imedi /  08 მაისი 2026, 17:25 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ურთიერთობებს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ურთიერთობებს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი, ქართული ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ, ყველაფერი შესაძლებელია, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა მის ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ქართული, ეროვნული, იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ ყველასთან სამეგობროდ ვართ მზად. ჩვენი დამოკიდებულება არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინა ხაზზე, წინა პლანზე დაყენება. მე თავად გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ სერიოზული შეხვედრა მქონდა, მათ შორის, არ არის დასამალი, პოლიტიკურ საკითხებსაც შევეხეთ ამ სერიოზულ შეხვედრაზე, იმიტომ, რომ დღეს არცერთი სპეცსამსახური და არცერთი ორგანიზაცია თუ უწყება არ არსებობს, რომელსაც პოლიტიკა არ ეხება.

ამ საკითხზე საუბრის დროსაც მე ამაზე გავამახვილე ყურადღება, რომ ჩვენ არ უნდა წაგვერთვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი, ჩვენ ფიზიკური გადარჩენის პრობლემა არ უნდა გვქონდეს, ეკონომიკის ჩამოშლის პრობლემა არ უნდა გვქონდეს. ასეთ საკითხს არავინ უნდა აყენებდეს. ამის იქით ყველაფერზე შეიძლება საუბარი თუ ქართული ეროვნული ინტერესები იქნება გათვალისწინებული ჩვენთან ურთიერთობის დროს და არ უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის რაოდენობაზე ან ტერიტორიის სიმცირეზე აქცენტი და დაწოლა, რომ ჩვენ არ ვართ იმდენად ძლიერი ქვეყანა, რომ 100-მილიონიან ქვეყნებს ან რამდენიმე ათეულ მილიონიან ქვეყნებს რაღაცაში შევეჯიბროთ ან გავეჯიბროთ. ამიტომ, საქართველო არ უნდა დაიჩაგროს. ამ შემთხვევაში, თუ ეს მოცემულობა იქნება მისაღები, ნებისმიერ ქვეყანას, რომელთანაც ვპარტნიორობთ და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ და ვაგრძელებთ ურთიერთობას, ყველაფერზე დაველაპარაკებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

08 მაისი 2026, 18:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

პროკურატურა

08 მაისი 2026, 18:47

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.

ლევან მუხუზლა

08 მაისი 2026, 18:42

ეკონომიკა

ლევან მუხუზლა: ყველა რეფორმა, რასაც ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო მიმართულია მხოლოდ ხარისხზე და იმაზე, რომ ქართული ღვინო გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მდგრადი და უფრო წარმატებული გახდეს

„ჩვენ გვინდა, ეს წარმატება არ იყოს შემთხვევითი, გვინდა მსოფლიოს ბაზარზე ადგილი მტკიცედ გავიმყაროთ. უმნიშვნელოვანესია ყურძენი და ვენახი და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენახი, რომელსაც ჩვენ გავაშენებთ, იყოს უმაღლესი ხარისხის და იყოს გაშენებული იმ თანამედროვე წესებისა და ტექნოლოგიების უზრუნველყოფით, რაც ვენახს მისცემს საშუალებას, რომ იყოს გრძელვადიანი წარმატებული ინვესტიცია“, - აღნიშნა ლევან მუხუზლამ.

08 მაისი 2026, 18:31

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა

გაერთიანებული სამეფო ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად აქტიურად მუშაობს და შესაბამის ქმედით ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები გაიზარდოს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ლონდონში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრისას.

08 მაისი 2026, 18:29

ეკონომიკა

ლევან მუხუზლა: ღვინოს მხოლოდ ქართული ჯიშებით ვაკეთებთ მაშინ, როდესაც მსოფლიოში დომინირებს რამდენიმე საერთაშორისო - საფრანგეთიდან და იტალიიდან გავრცელებული ჯიშები

ღვინოს მხოლოდ ქართული ჯიშებით ვაკეთებთ მაშინ, როდესაც მსოფლიოში დომინირებს რამდენიმე საერთაშორისო - საფრანგეთიდან და იტალიიდან გავრცელებული ჯიშები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა.

