imedi /  13 ოქტომბერი 2017, 15:22 / სანდო წყარო

კობახიძე: რწმენის თავისუფლების შესახებ ჩანაწერზე კონსულტაციები გაგრძელდება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში თავისუფლების შესახებ ჩანაწერზე კონსულტაციები გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს. 

კობახიძის თქმით, ამ საკითხზე მას კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან ჰქონდა და კომისიის წევრები ასეთ ჩანაწერს არ ეწინააღმდეგებიან. 

"რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით შემიძლია, განგიმარტოთ, მე პირადად მქონდა კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან და ისინი შინაარსობრივად არ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერის არსებობას დოკუმენტის ტექსტში, ეს არის მათი პოზიცია, უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ სხვა რამე წერია ევროპულ კონვენციაში, ამის გამო არის მათი რეკომენდაცია, რომ მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა. 

მიდგომას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება შეიძლება იყოს საფუძველი რწმენის თავისუფლების შეზღუდვის,  ისინი ზოგადად ემხრობიან და მხარს უჭერენ. ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები და შემდეგ მის საფუძველზე აისახება პოზიცია დოკუმენტში, რომლის ინიცირებაც მოხდება. 

გარკვეული საკითხები არის გასათვალისწინებელი, მათ შორის ისიც, რომ რწმენის თავისუფლება საქართველოში, კონკრეტულ კუთხეებში გამოიყენებოდა საბაბად იმისათვის, რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება მომხდარიყო. 

200 ადამიანის რეკრუტირება მოხდა რწმენის თავისუფლების მოტივით. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს იყო საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერი აისახა კონსტიტუციის შესაბამის მუხლში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. 

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა. ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. 

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

09 დეკემბერი 2022, 17:38

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე პროვოკაციებს ამზადებს. ამის გამოხატულება იყო მდინარაძესთან დაკავშირებით მათთან დაახლოებული პირის მძიმე ბინძური შეურაცხყოფა

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე პროვოკაციებს ამზადებს. ამის გამოხატულება იყო იგივე მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული თუ მათთან კავშირში მყოფი პირის მძიმე ბინძური შეურაცხყოფა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

09 დეკემბერი 2022, 17:36

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს - გიორგი ბურჯანაძეს, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს, იოსებ ვარძელაშვილს და მანუჩარ კაკოჩაშვილს მოუსმინა და მათი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი განიხილა.

09 დეკემბერი 2022, 17:27

ეკონომიკა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირა

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს დამატებითი ფინანსური რესურსის განკარგვაზე ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ 330 მლნ. ლარით იზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება, საიდანაც ბუნებრივი აირის მომარაგების მიზნით, 230 მლნ. ლარი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ სესხის სახით გადაეცემა.

ლევან დავითაშვილი

09 დეკემბერი 2022, 17:23

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ფინტექ-კომპანიის Revolut წარმომადგენელს ანდრიუს ბიჩეიკას შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ფინტეკ - კომპანიის "Revolut" წარმომადგენელს ანდრიუს ბიჩეიკას შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

ირაკლი ჩიქოვანი

09 დეკემბერი 2022, 17:20

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: საჯარო ადამიანებს რა თქმა უნდა, გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ როდესაც ადამიანები უღირსად იქცევიან და ლახავენ აბსოლუტურად ყველა ზღვარს, მანდ უკვე პასუხია გასაცემი

სამწუხაროდ, ხდება აპელირება თმენის ვალდებულებაზე - საჯარო ადამიანებს რა თქმა უნდა, გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ როდესაც ადამიანები უღირსად იქცევიან და ლახავენ აბსოლუტურად ყველა ზღვარს, მანდ უკვე პასუხია გასაცემი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

09 დეკემბერი 2022, 17:20

საზოგადოება

სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობაშეიზღუდება. შეზღუდვა 10 დეკემბრის 00:00-დან06:00 საათამდე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდანგაგარინის ქ. N29ა-მდე იმოქმედებს.

მიხეილ სარჯველაძე

09 დეკემბერი 2022, 17:20

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ლამის, ყველაფრის მკადრებელი გახდა ოპოზიციის ერთი ნაწილი, ყველაფერს მიმართავს თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით, მყისიერი პოლიტიკური ამოცანებისთვის რაღაც სასარგებლო თუ აღმოჩნდება

„ლამის, ყველაფრის მკადრებელი გახდა ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელიც მართლაც ყველაფერს მიმართავს თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით და ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ მყისიერი პოლიტიკური ამოცანებისთვის რაღაც სასარგებლო თუ აღმოჩნდება. ასე არ შეიძლება, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ მეტი თავშეკავება გამოიჩინონ და მეტი მოზომილი საქციელი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ზურაბ ქადაგიძე

09 დეკემბერი 2022, 17:12

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თუ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, პასუხის მიღებაც უნდა შეგეძლოს. სწორად მოიქცა მამუკა მდინარაძე, საკადრისი პასუხი გასცა პროვოკატორს

,,რა სამარცხვინო სექტად ჩამოყალიბდით...პროვოკაციების იმედად ხართ დარჩენილები. ეს ჯარისკაცობას ამოფარება, ახალი ხილია რამე, თუ პროვოკაციას, რომ მოაწყობთ პასუხი არ უნდა მოგეთხოვოთ?’’- წერს, ,,ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მამუკა მდინარაძის მისამართით განხორციელებული პროვოკაციის შესახებ.

