07 ივლისი 2025, 23:10 / სანდო წყარო

ირაკლი ქადაგიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თუ პატიოსნად გინდათ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ურთიერთობა, მაშინ მოხსენით ეს ფარული, მაგრამ რეალური შანტაჟის მექანიზმი ჩემს და რეალურად საქართველოს წინააღმდეგ

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის, რომ რატომ დასჭირდა დანიგანს ამ საკითხის ხელახლა გაცოცხლება. ანუ, მან მაინც გადაწყვიტა, რომ წასვლის წინ დატოვოს ცუდი კვალი და კარების გამოჯახუნების ერთგვარი ჟესტი იყო მისი ბოლო ინტერვიუ „რადიო თავისუფლებაში“. იმ რადიოში, რომელიც სხვათა შორის თვითონ აშშ-ის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად დახურა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენთან მაინც ფუნქციონირებს,-ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.

ქადაგიშვილის განცხადებით, აშშ-ის გადამდგარმა ელჩმა, რობინ დანიგანმა, აღნიშნული განცხადების გაკეთებით ერთგვარი განხეთქილების ვაშლი ჩამოაგდო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში.

„რაც შეეხება ამ ფაქტს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, როცა ეს ფაქტი პირველად გახდა ცნობილი, მაშინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცელი განმარტება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვეა უკვე გასული, ამ პერიოდში აშშ-ის იმჟამად მოქმედ ელჩს არანაირი სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. ახლა ეს კომენტარი გააკეთა, დატოვა და წავიდა, ანუ კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლივით ჩამოაგდო“,-განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, უკვე მრავალი წელია, რაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ხდება ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, მიუხედავად ამისა, იგი მტკიცედ აცხადებს, რომ საქართველოს ინტერესს პირად ინტერესში არასდროს გაცვლის.

„ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე წლების განმავლობაში არის ნათელი, ანუ ადამიანი ამბობს, რომ ხდება ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ჩემი ფაქტობრივი დასანქცირება და კვალი ამ დასანქცირებისა ნათლად ჩანს. მათ შორის ნახსენებია იქ, რომ თვითონ ამერიკელი იურისტები არიან ერთ-ერთ შვეიცარულ ბანკთან დაკავშირებით, როცა სასამართლოც კი დასჭირდა, რომ თავისი კანონიერი თანხების, ასე ვთქვათ, განკარგვის უფლება ჰქონოდა და ჩვენ ვიცით, რომ ყველა სასამართლომ მას გამართლება და გამარჯვება მოუპოვა, მაგრამ რეალობა ეს არის, რომ უხილავი ხელი მის წვდომას კანონიერ ანგარიშებზე და თანხებზე არ აძლევს საშუალებას. სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ ხელი მე ასე ვიტყოდი, რომელიც არ აძლევს კანონიერი უფლების აღსრულების შესაძლებლობას და ამ პირობებში შენ გეუბნებიან, რომ მოდი შემხვდი. ანუ ეს მარტივად რა არის იცით? - როდესაც ვიღაც ჰყავთ მძევლად აყვანილი და ამ დროს მოდი მოვილაპარაკოთ. ეს ადამიანი ამბობს, რომ მე ასე არ მოვილაპარაკებ. იმიტომ, რომ მე ჩემი ამ კანონიერი თანხების ბედი კი არ მანაღვლებს, ეს ისედაც გაქვთ დაყადაღებული და არ ვცვლი მე ამაში საქართველოს ინტერესებს. ანუ თქვენ, თუ რეალურად, პატიოსნად გინდათ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ურთიერთობა, მაშინ მოხსენით ეს ფარული, მაგრამ რეალური შანტაჟის მექანიზმი ჩემს წინააღმდეგ და რეალურად საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ და ეს ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბატონი ო’ბრაიენის, დროსაც მან განაცხადა, რომ არ შევხვდები არავის როდესაც რაღაც არის მძევლად ჩადებული. აქ ოპოზიცია კვლავ დაიწყებს, რომ მას [ბიძინა ივანიშვილს] თავისი ფული აინტერესებს, ძალიან მარტივია, ადამიანს, რომ თავისი ფული აინტერესებდეს შეხვდებოდა, ილაპარაკებდა და კი არ დაიბრუნებდა მხოლოდ, შეიძლება რაღაცა ქვეყნის ინტერესის გაცვლაში გაეორმაგებინა კიდევაც. მაგრამ არ აკეთებს ეს ადამიანი ამას და მათ ვინც ამ შანტაჟზე მიდის მათ მიზნებს ეს გზა, რომ უმდიდრესი ადამიანია და მისი სიმდიდრეზე ზეწოლა მის ასე ვთქვათ, დათმობებს და სირბილებს მოგვცემს ხელთ. მაგრამ არ გამოდის ეს საკითხი“,-განაცხადა ქადაგიშვილმა

ქადაგიშვილი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის რამდენმე თვის წინანდელ წერილს, სადაც ის გამოხატავს დიდ დაინტერესებას ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით და სთავაზობს თავად გადაწყვიტონ, თუ რაში გამოიყენოს აღნიშნული თანხები.

