imedi /  23 დეკემბერი 2017, 00:21 / სანდო წყარო

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კვირიკაშვილის ინიციატივას ეხმაურებიან

დიმიტრი მედოევი

დიმიტრი მედოევი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლება საქართველოს მთავრობის განცხადებას ეხმაურება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრებთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ. ცხინვალში მიაჩნიათ, რომ ურთიერთობის აღდგენა საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის ინიციატივა “ოკუპაციის შესახებ კანონში“ შესწორებებს შეეხება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებასაც გულისხმობს. მთავრობის ამ ინიციატივის შესახებ მინისტრმა ციხელაშვილმა 21 დეკემბერს ილაპარაკა.

ინიციატივას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი გამოეხმაურა და ამ იდეას გუშინდელი დღე უწოდა.

22 დეკემბერს პარლამენტში, ოპოზიციასთან შეხვედრისას პრემიერმინისტრმა ოკუპაციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებსა და სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყების სურვილის შესახებ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით წინა ხელისუფლების „სტერეოტიპებისგან დისტანცირებას ახდენს“:

„პირდაპირ ვამბობ, რომ არ ვიზიარებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომას. ამაში დარწმუნდებით როგორც კი გაეცნობით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში“ ჩვენი მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების ახალ პროექტს. ეს დოკუმენტი შეიცავს ამ რეგიონებთან სავაჭრო ურთიერთობების განახლების პუნქტებსაც. შეგახსენებთ, არც ერთი კონფლიქტი პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე არ მოგვარებულა“.

გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რანგის ამაღლება, კერძოდ, მათში არა მინისტრის მოადგილეების, არამედ სულ ცოტა მინისტრების ჩართვა სურს და მზად არის, რომ ამ ფორმატის მუშაობაში პირადადაც ჩაერთოს. ასევე მან თქვა, რომ ქართული მხარის „მოთხოვნა და თხოვნაა სტრატეგიული პარტნიორებისადმი, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს კონფლიქტის პოლიტიკური გადაჭრის მანდატი მიენიჭოს“.

ყველა სიახლე

16 აგვისტო 2026, 10:34

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ფლორესის კუნძულს ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:00 საათზე მოხდა, მისი კერა კი 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

16 აგვისტო 2026, 10:14

მსოფლიო

მედია: მაროკოს პოლიციამ ათობით მიგრანტი დააკავა,რომლებიც სეუტაში გადასვლას გეგმავდნენ

მაროკოს ხელისუფლებამ ათობით მიგრანტი შეაჩერა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ექსკლავ სეუტაში გადასვლას ცდილობდნენ. მედია მაროკოს უსაფრთხოების სფეროში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქალაქ ფნიდაკის გარეუბანში, საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, 111 ადამიანი დააკავეს, რომელთა უმრავლესობაც სუბსაჰარული აფრიკიდან იყო.

15 აგვისტო 2026, 22:05

რეგიონი

ახალი საწარმოები, მეურნეობები და ახალი სამუშაო ადგილები - როგორ ვითარდება სოფლის მეურნეობა ქვემო ქართლში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვემო ქართლში აგრარული სფეროს საწარმოები და მეურნეობები დაათვალიერა. დავით სონღულაშვილი წარმოების პროცესს, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობებს გაეცნო.

ბადრი ვადაჭკორია

15 აგვისტო 2026, 21:41

საზოგადოება

საქართველო ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობება

საქართველო ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობება, გამორჩეულ ფოტოგრაფს, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში არაერთი გამორჩეული კადრი აღბეჭდა. ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ ბავშვობაში, ლანჩხუთში დაინტერესდა და როგორც თავად ამბობდა, ყოველთვის ცდილობდა ბუნებრივი კადრის დაჭერას.

15 აგვისტო 2026, 21:30

მსოფლიო

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს - კოკისპირული წვიმა, წყალდიდობები, შტორმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპაში გვალვა და ხანძრებია, ამერიკასა და იაპონიაში კი წვიმა, წყალდიდობა და შტორმის საფრთხე; დამანგრეველ სტიქიას ელოდებიან ჰავაის კუნძულებზე; ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია მეზობელ სომხეთშიც.

