ირაკლი კობახიძე: კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ენჯეოების მეშვეობით საქართველოში 2003 წელს უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა.
„დღეს კიდევ ერთხელ გვსურს შევაჯამოთ საქართველოში გასული კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა: პირველ რიგში, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო - ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის; საზოგადოება ახლა უკვე ერთმანეთისგან უკეთ არჩევს უცხოური გავლენის აგენტებს ხალხის გავლენის აგენტებისგან. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ცდილობენ ეკლესიის რეპუტაციის შერყევას, აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას, უპირისპირდებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ა.შ. - სინამდვილეში არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან; გარდა ამისა, კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ ენჯეოების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას. შეგახსენებთ, რომ ენჯეოების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უცხოური გავლენის აგენტების ხელით ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, კანონპროექტი, რომლის ერთადერთი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო, ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.
„გარდა ამისა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური ნაცმოძრაობის - გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები. 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა - 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა „ნაცმოძრაობა“ იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან.
იგივე ლოგიკით, 2012 წლამდე ნაცმოძრაობის მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი, სახალხო დამცველზე ნაცმოძრაობის მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ან უცხოური გავლენის აგენტს არ დაუგმია. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ სადაც არის „ნაცმოძრაობა“, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში.
გასულ კვირაში, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავებს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ამისათვის. ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა იმ დროს, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ.
ხელისუფლებისა და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერცერთი ადამიანის, ვერცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს ჩვენი ქვეყნის გულწრფელმა მოქალაქეებმაც.
„თუმცა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც. სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“, „სირცხვილიასთან“ და „დროასთან“ ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა „ფრანკლინის კლუბის“ აქტიურობა. „ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე.
„ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია - კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი“ და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი“. აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი“ აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. „ფრანკლინის კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა.
„ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.
აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი. ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე. გარდა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებებისა, ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, ენჯეოების წარმომადგენლები, ისევე, როგორც რიგითი ნაციონალები. ლიბერალური ფაშიზმი ნაცმოძრაობის ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოხატულებაა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. აგრეთვე დაფიქსირდა კამპანია საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილი) უნივერსიტეტიდან გააძევეს. შემაშფოთებელი იყო ნაციონალი ლექტორების მიერ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ. უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ხელწერაა.
დასასრულს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არაფერი ქონდა საერთო რუსულ კანონთან. ამგვარი კანონები დიდი ხანია მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ისრაელში. ამჟამად, აქტიურად განიხილება ანალოგიური კანონების მიღება ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციისა და მისი მფარველების მიერ წარმოებული კამპანია ე.წ. რუსული კანონის შესახებ თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო დაფუძნებული. ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ენჯეოების დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად. ეს იყო ერთგვარი „საუკუნის პიარ-თაღლითობა“, რომლის მთავარი მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება იყო. ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჰუმანური, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო სისტემა, რომელიც დგას და კვლავაც მყარად იდგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე.
რაც შეეხება რუსულ ფაქტორს: სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას შარშანწინ, შარშან ან წელს თავისი რევოლუციური გეგმები რომ აღესრულებინა, თბილისში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ საქართველოში რუსულ ტანკებს, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს.
დღეს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა იმის გარანტი, რომ საქართველოში არ განხორციელდება მეორე ფრონტის სცენარი, რაც ჩვენს ქვეყანას რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ინტერვენციას და უკრაინაზე მძიმე შედეგებს მოუტანდა.
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას და განაგრძობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტად ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ! ღრმად გვწამს, რომ ევროკავშირის წევრობა არა ღირსებისა და დამოუკიდებლობის დათმობის ხარჯზე, მონური დამოკიდებულებითა და ცალ ფეხზე დგომით, არამედ მხოლოდ ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
20 ივნისი 2026, 14:22
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.
20 ივნისი 2026, 14:20
მსოფლიო
დონალდ ტუსკი პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევაზე: პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს აღაფრთოვანებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის მიერ უკრაინის ლიდერისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინს აღაფრთოვანებს, ხოლო მოკავშირეებს შოკში აგდებს.
