03 აპრილი 2024, 11:35 / სანდო წყარო

საპარლამენტო უმრავლესობა: გამჭვირვალობის კანონი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, დარღვევისთვის მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა შარშან შეცდომაში შეიყვანეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ხელით ათქმევინეს უარი კანონზე, რომელიც მათ წინაშე „ენჯეოების“ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებდა. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა.

მდინარაძის თქმით, აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ.

ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ინიციატივამ მნიშვნელოვანწილად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან. იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვნად შესუსტდა რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა. თუმცა, პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არ არის და უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კვლავაც რჩებიან რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის მთავარ წყაროდ საქართველოში“, - განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.

ყველა სიახლე

27 ივლისი 2026, 17:34

პოლიტიკა

დავით ჯაფარიძე: 2024 წელს გამოცხადდა სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა, ანაზღაურებადი, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეგიდით, რომელმაც შესაძლებლობა მომცა დავსაქმებულიყავი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტში

აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას იძლევა ახალგაზრდებმა მიიღონ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, გაეცნონ სახელმწიფო საქმიანობას და ასევე პროგრამა მიზანმიმართული არის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს არ ჩამორჩნენ აკადემიურ დღის წესრიგს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით ჯაფარიძე, რომელიც უწყებაში პრემიერის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა.

თორნიკე ჭეიშვილი

27 ივლისი 2026, 17:28

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის მიმართვაზე: როგორც ჩანს ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნულ პირთა ჯგუფი. ამ პერსპექტივაზე ლაპარაკი, თუნდაც ბურჭულაძის მხრიდან, ჩვენ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ერთგვარი ირიბი აღიარებაც კი

როგორც ჩანს ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნული პირთა ჯგუფი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე საუბრისას.

27 ივლისი 2026, 17:22

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე სასამართლო პროცესები გაიმართა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე პროცესები გაიმართა საჩხერის რაიონის სასამართლოში. მოსამართლემ მოქალაქე მერი ლაბაძის საქმეზე იმსჯელა, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბექა ძამაშვილს. სამართალდამრღვევი პირი სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. მან აღიარა დანაშაული. მოსამართლემ ის 1500 ლარით დააჯარიმა.

27 ივლისი 2026, 17:21

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერია და საკრებულო მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებით მოგვცა, თითოეული რუსთაველის კეთილდღეობას მოხმარდეს

რუსთავში გრძელდება ძველი ლიფტების მოდერნიზების და ახალი ლიფტების პროექტიც. მიმდინარე წლის ბოლოს, რუსთავის მაღალსართულიანი კორპუსების 70%-ში ახალი თანამედროვე ლიფტი იქნება დამონტაჟებული.

არჩილ გორდულაძე

27 ივლისი 2026, 17:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე შეურაცხმყოფელი ბანერებისთვის დაკავებულ აქტივისტებზე: ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა. ამ ნარატივებით ისინი ძალიან ჰგვანან ჯორჯ ორუელისეულ სამყაროს, სადაც ომი - მშვიდობაა, სადაც თავისუფლება - მონობაა, ხოლო უმეცრება - ძალაა

ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა. ამ ნარატივებით ისინი ძალიან ჰგვანან ჯორჯ ორუელისეულ სამყაროს, სადაც ომი - მშვიდობაა, სადაც თავისუფლება - მონობაა, ხოლო უმეცრება - ძალაა, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დაკავებულ აქტივისტებზე.

ალექსანდრე დარახველიძე

27 ივლისი 2026, 17:18

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

27 ივლისი 2026, 17:18

მსოფლიო

საფრანგეთსა და ესპანეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან

ძლიერი სიცხის გამო ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხე მატულობს. ცეცხლი უკვე უახლოვდება საფრანგეთის ქალაქ ბორდოს. სტიქიას მეხანძრეებთან ერთად ებრძვის ავიაციაც. ესპანეთსაც და საფრანგეთსაც ხანძართან გამკლავებაში ევროკავშირის ქვეყნები ეხმარებიან.