15 აგვისტო 2026, 21:15

საზოგადოება

დედაქალაქში ძლიერი წვიმის შედეგებს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე უმკლავდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩუღურეთი, ვაკე-საბურთალო, კრწანისი, მთაწმინდა - სტიქიამ ყველაზე მეტად სწორედ ეს რაიონები დააზარალა. რამდენიმე საათში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ქვა-ღორღი და მიწის მასა ჩამოიშალა, დაიტბორა ქუჩები, სახლები და სარდაფები. ღამიდან მოყოლებული, შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე უწყვეტად მუშაობენ.

15 აგვისტო 2026, 21:06

პოლიტიკა

კონფრონტაციით დაინტერესებული ძალების კამპანია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - დარტყმა ტურიზმსა და ეკონომიკაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვის ინტერესში შედის საქართველოში დაპირისპირებისა და ესკალაციისთვის ნიადაგის შექმნა? პროვოკაციული რიტორიკის გაძლიერების საფრთხეზე „ქართულ ოცნებასა“ და საპარლამენტო ოპოზიციაში აკეთებენ აქცენტს.

15 აგვისტო 2026, 20:30

სამართალი

ნარკოდანაშაულთან სახელმწიფოს ბრძოლა უკომპრომისოა - უცხო ქვეყნის მოქალაქეები აეროპორტში დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა - კრიმინალური პოლიციის აჭარის სამმართველოსა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ადამიანი დააკავეს, რომლებსაც საქართველოში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანა სურდათ.

15 აგვისტო 2026, 19:02

რეგიონი

ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

კომპლექსში გათვალისწინებული იქნება მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები და სატრენაჟორო სივრცე, ფეხბურთისა და რაგბის სავარჯიშო მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს პარკინგის, ბილიკების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების გაკეთებას, ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას.

რევაზ ჩიკოიძე

15 აგვისტო 2026, 18:24

სპორტი

პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე ევროპის ჩემპიონია

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (J2 +95კგ) ევროპის ჩემპიონია.

15 აგვისტო 2026, 17:41

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

15 აგვისტო 2026, 17:36

რეგიონი

ახალგაზრდებთან შეხვედრები სამეგრელოში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით გრძელდება

დმანისის თეატრის დასი ამჯერად აბაშაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ილაპარაკეს ქართულ თეატრზე და იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობაზე. ხვალ კი აბაშაში ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრის მსახიობები სპექტაკლ „ხალდეს" წარმოადგენენ, რითაც ფესტივალი რეგიონში დაიხურება.

15 აგვისტო 2026, 17:22

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ბრალდებულებს 18 -18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე სამი ადამიანი დამნაშავედ ცნო.

გიორგი პაპავა

15 აგვისტო 2026, 17:17

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: ამ დროისთვის საერთო სამუშაოების 40-45%-ია შესრულებული

ამ დროისთვის საერთო სამუშაოების 40-45%-ია შესრულებული, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ. მისივე თქმით, დასუფთავებაზე ამ ეტაპზე 200 ადამიანი მუშაობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

15 აგვისტო 2026, 16:51

მსოფლიო

Euronews: გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მკაცრი რეაგირება მოახდინა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე, რომელმაც დიდ ბრიტანეთს „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა“ უწოდა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მკაცრი რეაგირება მოახდინა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე, რომელმაც დიდ ბრიტანეთს „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა“ უწოდა, - წერს Euronews-ი.

15 აგვისტო 2026, 16:48

საზოგადოება

ლეღვთახევში ტერიტორიას წმენდენ - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური

„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენებით; ასევე იწმინდება გზის სავალი ნაწილი ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.

15 აგვისტო 2026, 15:59

საზოგადოება

15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

ჟოზეფ აუნი

15 აგვისტო 2026, 15:08

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტი გმობს ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

ლიბანის პრეზიდენტის, ჟოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელის მიერ ქვეყნის სამხრეთზე განხორციელებული დარტყმები „ღია გზავნილია“ ორმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

15 აგვისტო 2026, 15:03

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო, საწარმოო, სამეცნიერო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო.

ცოტნე ანანიძე

15 აგვისტო 2026, 14:30

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ტოკიოდან თბილისამდე, უხვ ნალექთან დაკავშირებული გამოწვევებია, ვნახეთ მერიის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა ძლიერი წვიმის დროს, ოპოზიცია კი, ლაზარეობას (ამინდის ღვთაება) ითხოვს კალაძისგან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებზე ოპოზიციის წარმომადგენელთა რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება