ, მხოლოდ შეაქებენ. დონორმა კი რატომ უნდა შეწყვიტოს [მათი დაფინანსება], პირიქით, რომ გაიგებს, საქართველოს მოქალაქეები ამას მიესალმებიანო, დაფინანსებას უფრო დაამატებს. მაგრამ, თუ მოქალაქე გაიგებს იმას, რომ არასამთავრობო სექტორს რომელიმე უცხოური ძალა აფინანსებს, რომელიც რევოლუციას აწყობს, რომელიც ენერგოდამოუკიდებლობის საწინააღმდეგო აქციებს აორგანიზებს და ა.შ. მოქალაქე ინფორმირებული იქნება და ასეთი ტიპის არასამთავრობო სექტორს მხარდაჭერა აღარ ექნება. ამ კანონპროექტმა და მის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ის მაინც უზრუნველყო, რომ არასამთავრობო სექტორი აქ რევოლუციებს მარტივად ვეღარ მოახერხებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა „ხალხის ძალის“ მზადყოფნაზე, საჭიროებისამებრ, მსჯელობის საფუძველზე, შეეტანათ ცვლილებები კანონპროექტში და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამ პირობას არ დაეთანხმა.
„ჯერ ერთი, მინდა, ვთქვა, რომ ნებისმიერ პროექტზე, ან ფორმაზე ჩვენ მზად ვიყავით და ვაცხადებდით, რომ პირველი მოსმენის დროს პრინციპები იხილება, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს, თუ არა ეს პროცესი და მეორე მოსმენის დროს, რომლის დროსაც განიხილება დეტალები, ჩვენ მზად ვიყავით, ან კანონში ყოფილიყო შესწორებები, ან სხვა სახით წარდგენილიყო ეს პროექტი და დეტალებზე გვემსჯელა. მაგრამ თქვენც ნახეთ, რომ შინაარსში საერთოდ არ შემოდიოდნენ. რატომ? - იმიტომ, რომ შინაარსში რომ შემოსულიყვნენ, ვერაფერს დაინახავდნენ ისეთს, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ. რა უნდა ეთქვათ ხალხისთვის? რომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე, თუ საიდან ფინანსდება არასამთავრობო სექტორი? - ამას ვერ იტყოდნენ და ამიტომაც არ შედიოდნენ შინაარსში, ამიტომაც თქვეს, განხილვაც არ დაიწყოთ ამ კანონპროექტისო. რატომ? - რადგან, როგორც ვთქვი, რომ ამ კანონპროექტმა თავისი მიზანი შეასრულა ნაწილობრივ - როგორც კი განხილვა დავიწყეთ, ხალხმა დაინახა, ვის ეტკინა ეს კანონპროექტი, ვის აქვს რაღაცები დასამალი, ვის აქვს არასასურველი მიზნები და აქედან გამომდინარეობდა სწორედ ის მოთხოვნები, რომ არ დაგვეწყო განხილვა. როგორ შეიძლება, პარლამენტის წევრებს კანონპროექტის განხილვა აუკრძალო? ის შეიძლება, უთხრა, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი, მაგრამ მსჯელობის აკრძალვა როგორ შეიძლება, იყოს დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, ან გამჭვირვალობა - დემოკრატიის საწინააღმდეგო? ამაში ჩანდა უკვე ის, რომ ამ ხალხს რაღაც ჰქონდა დასამალი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამასთანავე, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ხელისუფლება აწყდება ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას.
