ჩხენკელი: ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს
მიხეილ ჩხენკელი
"ყველა მიმართულებით არის გამოწვევები და ყველა მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ," - ამის შესახებ განათლების ახალმა მინისტრმა სამინისტროში პირველ სამუშაო დღეს განაცხადა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, უფრო კონკრეტულად ცვლილებებზე საუბარი იქნება სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ის უახლოეს პერიოდში წარადგენს.
"მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში განათლების მიმართულებას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს და განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება ჩვენი სამინისტროს ქვაკუთხედია. ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები და ძალიან კარგი თაობა მოდის. ამ თაობას უნდა შევუქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს", - განაცხადა ჩხენკელმა. მან სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის მიმართულების განათლების სამინისტროსთვის გადაცემის საკითხზეც ისაუბრა.
"ჩვენი საზრუნავი იქნება ახალგაზრდობის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩვენი ფუნდამენტი იქნება და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანი საკითხია და აქედან გამომდინარე, ამ ფუნდამენტური საკითხის შესწავლა კომპლექსურად მოხდება", - განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრს ნდობისთვის.
პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა თსუ-ს პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა ჩაანაცვლა. ახალმა მინისტრმა დღეს უფლებამოსულებები გადაიბარა და მუშაობას შეუდგა.
ყველა სიახლე
04 მარტი 2026, 11:54
საზოგადოება
მახო გარსევანიშვილი საამიროებიდან დაბრუნებაზე: ყოჩაღ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!
„დაძაბულობა იყო, რა თქმა უნდა, საკმაოდ. ვიყავით ჯგუფურად მეგობრები წასული, ფიტნეს ტური გვქონდა და მართლა შეგვეშინდა. მეორე რეისზე გამოგვივიდა [დაბრუნება] და მართლა ჩვენს სახელმწიფოს ყოჩაღ იმიტომ, რომ არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!“, - აღნიშნა გარსევანიშვილმა.
04 მარტი 2026, 11:51
რეგიონი
სოფელ ანაგაში კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-რეაბილიტაციის სამუშაოებს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
04 მარტი 2026, 11:26
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ირანული რეჟიმი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ნაცვლად დანიშნავს, მიზანში იქნება ამოღებული ლიკვიდაციის მიზნით.
04 მარტი 2026, 11:21
სამართალი
მდინარე მტკვარზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
04 მარტი 2026, 11:19
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტზე და აღვნიშნეთ, რომ ტრამპის მარშრუტის განხორციელებას მივესალმებით
გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა შუა დერეფნის და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით ეს არის შემავსებელი ფაქტორი, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.
04 მარტი 2026, 11:16
საზოგადოება
ომანიდან თბილისში მთავრობის მიერ სპეციალური რეისით ჩამოსული მოქალაქე: ღამით ირთვებოდა „ალარმი“ და გვეშინოდა. ძალიან დიდი მადლობა „საქართველოს ავიახაზებს“, რომ ჩამოგვიყვანა აქამდე
ხანდახან გვესმოდა რაღაც ხმები, რომელიც გვაშინებდა. ღამით ირთვებოდა ალარმი და არ იყო ეს სასიამოვნო, გვეშინოდა. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ავიახაზებს, რომ ჩამოგვიყვანა აქამდე. უღრმესი მადლობა, - განაცხადა ომანიდან თბილისში მთავრობის მიერ სპეციალური რეისით ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქემ, ნინო კვაშალმა.
04 მარტი 2026, 11:14
საზოგადოება
გიორგი გოგშელიძე: ჩვენი მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე და მართლა დასაფასებელია
გიორგი გოგშელიძე, რომელიც დღეს დილას ომანიდან სამშობლოში დაბრუნდა, მედიასთან ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე.
04 მარტი 2026, 11:14
ტაბლოიდი
როგორი იყო „სისხლიანი მთვარე“🌕ფოტოგალერეა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფოტოგრაფებმა „სისხლიანი მთვარე“ დააფიქსირეს - მთვარის დაბნელება, რა დროსაც დედამიწის ერთადერთი თანამგზავრი ცაზე წითლად ჩანს.
04 მარტი 2026, 10:51
მსოფლიო
ტრამპი ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციის გეგმის არარსებობაზე: ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკელების ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა, რადგან ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი დარტყმა ირანზე „ძალიან სწრაფად მოხდა“. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 10:50
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს ტერორისტების სკოლა: ასეთს რას გიხდიან?! როგორ უნდა გძულდეს სამშობლო, რომ ამ მსოფლიო არმაგედონის ჟამს ესე გაწირო შენი ხალხი!
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.
04 მარტი 2026, 10:48
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
04 მარტი 2026, 10:37
მსოფლიო
მექსიკელი ნარკობარონი ელ მენჩო ოქროს კუბოთი დაკრძალეს
ნარკოკარტელ „ხალისკოს ახალი თაობის“ ლიკვიდირებული ხელმძღვანელის, რუბენ ოსეგერა სერვანტესის (ელ მენჩოს) ნეშტი ხალისკოს შტატის მუნიციპალიტეტ საპოპანის სასაფლაოზე ოქროს კუბოთი მიასვენეს.
04 მარტი 2026, 10:34
საზოგადოება
ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა
ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია. დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა, როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე. დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს.
04 მარტი 2026, 10:30
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
04 მარტი 2026, 10:29
სამართალი
აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 1976 წელს დაბადებული თ.ზ. ზუგდიდში დააკავეს.
04 მარტი 2026, 10:28
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1963 წელს დაბადებული ვ.ი. დააკავეს.
04 მარტი 2026, 10:20
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ალი ხამენეის ვაჟის დანიშვნა ირანის ახალ სულიერ ლიდერად - ტრიუმფი კი არა, ირანის ხელისუფლების თეოკრატიული შტოს სისუსტის სიმპტომია
მოკლული აიათოლა ათწლეულების განმავლობაში ამაგრებდა სისტემას პირადი ავტორიტეტით, რევოლუციური ბიოგრაფიითა და საზოგადოებაზე რეალური გავლენით, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ალი ხამენეის ვაჟის ირანის ახალ სულიერ ლიდერად დანიშვნის ფაქტს ეხმიანება.
04 მარტი 2026, 10:18
კულტურა
Warner Bros.-ი „სამეფო კარის თამაშების“ მოტივებზე ფილმს გადაიღებს
ფილმი მიეძღვნება ეიგონ I ტარგარიენს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „დამპყრობელი“. მოქმედება ორიგინალი სერიალის მოვლენებამდე დაახლოებით 300 წლით ადრე განვითარდება და მოგვითხრობს, თუ როგორ გააერთიანეს ეიგონმა და მისმა დებმა შვიდი სამეფო.
04 მარტი 2026, 10:17
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარეს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ირანელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 10:13
რეგიონი
გორის ვაჟა-ფშაველას სახელობის საჯარო სკოლაში 19 სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ქალაქ გორის ვაჟა-ფშაველას სახელობის საჯარო სკოლაში 19 სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.