ალექსანდრე დარახველიძე

27 ივლისი 2026, 17:16

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა

გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

27 ივლისი 2026, 17:15

რეგიონი

27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადაერთვა დაწესდება

27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადაერთვა დაწესდება

27 ივლისი 2026, 17:13

მსოფლიო

Reuters: ირანში აცხადებენ, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ

Reuters​-ს ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ თეირანიც მზად არის თავდასხმები შეწყვიტოს, იქამდე ვიდრე შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური პროცესის ხელშესაწყობად იერიშების მიტანაზე პაუზა გამოაცხადა.

 ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

27 ივლისი 2026, 17:11

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა ევროკავშირში დროშაზე ბანდერათი ვერ შევა

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი „ძალიან მკაცრად“ დაიცავს თავის ინტერესებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინამ უნდა გაიგოს პოლონეთის პოზიცია ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ვარშავა მას გამოხატავს „გულწრფელად, როგორც მეგობარი“.

27 ივლისი 2026, 17:08

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების გავრცელების საკითხზე: ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად

ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.

27 ივლისი 2026, 17:03

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესს მოვუსმინოთ და ჩვენი გეგმები გავაცნოთ

ჩვენ ვართ პარტნიორები და თქვენთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სამშენებლო სფეროში მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. სახელმწიფო ამ პროცესში მხარს დაგიჭერთ, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებითაც, რადგან პარტნიორობა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ნიშნავს, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” (ICCA) მიერ ორგანიზებულ ფორუმზე.

27 ივლისი 2026, 17:01

მსოფლიო

პოლონეთში ახალგაზრდა უკრაინელ წყვილს თავს დაესხნენ

ახალგაზრდა წყვილი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მაღაზიაში იმყოფებოდა, სადაც პოლონელებთან სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდათ. მაღაზიიდან გამოსულებს კი პოლონელები დაედევნნენ. ისინი ჯერ კაცს დაესხნენ თავს და სცემეს. ფიზიკური დაზიანებები სახისა და თავის არეში მიიღო ახალგაზრდა უკრაინელმა ქალმაც. ის მეგობრის დახმარებას შეეცადა.

დავით ქართველიშვილი

27 ივლისი 2026, 16:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ - ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას „ფეისბუკ“ პოსტს ეხმიანება, რომელშიც გვარამია MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილს ემუქრება. აღნიშნულ მუქარას წინ უძღოდა გიორგი ქართველიშვილის ინიციატივა ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ.

დიმიტრი სამხარაძე

27 ივლისი 2026, 16:55

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე ოპოზიციას: გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობის წინ რომ სუნიანები ეყარნენ, ხომ ყველამ ნახეთ, ერისკაცის, ქართველი ხალხისა და ეკლესიის წინააღმდეგ რა სიტყვებსაც იძახდნენ? ოდნავადაც ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ბრძოლაში მარტოა! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ!

გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობის წინ რომ სუნიანები ეყარნენ, ხომ ყველამ ნახეთ, ერისკაცის, საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ რა სიტყვებსაც იძახდნენ? მერე ნურც მაგინებლებს გვიწოდებთ და ნურც მოძალადეებს! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

27 ივლისი 2026, 16:46

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ჯ. გ.-ს (მისამართი: მარნეული, წერეთლიის ქ. 17) და ინდივიდუალური მეწარმე რ. ა.-ს (მისამართი: მარნეული, გურბანოვის ქ., ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) კუთვნილი სასაკლაოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად, ობიექტებზე აღინიშნა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიცაა ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ფრინველების დაკვლა ვეტერინარული ზედმახედველობის გარეშე.

დავით სონღულაშვილი

27 ივლისი 2026, 16:33

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: დღეს საქართველოს რეგიონებში იწარმოება პროდუქცია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი სხვადასხვა მიმართულების აგროსაწარმოები დაათვალიერა.

ლევან ჟორჟოლიანი

27 ივლისი 2026, 16:01

ეკონომიკა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროს გურამ დუმბაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

27 ივლისი 2026, 15:58

ეკონომიკა

ნინო ენუქიძემ საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელთან საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების მიმდინარე სამუშაოები განიხილა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ, საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელ მასიმილიანო გრანჩერი ბრადასკიასთან ერთად, საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების მიმდინარე სამუშაოები განიხილა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.