აბას არაღჩი

08 მაისი 2026, 18:28

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ყოველ ჯერზე, როდესაც მაგიდაზე დიპლომატიური გადაწყვეტა დევს, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არასოდეს დანებდება ზეწოლას“. მან დაგმო ირანზე განხორციელებული ამერიკული დარტყმები მას შემდეგ, რაც დაძაბული ზავის ფონზე, გუშინ მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

08 მაისი 2026, 18:28

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისის ისტორიულ უბანში, გუდიაშვილის მოედანზე, ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

08 მაისი 2026, 18:28

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც მშვილებლის/მინდობით აღმზრდელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განახლებული რეგულაციების დადგენას ითვალისწინებს.

08 მაისი 2026, 18:24

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

08 მაისი 2026, 18:23

მსოფლიო

CNN: გაეროს მონაცემები აჩვენებს, რომ სურსათზე მსოფლიო ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, სურსათზე მსოფლიო ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ირაკლი ხელაძე

08 მაისი 2026, 18:20

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ დღეს ევროკავშირის ელჩი გამოვა და იტყვის, რომ თურმე, ძალადობრივი დამხობის ორგანიზების ფაქტი მართლაც ყოფილა. მასში კონკრეტული პირები მონაწილეობენ და ამას დაგმობენ

დღეს, როდესაც განაჩენია დამდგარი და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მათი მხრიდან არის ის რაღაც მოჩვენებითი სიჩუმე, არ იბერტყავენ ყურებს, არ უნდათ, რომ ამაზე სიმართლეს თვალები გაუსწორონ და აღიარონ ის, რის წახალისებასაც თავად ახდენდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.

ლევან მეხუზლა

08 მაისი 2026, 18:19

საზოგადოება

ლევან მუხუზლა: გლობალურ ბაზარზე ამ ეტაპზე არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მოხმარება კლებულობს მსოფლიო მასშტაბით. ამ ფონზე ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს მაქსიმალურად გამორჩეული

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის დაარსება და აღიარება და ის, რომ საქართველოში გვექება დღე, როდესაც აღვნიშნავთ ქართული ღვინის კულტურას, ქართული ვაზის კულტურას. დადასტურებულად საქართველო არის ღვინის სამშობლო. 8 000 წლიანი ისტორია არის ერთგვარი პასუხისმგებლობა იმის, რომ ქართველებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული და საუკეთესო ღვინო“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მუხუზლამ ღვინის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით.

ირაკლი ხელაძე

08 მაისი 2026, 18:18

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს - უკვე დროა, ევროკავშირის დაფიქრდეს სერიოზულად, გადახედოს დამოკიდებულებას, ურთიერთობას საქართველოსთან მიმართებაში

ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს. წერილი იწყებოდა ზუსტად იმის შეხსენებით, თუ რა ძირითად ღირებულებებზე და ფასეულობებზე ჩამოყალიბდა ევროკავშირი, გაერთიანება, რომელიც უნდა ყოფილიყო თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.

ირაკლი ხელაძე

08 მაისი 2026, 18:07

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: ყველას, ამერიკა იქნება, ევროპა თუ სხვა, ვესაუბრებით საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით

ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან არის პოზიტიური გზავნილები, პოზიტიური სიგნალები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ. მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ირაკლი ხელაძე

08 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი

ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.

მარკო რუბიო

08 მაისი 2026, 17:55

მსოფლიო

მარკო რუბიოს განცხადებით, ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით ჩიხშია შესული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკის მიერ გაწეული ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, ჯერჯერობით უშედეგოა და ჩიხშია შესული.

08 მაისი 2026, 17:49

თავდაცვა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კრწანისში, JTEC-ში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა. მას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

08 მაისი 2026, 17:47

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

08 მაისი 2026, 17:44

სპორტი

საქართველო „eFootball Mobile“-ის ერთა ლიგის პირველი კვირის ჩემპიონია

ქართველმა მოთამაშეებმა საბა პეტრიაშვილმა და გიორგი გაბუნიამ ტურნირი წაუგებლად ჩაატარეს და ფინალში თურქეთის ნაკრები დაამარცხეს. ეს ქართული კიბერსპორტისთვის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა ჩემპიონობის გარდა 200 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა. ერთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილია, საქართველოს ნაკრების წარმატებული სტარტი კი მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მომდევნო ეტაპებისთვის.

08 მაისი 2026, 17:40

სამართალი

გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ბრალის აღიარების შედეგად, პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი საპატიმროში ერთ წელს გაატარებენ, სამი წლის განმავლობაში კი პირობით მსჯავრს მოიხდიან.