„სამწუხაროდ, საქართველო არის ისეთ გეოგრაფიულ არეალში, რომ ყოველთვის არის ინტერესები ამ ქვეყნის მიმართ. პატარა ქვეყანა ვართ, დიდი ისტორიული გამოცდილება გვაქვს, მაგრამ დიდ ქვეყნებს ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ ინტერესი ამ ქვეყანასთან დაკავშირებით. თქვენ იცით ჩვენი სამეზობლო, აღარ ჩამოვთვლი, და არა მხოლოდ სამეზობლო, დიდი ქვეყნები, არაერთი დიდი მძლავრი სახელმწიფო, რომელთა ინტერესებიც იკვეთება საქართველოსთან მიმართებაში. ბუნებრივია, მარტივი არ არის იმ გადაწყვეტილებების მიღება, რაც ზოგადად უწევს ხელისუფლებას და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც და ახლაც, როდესაც გადმოვედით „ხალხის ძალაში“, ყოველთვის ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, შესაძლოა, ჩვენს სუბიექტურ რეპუტაციას ლახავს, მაგრამ სწორი საქართველოს გადასარჩენად და მის სასარგებლოდ. შეიძლება, ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენმა მხარდამჭერებმა აღიქვან ისე, თითქოს ეს არის არასწორი და უკან გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ მათ ვუთხარით და არაერთხელ ვეტყვით: მომავალში გამოჩნდება, რომ იყო სწორი გადაწყვეტილება იმ მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, რა რეალური რისკებიც მე თქვენ დაგისახელეთ, მაგრამ ამან მოიტანა სწორედ ის შედეგი, რომ დღეს უკვე ვეღარ გაბედავენ იმას, ყოველ შემთხვევაში, რისკები დაწეულია, რომ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით მოახდინონ გარკვეული ტიპის რევოლუციები. ამან დაგვანახა ის, თუ რა ხალხთან გვაქვს საქმე - არა ევროპულ ღირებულებასთან, რომელთანაც არა აქვს საერთო არც შტურმს, არც ქვების სროლას, არც მანქანების დაწვას, არამედ იმათთან ვინც ჩუმად ზის სახლში, ამბობს, რომ უნდა ღირსებით ევროპისკენ. არა ცალი ფეხითა და ცალი თვალით, არამედ ორივე ფეხით, ღირსებით ევროპისკენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა,რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.
10 მარტს კი პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 13:08
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი „გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს
ისლანდიის რეფერენდუმი არ იყო ევროპული იდეის მარცხი. ის იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და შეხსენება, რომ ევროპული იდეის საფუძველში დგანან ევროპის სახელმწიფოები და რომ ევროპა იქნება არა ის, თუ რას ხედავენ ბრიუსელის ბიუროკრატები საკუთარი ფანჯრებიდან, არამედ ის, თუ რა უნდათ ევროპულ ხალხებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
01 სექტემბერი 2026, 13:05
ეკონომიკა
ანაკლიის აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა - ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ
ამჟამად ხმელეთის მხარეს ქვისა და ღორღის ჩაყრის/ტალღმტეხის საწყისი ტანის პირველი მონაკვეთი შენდება, რომლის დასრულების შემდგომ მშენებლობა ზღვაში გადაინაცვლებს. დაღრმავებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერი დაახლოებით 17.5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1,376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი.
01 სექტემბერი 2026, 12:57
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 სექტემბერი 2026, 12:56
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს, მათ შორის გაშარჟებით, მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ნანი ბრეგვაძის შემოქმედების გაშარჟებით გამოწვეულ კრიტიკას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში „აკაცუკების“ პოზიცია ორმაგ სტანდარტს ეფუძნება.
01 სექტემბერი 2026, 12:54
მსოფლიო
POLITICO: „რესპუბლიკელებს“ ტრამპის ირანის პოლიტიკის მიმართ მოთმინება ეწურებათ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ ირანის ეკონომიკის ნელ-ნელა „დახრჩობით“ იმუქრება, მომდევნო მომენტში კი აცხადებს, რომ ქვეყანას სწრაფი და მასირებული დაბომბვით დანებებას აიძულებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 12:44
კულტურა
კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას
კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 12:40
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა
„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა“, - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.
01 სექტემბერი 2026, 12:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე
საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 სექტემბერი 2026, 12:32
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი
ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ღიად ვუთხრათ, სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 სექტემბერი 2026, 12:32
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო
საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 სექტემბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა
პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა
01 სექტემბერი 2026, 11:57
მსოფლიო
POLITICO: ლინდსი გრემის კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთან პალატაში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება
ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ აშშ-ის სენატში ორპარტიულმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პატივსაცემად მხარი დაუჭირა მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 11:51
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს
ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას.
01 სექტემბერი 2026, 11:46
კულტურა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
01 სექტემბერი 2026, 11:45
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს.
01 სექტემბერი 2026, 11:42
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს
დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა.
01 სექტემბერი 2026, 11:41
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა მადიარის განცხადებაზე: ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.
01 სექტემბერი 2026, 11:36
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, „ნაცსაც“ რომ გაუკვირდება
შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძაან საყვარლობით ცდილობს ხალხს მოაჩვენოს, თითქოს და სულ იბრძვის, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
01 სექტემბერი 2026, 11:33
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის გადაწყვეტილებამ რუსეთი „დიდ ოცეულში“ დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე რუსეთის დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 11:33
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N 2) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი გოჭებს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