ირაკლი ზარქუა

09 დეკემბერი 2022, 17:09

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: საზოგადოებამ კარგად იცის, რას წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ წევრები, ზონდერები და რა ამოცანა აქვთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რას წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ წევრები, ზონდერები და რა ამოცანა აქვთ.

ნინო ფოჩხუა

09 დეკემბერი 2022, 16:52

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ბრაზდებიან უკრაინაში წასულ ზოგიერთ მოხალისეს, „ნაცებს“, ზონდერებს და კრიმინალებს რომ ეძახის ხალხი. აბა ვინ არის გიორგი ფარცვანია, კრიმინალი და „ნაცი“ არ არის?

„ტვ პირველი“ ნაკლები ზონდერების ტელევიზია ხომ არ გგონიათ, სასწრაფო წესით რომ გაუსაჯაროებიათ ფარცვანიას მდინარაძესთან მიმოწერა? მომკალით და იმ ბინძური „ბლექ“-ნოდარას დაკვეთა იქნებოდა. რა თმენის ვალდებულებაზე მელაპარაკებიან, ასეთ დროს, როგორ წარმოგიდგენიათ ახალგაზრდა კაცმა მოითმინოს - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

დავით ქართველიშვილი

09 დეკემბერი 2022, 16:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მამუკა მდინარაძემ ყველა ჩვენგანის ღირსება დაიცვა და ჩვენი სახელით "საკურთხი" უკან დაუბრუნა

თუ შენი ოპონენტი საკუთარ თავს აღარ თვლის შენს თანამემამულედ, ხოლო "ქართული მენტალობის" მთავარ ატრიბუტად დედის გინებაღა აქვს შენარჩუნებული - მასთან სხვა ტიპის კომუნიკაციის დამყარების საშუალება, სამწუხაროდ, არც შენ გრჩება - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის წევრი“ დავით ქართველიშვილი მამუკა მდინარაძის მისამართის განხორციელებულ პროვოკაციას.

თამთა მეგრელიშვილი

09 დეკემბერი 2022, 16:40

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერმა კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ, რომელიც გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა

„ტვ პირველის" ბინძური ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს და ასევე ზუგდიდის მერს აგინა! სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით, ამავე პარტიის ზონდერმა, კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ, რომელიც გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

ბაჩო ოდიშარია

09 დეკემბერი 2022, 16:36

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია ეკა გიგაურზე: ვანო მერაბიშვილის ყოფილი ჩინოვნიკი, რომელსაც საკუთარი კვლევებითვე, ხალხის ნდობის ერთი პროცენტი გააჩნია, ბიძინა ივანიშვილს აბრალებს კორუფციულ გარიგებებს

ეკა გიგაურს მოუროშავს მორიგი ფანტასმაგორია, ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო კორუფციული გარიგებები და სახელმწიფოს მიტაცების მცდელობაო. ანუ, ვანო მერაბიშვილის ყოფილი ჩინოვნიკი, რომელსაც საკუთარი კვლევებითვე, ხალხის ნდობის ერთი პროცენტი გააჩნია, შესაბამისად, საერთოდ მოწყვეტილია სამოქალაქო სექტორს და მის საჭიროებებს, ბიძინა ივანიშვილს აბრალებს კორუფციულ გარიგებებს, - ამის შესახებ კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

დავით მაღრაძე

09 დეკემბერი 2022, 16:29

პოლიტიკა

დავით მაღრაძე ოპოზიციაზე: ჩვენი მოსახლეობის ნაწილს საერთოდ აღარ აინტერესებს მათი მოსმენა, არც მათი სულიერი მდგომარეობა. უბრალოდ, ეს ყველაფერი გადარჩენილია ტელევიზიის ყუთში სადღაც და არა რეალურ ცხოვრებაში

ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, საერთოდ აღარ აინტერესებთ მათი მოსმენა, არც მათი სულიერი მდგომარეობა. უბრალოდ, ეს ყველაფერი გადარჩენილია იმ ტელევიზიის ყუთში სადღაც და არა რეალურ ცხოვრებაში. ტელევიზიის ყუთს აქვს ის მოჩვენებითობის შექმნის ძალა, რომ ვთქვათ მოაჩვენოს მოსახლეობას, რომ ეს არის ძალიან აქტუალური თემა, რომ ამას იზიარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არ არის სინამდვილეში ასე, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემა ,,იმედი LIVE’’ ეთერში განაცხადა.

09 დეკემბერი 2022, 16:23

პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

09 დეკემბერი 2022, 15:56

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩაზე, რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 15:50

საზოგადოება

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

09 დეკემბერი 2022, 15:45

რეგიონი

აჭარაში სპორტისა და სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ფინანსთა მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო სპორტის მიმართულებით აქტუალურ საკითხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 15:40

საზოგადოება

დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საცალო სეგმენტში განახლებადი ენერგიების გამოყენების კიდევ უფრო განვითარებას, ამასთანავე მცირე სიმძლავრის ქარის ტურბინების საქართველოში დამონტაჟება შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ნეტო-აღრიცხვის სისტემით.

09 დეკემბერი 2022, 15:36

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მანქანის გაქირავების სერვისი ამოქმედდება

14 დეკემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სერვისი - ე.წ. CAR RENTAL - მანქანის გაქირავება ემატება. აეროპორტის მგზავრებს შესაბამის სერვისს საერთაშორისო კორპორაცია Enterprise გაუწევს. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ქვებრენდით იქნება წარმოდგენილი.