ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა ხელისუფლებას მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
ფოტო: გიორგი ხუხია
პარტია "ევროპული საქართველო" საქართველოს ხელისუფლებისადმი ევროპარლამენტარების წერილს ავრცელებს, რომელიც ვანო მერაბიშვილის საქმეს ეხება.
რამდენიმე ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართავს:
"ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელის მომწერი წევრები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდამჭერნი ვართ. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ გრძელი გზა გამოიარა. დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებს შორის, საქართველო უფრო წინ წასულად მიიჩნევა, მათ შორის იმიტომ რომ საქართველოში არსებობს ძლიერი პროდასავლური ოპოზიცია და მთავრობის კონტროლისგან თავისუფალი მედია.იმისათვის რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს, აუცილებელია რომ მთავრობამ გადაჭრას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის თანახმადაც მასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლება კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია მისი „ფარული მიზნებით“ და „არაკეთილსინდისიერი მოტივით“ დაკავების გამო. გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო უსაფრთხოების დღევანდელ გარემოში, ქართველი ხალხის ინტერესშია რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამონახოს საერთო ენა და იფიქროს ქვეყნის მომავალზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ. პარლამენტის როლი, განსაკუთრებით კი მთავრობის საპარლამენტო კონტროლი ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. პრემიერმინისტრი და მინისტრები საპარლამენტო კონტროლს თავს არ უნდა არიდებდნენ. ოპოზიციას, მათ შორის შემოწირულობების მოზიდვის და კონკურენციის გაწევის შესაძლებლობების თვალსაზრისით მთავრობა უნდა ეპყრობოდეს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის. მნიშვნელოვანია რომ საქართველომ შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო რომელიც მოქალაქეებს აზრთა მრავალფეროვნებას სთავაზობს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ რუსთავი2-ის, საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზიის მფლობელობის შეცვლის მცდელობებს, რომლებმაც სხვადასხვა პარტნიორების, მათ შორის ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენლის შეშფოთება გამოიწვია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდამჭერებად. თუმცა, პასუხიმსგებლობა იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს პირველ რიგში აკისრია მათ ვინც საქართველოს ხალხმა საკუთარი ქვეყნის სამართავად აირჩია,"- ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერენ: პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიბერალები, ლიტვა), დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ჟიგიმანტას ბალჩიტისი (სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია, ლიტვა), ივან სტეფანეჩი (ევროპის სახალხო პარტია, სლოვაკეთი), იარომირ შტეტინა (ევროპის სახალხო პარტია, ჩეხეთი), სანდრა კალნიეტე (ევროპის სახალხო პარტია, ლატვია), ანა ფოტიგა (ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორები, პოლონეთი), ხოსე ინაციო ფარია (ევროპის სახალხო პარტია, პორტუგალია) და ჰილდე ვაუტმანსი (ლიბერალები, ბელგია).
"ევროპული საქართველოს" წევრი და ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია შესაძლოა პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის და ამიტომაც ვერ ხერხდება მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება.
ოთარ კახიძემ მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ ილაპარაკა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ხელისუფლებამ მერაბიშვილი ციხიდან უნდა გაათავისუფლოს.
"ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი არ გათავისუფლდება, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, კომისია იყოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ. წესით პარლამენტარებმა და იუსტიციის მინისტრმა არ უნდა იცოდნენ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი კომისია. რახან მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი არ გათავისუფლდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიის წევრები ზეგავლენის ქვეშ არიან", - ამბობს კახიძე.
სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოაცხადა.
ყველა სიახლე
24 ივლისი 2026, 11:58
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!
ნიკო ხურცილავას წერილი წავიკითხე, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. პატრიოტი და ნამდვილი ქართველი კაცია! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
24 ივლისი 2026, 11:45
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება გემებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გაყინული ირანული აქტივების ხარჯზე, ქაოსს გამოიწვევს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება ზარალის ირანული გაყინული აქტივებით ანაზღაურების შესახებ გააკრიტიკა.
24 ივლისი 2026, 11:22
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ცესკოს ინფორმაციით, 2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში შეხვედრა ამჯერად ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან გაიმართა.
24 ივლისი 2026, 11:21
მსოფლიო
The New York Times: ირანმა ერაყის შუამავლობით წარდგენილი აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო
ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა, რომელიც თეირანში ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ალ-ზაიდიმ ჩაიტანა. ინფორმაციას The New York Times-ი ირანელმა და ერაყელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 11:16
რეგიონი
ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამეგრელოს რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებისთვის პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.
24 ივლისი 2026, 11:14
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა. მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის - SERVICE AGENCY ან ვებგვერდი - Sa.gov.ge საშუალებით ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოახდინოს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება.
24 ივლისი 2026, 10:51
სამართალი
სამართალდამცველებმა 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
24 ივლისი 2026, 10:50
საზოგადოება
საქპატენტისა და ELSA-ს საზაფხულო სკოლამ საქართველოში ათეულობით უცხოელ სტუდენტს უმასპინძლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან
ევროკავშირის წევრი 9 სახელმწიფოს, ასევე დიდი ბრიტანეთის, მონტენეგროს, სერბეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში ინტენსიური აკადემიური პროგრამა გაიარეს.
24 ივლისი 2026, 10:49
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 10:48
მსოფლიო
მედია: ზელენსკი მომავალ კვირას ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 10:47
სამართალი
პოლიციამ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 10:46
სამართალი
ქვემო ქართლში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
24 ივლისი 2026, 10:41
კულტურა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მოსე თოიძის დაბადებიდან 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მოსე თოიძის დაბადებიდან 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
24 ივლისი 2026, 10:30
რეგიონი
ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზის 4.3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს
პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, თვალამრიდები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები.
24 ივლისი 2026, 10:28
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, სი ძინპინი აშშ-ს 24 სექტემბერს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24 სექტემბერს შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ხელოვნური ინტელექტის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 10:23
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 10:13
საზოგადოება
TAV GEORGIA: თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა, - განუცხადა TAV Georgia-ს წარმომადგენელმა ამირან მამალაძემ „იმედინიუსს“.
24 ივლისი 2026, 09:40
რეგიონი
ჩოხატაურმა ახალგაზრდულ კულტურულ პროექტს უმასპინძლა
ჩოხატაურმა ახალგაზრდულ კულტურულ პროექტს უმასპინძლა. ადგილობრივებს მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი და მსახიობები შეხვდნენ. ისაუბრეს თეატრის, კულტურისა და ხელოვნების როლზე. შეხვედრის შემდეგ ჩოხატაურის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრის დასის წარმოდგენა „ქალები“ გაიმართა.
24 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება გემებს, ანაზღაურდება იმ ირანული სახსრებიდან, რომლებიც აშშ-ის მფლობელობაშია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნებისმიერი ზიანი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მიადგება გემს, ტვირთს ან მასთან დაკავშირებულ ობიექტს, ანაზღაურდება ირანული სახსრებიდან, რომლებიც აშშ-ის მფლობელობაშია.
24 ივლისი 2026, 09:21
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანზე დარტყმების მორიგი სერია განახორციელა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გვიან ღამით ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე საჰაერო დარტყმები წარმატებით განახორციელეს.


