imedi /  30 ივნისი 2023, 18:27 / სანდო წყარო

პრემიერი: იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე - სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, არ მაინტერესებს არც მისი თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, არ მაინტერესებს არც მისი თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ქვეყანაში ქაოსსა და ანარქიას არ დაუშვებს.

„ახლა რაც შეეხება ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე ვიღაც თმის ფერის გამო გავაკრიტიკე. რას ნიშნავს?! ახლა მე მთავარი მინდა გითხრათ. არ მაინტერესებს არც მისი თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. აი ეს დაიმახსოვრეთ ყველამ. არ მაინტერესებს არავის არც თმის ფერი და არაფერი. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა. არ მაინტერესებს ვინც არის. ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი, უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ. გამოვიდნენ და დაიცვან. რატომ არ იცავენ?!

რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან?! ვერავინ ვერ გამოიყვანს, ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს. რა შუაშია თმის ფერი, რა შუაშია ვინმეს ორიენტაცია. ჩვენ ეს არ გვითქვამს ამ კონტექსტში. აქ რამდენჯერმე გამოვიდნენ სხვები და თქვეს, სატანისტები ეძახა ახალგაზრდებსო. ეს არის დიდი ტყუილი. მე ვთქვი შემდეგი რაღაც და ამაზე პასუხისმგებელი ვარ: რამდენიმე ახალგაზრდა მეთქი, ამოწიეთ ჩემი ინტერვიუ და გაძლევთ სიტყვას, ასე იყო, მართლა დავინახე მე, გავეცანი მასალებს პოლიციიდან და საგამოძიებო სამსახურებიდან. ჩვენ თვითონ დავინტერესდით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რაღაც გაუგებარი ფორმებით და ა.შ. გავარკვიეთ, რომ არსებობს ასეთი სექტები და გარკვეული ტვინარეული, გზააბნეული ერის შვილები, დავარქვათ ასე, მაინც და მაინც, მარტივად რომ გითხრათ. ეს ახალგაზრდა შეიძლება ამ ანარქისტების ჯგუფის წევრი იყო. არ მაინტერესებს ახალგაზრდაა, ძველგაზრდაა, ვინ არის. არ მაინტერესებს არავინ საერთოდ. მე მთავარი გითხარით და დაიმახსოვროს ყველამ კარგად, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ქაოსს და ანარქიას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 14:22

რეგიონი

ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ბათუმის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო პროცესი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რათა ტურისტულ სეზონს ქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით შეხვდეს.

ემზარ გაგნიძე

02 აპრილი 2026, 14:21

სამართალი

ემზარ გაგნიძე: კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

02 აპრილი 2026, 14:17

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს მოუსმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებულ საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

02 აპრილი 2026, 14:13

საზოგადოება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

შოთა რეხვიაშვილმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან და ახალგორის გამგებელთან გელა შერმადინთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.

დავით სონღულაშვილი

02 აპრილი 2026, 14:12

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა უკვე ერთი წელია წარმატებით მიმდინარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

02 აპრილი 2026, 14:10

რეგიონი

რუსთავში ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორია, სამშენებლო და არქიტექტურული ობიექტები, მათ შორის პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, ღია სცენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, წყლის ობიექტები და ავტოსადგომი.

02 აპრილი 2026, 14:08

სამართალი

სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა.

02 აპრილი 2026, 14:05

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აგრარულ სექტორში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფას, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

კახა კალაძე

02 აპრილი 2026, 14:03

პოლიტიკა

კახა კალაძე შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, პასპორტების თემა უადგილოა

„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და იცავს ქართველ ხალხს. მე დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ყოფილიყო ის მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც დღეს ვითომ რაღაც ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, საქართველოში გვექნებოდა უბედურება. შესაბამისად, ხალხი ამას ხედავს და აანალიზებს, აფასებს და შემდეგ არჩევნებზე იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის მარტივი მოცემულობა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან და დავალებების მიცემით, თითის ქნევით ვიღაცა თავს დახრის და სისულელეებს გააკეთებს, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯებს, ეს არ მოხდება. ეს ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

02 აპრილი 2026, 14:02

პოლიტიკა

კახა კალაძე აშშ-თან ურთიერთობაზე: მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან

„მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან - საქართველოს ხელისუფლება მზადაა ამისთვის“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების კონტექსტში გამოთქმული პოზიტიური მოლოდინი, რომელზეც მერმა გუშინ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.

კახა კალაძე

02 აპრილი 2026, 14:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებენ.

02 აპრილი 2026, 14:00

პოლიტიკა

ვარლამ წიკლაური ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაში მონაწილეობდა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარული სესია დასრულდა, რომელშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 13:56

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

კახა კალაძე

02 აპრილი 2026, 13:54

პოლიტიკა

კახა კალაძე: წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები

საპატრიარქოს მისამართით წლებია მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობებია, რასაც გარედან აფინანსებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.

02 აპრილი 2026, 13:53

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

პლასტმასით გარემოს დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, 1 აპრილიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის თანახმად იკრძალება პლასტმასის ისეთი მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაცია, როგორიცაა სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები. ინფორმაციას სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 13:50

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი - სამართლიანი მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია განსხვავებულად იქცევა

ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ - ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია ამ ეტაპისთვის განსხვავებულად იქცევა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

02 აპრილი 2026, 13:49

საზოგადოება

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენიზო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა, სანქციის სახით დაკისრებული 50 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

დონალდ ტუსკი

02 აპრილი 2026, 13:44

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება - ყველაფერი ეს პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 13:44

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ძაღლების აყვანის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები

შესაბამისი პლატფორმის საშუალებით დაინტერესებულ პირებს წინასწარ მიეწოდებათ ინფორმაცია იმ ლოკაციების შესახებ, საიდანაც მოხდება ჯგუფების მიერ ძაღლების აყვანა, ასევე ექნებათ ინფორმაცია გრაფიკთან დაკავშირებითაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განაცხადა.

02 აპრილი 2026, 13:40

პოლიტიკა

სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: მოხარული ვარ, ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები

მოხარული ვარ, ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.