„წერილში ერთი საინტერესო რამ არის. ბიძინა ივანიშვილი ეუბნება, მე იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენით და განვითარებითო, რომ სთავაზობს თქვენ თვითონ თქვით თუ გინდათ ეს თანხები რაში გამოვიყენოო, იმიტომ რომ ეს ფული მე ჩემთვის არ მინდაო. მისი მიზანი არის, რომ პირველივე საუბარი აი ამ გაფუჭებული ურთიერთობების დროს, დაიწყოს სამართლიანობით და არა ისე, რომ შენთვის მე შანტაჟისთვის მაქვს გადანახული, მძევლად აყვანილი თანხები და ახალა მე მოვალ და ამ თანხების ფონზე დაგელაპარაკები. ეს არის პრინციპი და ამ პრინციპის ერთგულია ეს ადამიანი. მისი ცხოვრების კრედო. შანტაჟის ფონზე ის არასდროს, არავისთან, მითუმეტეს კარგ საქმეზე, არ ურთიერთობს. იმიტომ რომ, არ შეიძლება კარგი საქმე შანტაჟის ქვეშ კეთდებოდეს. მეორე საკითხიც არის ერთი პერიოდი, იქვე აღნიშნავს, როდესაც ეს არაფორმალური სანქციები შეჩერებულ იქნა და თანხების განკარგვის საშუალება მომეცაო, მე მაშინ შევთავაზე, რომ შეიძლება ახლა შეხვედრაო და რამდენჯერმე ამ შეხვედრას, რომელიც უნდა შემდგარიყო ელჩმა თავი აარიდა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ აქ ჩვენ საქმე არ გვაქვს პატიოსან თამაშის წესებთან და საქართველო მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვს, პატიოსანი თამაშის წესები, ყველგან და ყველაფერში. პატიოსანი თამაშის წესები აგრეთვე მოითხოვს ერთმანეთის ინტერესების სრულად გათვალისწინებას.“-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველა სიახლე

26 მაისი 2026, 08:13

საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და კულტურული სივრცეები ყველა დიდ ქალაქში მოეწყობა. აქტივობები დილიდან საათიდან დაიწყება. ადგილზე მოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამები დახვდებათ.

26 მაისი 2026, 08:06

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2026, 08:02

საზოგადოება

26 მაისის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე 3 საათი დარჩა - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

ეს დღე ჩვენია - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. სამი საათი დარჩა 26 მაისის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე - მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტების მიერ სამხედრო ფიცის დადება.

26 მაისი 2026, 01:41

მსოფლიო

CNN: ინტენსიური მოლაპარაკებები ირანის მაღალი დონის დელეგაციასთან დოჰაში კვლავ გრძელდება

ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს დილით კატარში დაიწყო რეგიონული კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების დეტალებზე, კვლავ გრძელდება, - განუცხადა დიპლომატიურმა წყარომ CNN-ს.

26 მაისი 2026, 01:09

საზოგადოება

სოფიაში თბილისის სახელობის სკვერი ოფიციალურად გაიხსნა

სკვერის გახსნის ცერემონია 21 მაისს ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სოფიის მერიის ორგანიზებით შედგა.

26 მაისი 2026, 00:58

საზოგადოება

ბრაზილიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მიზნით, დედაქალაქ ბრაზილიაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა, ასევე - ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი.

მურიელ ბაუზერი

26 მაისი 2026, 00:44

პოლიტიკა

„საქართველო გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ დემოკრატიულ ფასეულობებს“ - ვაშინგტონის მერმა 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის, ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა.

26 მაისი 2026, 00:00

საზოგადოება

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

26 მაისს, დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.

ჟერალდ დარმანენი

25 მაისი 2026, 23:59

მსოფლიო

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის დაწესების ინიციატივით გამოვიდა

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, ჟერალდ დარმანენი „ლეგალურ მიგრაციაზე სამწლიანი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოვიდა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „ქვეყანამ მიაღწია თავისი ინტეგრაციისა და ასიმილაციის შესაძლებლობების ზღვარს“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 მაისი 2026, 23:06

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი გაანადგურებს „ჰეზბოლას“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა გააძლიერებს იერიშებს ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლაზე“, რათა ის „გაანადგუროს“.

25 მაისი 2026, 22:53

სამართალი

სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

25 მაისი 2026, 22:46

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვმა რუბიოს კიევში სამხედრო ობიექტებზე სისტემური დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე დარტყმების დაწყების შესახებ აცნობა.

25 მაისი 2026, 22:00

მსოფლიო

ირანული მედია: ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო FARS-ი ავრცელებს.

25 მაისი 2026, 21:37

ეკონომიკა

შანხაიში, ITB China გამოფენის დაწყებამდე, საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართა

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლის „სტუმარი“ ჩვენებით გაიხსნა. გალა-მიღების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს Messe Berlin-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ რუცმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

25 მაისი 2026, 21:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს

აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს უკვე არაერთი წელია სიტყვით მოგმართავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლიდან წლამდე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიურად ვითარდება,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პროკურატურა

25 მაისი 2026, 21:02

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

25 მაისი 2026, 20:58

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული სტენდი ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე. „ქრონიკა“ შანხაიდან

საგამოფენო სივრცეში ეროვნული სტენდი 400 კვადრატულ მეტრზე იქნება წარმოდგენილი, სადაც სამი დღის განმავლობაში მონაწილე 30-მდე ქართულ ტურისტულ კომპანიას საშუალება ექნება, გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.

ანდრეი სიბიგა

25 მაისი 2026, 20:52

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოკავშირეები არ უნდა დაემორჩილონ რუსეთის შანტაჟს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მოკავშირეებს მოუწოდებს, არ დანებდნენ მოსკოვის მუქარებს კიევზე შესაძლო თავდასხმებთან დაკავშირებით.

25 მაისი 2026, 20:50

საზოგადოება

მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულად მასშტაბური იქნება. წვევამდელები ფიცს, დედაქალაქთან ერთად, ქვეყნის 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერონ.

25 მაისი 2026, 20:42

რეგიონი

26 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

ღონისძიების პროგრამა ასეთია: 12:00 - სახალხო მსვლელობა, მემედ აბაშიძის ქუჩიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით; 12:00 – 15:00 - სპორტული ღონისძიებები. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება; 12:00 - 17:00 - ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; 15:30 - საზეიმო კონცერტი - დაბა ხულოს ცენტრალური სკვერი; 17:10 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.