პრემიერი: მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, დაველოდებით ოფიციალურ პოზიციას, „მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერდა, რაც არის კარგი - „დიფ სთეითმა" თავისი ვერ გაიტანა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
გვჭირდება ოფიციალური პოზიცია აშშ-სგან ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით, მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, თუმცა ჯერჯერობით არის დუმილი,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.
მისივე თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ მოიგებს ბრძოლას ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის.
„ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პოზიციას აშშ-სგან, საქართველოში ველოდებით ელჩის დანიშვნას, რასაც თავისი პროცედურები აქვს, თვეები სჭირდება ხოლმე ელჩის დანიშვნას, მოთმინებით დაველოდებით. ჩვენ გვჭირდება ოფიციალური პოზიცია აშშ-სგან ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალური შეთავაზება, ვამბობთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ჯერჯერობით არის არსებითად დუმილი. დაველოდებით აშშ-ს ოფიციალურ ოპოზიციას. რაც შეეხება „მეგობარი აქტს“, იმას, რომ გაჩერდა ამ აქტის მიღება, რა თქმა უნდა, ეს კარგია, ჩანს, რომ ამ შემთხვევაში „დიფ სთეითმა“ ვერ გაიტანა თავისი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ პრინციპულად დასრულდეს ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციის და არა „დიფ სთეითის“ გამარჯვებით. ამაზე იქნება დამოკიდებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას ტრამპის ადმინისტრაცია, თუ „დიფ სთეითი“, ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ბრძოლა,“- განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
06 მარტი 2026, 10:31
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები კონგრესმენებთან. ძალიან პრაგმატული არის ჩვენი შეხვედრები. ეს ეხება უშუალოდ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არა თუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას
ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები კონგრესმენებთან. ვხედავთ, რომ სრულიად შეცვლილია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატული არის ჩვენი შეხვედრები. ეს ეხება უშუალოდ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არა თუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას. სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
06 მარტი 2026, 10:30
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანზე: გვსურს, რომ მათ კარგი ლიდერი ჰყავდეთ. გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ვფიქრობ, კარგად შეასრულებდნენ სამუშაოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს ირანის მომავალ უზენაეს ლიდერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებას სურს, რომ ისლამურ რესპუბლიკას კარგი ლიდერი ჰყავდეს.
06 მარტი 2026, 10:30
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
06 მარტი 2026, 10:28
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს.
06 მარტი 2026, 10:24
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ახლო აღმოსავლეთში მზარდი არასტაბილურობის ფონზე, საქართველო სულ უფრო მეტად იქცევა რეგიონის ერთგვარ „მშვიდ ნავსაყუდლად“ კაპიტალისა და ინვესტიციებისთვის სამხრეთ კავკასიაში
ფინანსური ნაკადების ნაწილი, რომელიც ადრე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და მიმდებარე ბაზრებს მიემართებოდა, თანდათან გადაადგილდება უფრო სტაბილური მიმართულებებისკენ. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად დღეს სწორედ საქართველო განიხილება, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს და ამ დაძაბულობის ფონზე საქართველოს როლს აფასებს.
06 მარტი 2026, 10:23
საზოგადოება
ბათუმის ბულვარში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი მიმდინარეობს
ბათუმის ბულვარში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის პროცესი გრძელდება.
06 მარტი 2026, 10:16
ეკონომიკა
ბოსტნეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ლაშა დოლიძემ და ლაშა ავალიანმა ბოსტნეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან დარგის განვითარების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
06 მარტი 2026, 10:05
რეგიონი
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე შეხვედრები ამჯერად ქალაქ ხაშურის №2 საჯარო სკოლასა და ქალაქ გორის №12 საჯარო სკოლაში გაიმართა.
06 მარტი 2026, 09:53
მსოფლიო
მარტა კოსი: გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების არსებული პროცედურებით უკრაინა ბლოკის წევრი 2027 წელს ვერ გახდება.
06 მარტი 2026, 09:44
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ წევრებმა ქვემო ქართლის შემაჯამებელი შეხვედრა ბოლნისისა და დმანისის საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან გამართეს
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები აგრძელებენ შეხვედრებს რეგიონების საკრებულოების „ხალხის ძალის“ ფრაქციების წევრებთან. ამჯერად შეხვედრა გაიმართა ქვემო ქართლის შემაჯამებელი ბოლნისისა და დმანისის საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან.
06 მარტი 2026, 09:28
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანულ გემზე განხორციელებული თავდასხმის ვიდეომასალას აქვეყნებს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ დრონების გადამზიდავზე თავდასხმის ვიდეომასალას ავრცელებს.
06 მარტი 2026, 09:12
პოლიტიკა
სამხარაძე: ვთხოვეთ კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ანტიქართული ხასიათი აქვს, იმისათვის, რომ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს
დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით 5 კონგრესმენს, ძირითადად საგარეო ურთიერთობა კომიტეტების წევრებს, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
06 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: ირანმა ბაჰრეინში ისრაელის საელჩოს შენობაზე იერიში მიიტანა
ირანის საინფორმაციო სააგენტოს Farns News Agency-ს ინფორმაციით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში მდებარე კომერციული კომპლექსი Financial Harbour Towers-ი დაბომბა.
06 მარტი 2026, 08:47
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: თუკი ვინმე ანტიევროპულ თუ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, ეს თავად ბრიუსელია, თავად ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თავის დროზე უკრაინას აბრუებდნენ ცრუ დაპირებებით
გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს, პოლიტიკური შეფასებების საგანია. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ეს სცენარი ყველასათვის დიდი ხნის წინ იყო ცნობილი, ხოლო ზელენსკის მხრიდან ორბანის მისამართით მუქარა ყოვლად მიუღებელია.
06 მარტი 2026, 08:31
მსოფლიო
ისრაელისა და შეერთებული შტატების ავიაცია ირანში სტრატეგიული სამიზნეების დაბომბვას განაგრძობს
ისრაელისა და შეერთებული შტატების ავიაცია ირანში სტრატეგიული სამიზნეების დაბომბვას განაგრძობს. შეერთებულმა შტატებმა ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელშიც, მათი ცნობით, ირანულ სამხედრო თვითმფრინავებზე იერიშებია ასახული.
06 მარტი 2026, 08:20
საზოგადოება
საგარეო უწყება: მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი - ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად
მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
06 მარტი 2026, 08:15
მსოფლიო
ნახიჩევანზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის ფონზე, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა
ნახიჩევანზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის ფონზე, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა. შეზღუდვა 12 საათით იმოქმედებს.
06 მარტი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
6 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.
06 მარტი 2026, 05:16
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი უარყოფს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას იწვევს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უარყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ აშშ-მა და ისრაელმა რეგიონული არასტაბილურობა გამოიწვიეს და აღნიშნა, რომ „ეს სიმართლისგან ძალიან შორს არის“.
06 მარტი 2026, 05:11
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქუვეითში მდებარე საელჩოს მუშაობა შეაჩერა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქუვეითში მდებარე საელჩოს მუშაობა შეაჩერა, ხოლო პერსონალს, გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის ბრძანება მიეცა.


