პრემიერი: სახელმწიფო ინტერესებისათვის მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოუცხადა, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
პრემიერი მოუწოდებს საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე ორგანიზაციისთვის, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების თაობაზე. ის ფაქტი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რისთვისაც შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებსაც იყენებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია. აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.
თუმცა, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოუცხადა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნისა და მისი მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ ქართული საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. შესაბამისად, საზოგადოების მიერ სათანადო დასკვნების გამოსატანად, ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი.„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2020 წელს უშუალოდ მონაწილეობდა პარალელური ხმის დათვლის ყალბი შედეგების ტირაჟირებაში. მანვე მოაწერა ხელი ყალბ დასკვნას საარჩევნო ოქმებში 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოსდა დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მიზანმიმართულად შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალურ ოპოზიციას, რათა დემოკრატიული არჩევნების შედეგები არ ეღიარებინა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოეთხოვა. ეს პროცესები, ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელშიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციის მეორე მცდელობაშიც, როდესაც 2022 წელს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, პოლიტიკურ სცენაზე ავიდა და მთავრობის გადადგომა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვა. დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოქმედებს განცხადებული საარჩევნო მიზნით, ღიად არის ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში და აგრესიულად ცდილობს ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალები, რომლებმაც სახელმწიფოს მიტაცებითა და ავტორიტარიზმის დამყარებით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვით დაგვამახსოვრეს თავი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ საზოგადოებას სათანადო დასკვნების გამოსატანად და სიფრთხილის გამოსაჩენად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ რაიმე სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ ჭირდება. აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ ერთად, განცხადებული საარჩევნო მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც ცესკოში ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად არიან რეგისტრირებული. წმინდა სამართლებრივი მიდგომით მოქმედების შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდება შეიძლება მოუხდეს ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული თითქმის ყველა ფინანსურად შეძლებული ორგანიზაციისთვის, რაც გარე მანიპულაციისთვის კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ. ასევე, ანალოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
მართალია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის წარმოება უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, მაგრამ საზოგადოებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების შელახული რეპუტაციიდან გამომდინარე, ამ დარღვევას, პრაქტიკული თვალსაზრისით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 13:21
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვიმედოვნებთ, რომ ITB China ახალ პირდაპირ რეისებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელშიც 80-ზე მეტი ქვეყანა და ათიათასობით ვიზიტორი მონაწილეობდა, ქვეყნის ამ სტატუსით წარდგენამ უნიკალური შესაძლებლობა შექმნა ქართული ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.
27 მაისი 2026, 13:16
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მუსლიმ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
მუსლიმანური სამყარო უდიდეს საღვთო დღესასწაულს - ყურბან-ბაირამს ზეიმობს. აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, ბათუმის ორთა ჯამეში, სადღესასწაულო ლოცვას დაესწრნენ და მორწმუნეებს ყურბან-ბაირამი მიულოცეს, - ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:10
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე იმსჯელა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე იყო, რომ თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ!
ეს იყო ის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე, „წესი და რიგი“, რის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ, რომ თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 13:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სიმართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის უფლებას
„ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, ყოველ ჯერზე მკაფიოდ შეახსენოს ამ ძალას მათი წარსული, მათი ქმედებები და ის მძიმე შედეგები, რომელიც ქვეყანას და ხალხს მოუტანეს.
27 მაისი 2026, 12:59
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის108-ე იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საიუბილეო საღამოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
27 მაისი 2026, 12:57
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორის გამო ფასები იზრდება, ჩვენ დამატებით ვამძიმებთ სოციალურ ფონს მკვეთრად გაზრდილი ჯარიმებითა თუ სახელმწიფო მომსახურების გაძვირებული გადასახადებით
ხაზგასმით აღვნიშნავ, არ ვგულისხმობ სიჩქარის კრიტიკულ გადაჭარბებასა და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას! საკითხი პარკირების, მსუბუქი მუნიციპალური წესების, საყოფაცხოვრებო რეგულაციებსა და მეწარმეებისათვის საორგანიზაციო ჯარიმების გაუფრთხილებელ, ხშირად დისტანციურ დაჯარიმებას ეხება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
27 მაისი 2026, 12:54
საზოგადოება
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან, სადაც საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 12:49
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციონირების გაძლიერებაზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობაზე.
27 მაისი 2026, 12:47
ეკონომიკა
VR Holding-მა ბროკერებისთვის VR Vake Sky Tower – Fashion Avenue-ის წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა და ილია თოფურია VR holding-ის ბრენდ ამბასადორად წარადგინა
23 მაისს, თბილისში, VR Holding-მა პროექტ „VR Vake Sky Tower – Fashion Avenue“-ის ოფიციალური წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა, რომელსაც უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები, წამყვანი ბროკერები და ინვესტორები ესწრებოდნენ. ღონისძიებას 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო.
27 მაისი 2026, 12:43
სამართალი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის საოლქო და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
27 მაისი 2026, 12:43
მსოფლიო
ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს Yoozoo Games-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი, რომელსაც მილიარდერისა და სერიალ „სამი სხეულის ამოცანის“ პროდიუსერის მოწამვლა ედებოდა ბრალად
მოგვიანებით შანხაის პოლიციამ განაცხადა, რომ ლინ ცი მოწამლული იყო. ბიზნესმენის მკვლელობის ეჭვმიტანილის სახით სუ იაო დააკავეს. ის Yoozoo-ში მუშაობდა სერიალზე „სამი სხეულის ამოცანა“ - ჩინელი ფანტასტი მწერლის, ლიუ ცისინის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაზე. 2015 წელს კომპანიამ რომანის ეკრანიზაციის უფლება შეიძინა და წიგნის დამოუკიდებლად გადაღებას აპირებდა, თუმცა 2020 წლის სექტემბერში მის ბაზაზე სერიალის გამოშვებაზე Netflix-თან შეთანხმდა.
27 მაისი 2026, 12:39
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში ღირსშესანიშნაობები და შენობები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნებში ღირსშესანიშნაობები და შენობები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.
27 მაისი 2026, 12:38
პოლიტიკა
The Washington Post-ი გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას და ამტკიცებს, თითქოს საქართველო ირანის ორბიტაზე გადადის, ასევე, წერს, რომ საქართველოს მთავრობა „ღიად ცდილობს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მტერთან დაახლოებას“
ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი საქართველოს შესახებ სტატიას სათაურით „აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე გადადის“ აქვეყნებს.
27 მაისი 2026, 12:37
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 12:35
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა
„ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი. მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა“ - განაცხადა ქადაგიძემ.
27 მაისი 2026, 12:30
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
27 მაისი 2026, 12:29
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
27 მაისი 2026, 12:28
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან.
27 მაისი 2026, 12:27
საზოგადოება
კახა კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ - ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი
„უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა „ავლაბრის“ მეტროსადგურში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ დასრულდა. კადრები ყველამ ვიხილეთ - ფაქტობრივად ისე წვიმდა, როგორც გარეთ. სადგური მანამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული, ავარიული. გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის შეთანხმებას და პროცედურებს, მაგრამ პროექტი მაინც განხორციელდა, ახლა კი ფაქტია, არსებობს ხარვეზი, რაც უხერხულობასა და დისკომფორტს ქმნის“.