20 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით. არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო. ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება ეკონომიკური კომისია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში განხორციელებული პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმებები ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
20 ივნისი 2026, 13:42
მსოფლიო
უკრაინის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს ბრალს სდებენ, რომ მან მამაკაცები გასტროლების საფარქვეშ საზღვარგარეთ გააპარა
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს როსტისლავ კანდეევს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურორზე რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 13:18
მსოფლიო
The Guardian: ბრიტანეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა
ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 13:09
საზოგადოება
ტექნიკური უნივერსიტეტის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას 65 წლის იუბილე აღინიშნა
საღამო მრავალწლიან შემოქმედებით მოღვაწეობას და ქართული საგუნდო ხელოვნების განვითარებაში უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიერ შეტანილი წვლილის აღნიშვნას მიეძღვნა.
20 ივნისი 2026, 13:06
კულტურა
„თბილისი პიანო ფესტ 2026“ გრძელდება
„თბილისი პიანო ფესტ 2026“ გრძელდება. უკვე მეშვიდედ, დედაქალაქი მსოფლიოს გამორჩეული მუსიკოსების საღამოებს მასპინძლობს.
20 ივნისი 2026, 13:02
საზოგადოება
გაიმართა შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის -„კახეთის“ ჩვენება
შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის, „კახეთის“ ჩვენება გაიმართა. მდიდარი მასალა მოიცავს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ტრადიციების, ყოფისა და განვლილის, აწმყოს პოეტურ და ამასთანავე, რეალისტურ სურათს.
20 ივნისი 2026, 12:59
საზოგადოება
მომლოცველთა გზა, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თხოთის მთაზე დასრულდა
მომლოცველთა გზა, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თხოთის მთაზე დასრულდა - იქ, სადაც წმინდა მეფე მირიანმა პირველად დადგა ჯვარი და პირველი ტაძარიც აშენდა.
20 ივნისი 2026, 12:55
რეგიონი
„ქართულის“ ფარგლებში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული დიასპორის ანსამბლები ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, კონკურს-ფესტივალის „ქართულის” ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენელი ანსამბლები დააჯილდოვა.
20 ივნისი 2026, 12:52
სამართალი
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, დანაშაულის პრევენციისა და ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხო.
20 ივნისი 2026, 12:46
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: განსაკუთრებით ემოციური საღამო გვქონდა გუშინ „ქართულზე“, რადგან საფესტივალო სცენაზე, ქართული დიასპორების ანსამბლები იდგნენ
რუსთავში, ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული-2026“, დღეს საზეიმო კონცერტითა და დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდება.
20 ივნისი 2026, 12:44
მსოფლიო
POLITICO: ორბანის მიერ დანიშნული პრეზიდენტი პირობას დებს, მადიარის მცდელობას თანამდებობიდან მის მოშორებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გაუწიოს
უნგრეთის პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი, რომელიც სულ უფრო მეტად ასოცირდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის რეჟიმის ნარჩენებთან, აცხადებს, რომ ახალ ხელისუფლებას მის თანამდებობიდან ჩამოშორების საშუალებას არ მისცემს, - წერს POLITICO.
20 ივნისი 2026, 12:36
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება
ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 12:32
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის კრიტიკანარევი პოსტები გულდასაწყვეტია
თინა ბოკუჩავას განცხადებით, გულდასაწყვეტია სააკაშვილის კრიტიკანარევი პოსტები. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, ერთ დღეს განახლებული ნდობით მანდატი მისცეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი საპირისპირო შინაარსის განცხადებები წაიკითხა.
20 ივნისი 2026, 12:25
მსოფლიო
მაკრონის განცხადებით, ტრამპი ალასკაზე გამართული სამიტის დროს მზად იყო უკრაინა პუტინისთვის გადაეცა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული სამიტის დროს მზად იყო, უკრაინა რუსეთისთვის გადაეცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 12:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის
ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, მათ ფარგლებში ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც გაამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.
20 ივნისი 2026, 12:05
ჯანდაცვა
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი: მაქსიმალურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, მედიკამენტების უსწრაფესად, მინიმალურ დროში მიღებისთვის კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ. ასევე ჩართულები არიან ელჩები
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობლის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად მუშაობს. ყოველდღიურად აქვთ კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან, მედიკამენტების მინიმალურ დროში მიღებისთვის.
20 ივნისი 2026, 11:45
მსოფლიო
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ კუბასთგან მიმართებით ვენესუელის მსგავსი სცენარი განხორციელდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ კუბასთან მიმართებით ამერიკამ იგივე სცენარით იმოქმედოს, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში მოხდა.
20 ივნისი 2026, 11:31
პოლიტიკა
პრემიერი: მთელი ამ წლების განმავლობაში გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან, რასაც ხელოვნურად გვახვევენ გარედან თავს
მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში გაჯანსაღდეს საერთო ვითარება. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში.


