imedi /  07 მარტი 2018, 11:53 / სანდო წყარო

C ჰეპატიტის მკურნალობისთვის ახალი დაწესებულებები გაიხსნება

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრის მთავარი ამოცანა დეცენტრალიზაციაა. დეცენტრალიზაცია მოქალაქეებისთვის დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„თავიდან მხოლოდ მცირე რაოდენობის სპეციალიზირებულ კლინიკებში შეეძლოთ ჩვენს მოქალაქეებს დიაგნოსტიკა და მკურნალობა; მართალია, ამ კლინიკების რაოდენობა  გაიზარდა, მაგრამ დეცენტრალიზაციის შინაარსია, მნიშვნელოვნად, ჯერადობით გაიზარდოს იმ ადგილების რაოდენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ყველა რაიონში მინიმუმ ერთი დაწესებულება და დიდ ქალაქებში დამატებით დაწესებულებების გახსნა; რაც მთავარია, ოჯახის ექიმების გადამზადება და ჩართვა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, პროგრამის დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, პაციენტების მხრიდან მოთხოვნა მომსახურების მიწოდების შესაძლებლობებთან შედარებით, ბევრად მაღალი იყო.

„ამიტომ პროგრამაში ჩართულობის  გარკვეული კრიტერიუმები იყო დაწესებული. ესენი იყვნენ პაციენტები, რომლებმაც იცოდნენ დაავადების შესახებ და აწუხებდათ ძირითადად შორს წასული შემთხვევები. ახლა კი, ჩვენი გათვლებით დარჩენილია ასი ათასი ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ დაავადება აქვს და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საინფორმაციო კამპანია, ასევე, რაც ყველაზე პრაგმატულია, ე.წ. სკრინინგული კვლევები“, – განაცხადა მინისტრმა.

სერგეენკოს თქმით, კვლევა პაციენტებისთვის უფასოა და პასუხის მიღება 15 წუთშია შესაძლებელი.

„ეს არის მარტივი ტიპის კვლევა, რომელიც პაციენტისთვის უფასოა. თითში ჩხვლეტიდან 15 წუთის განმავლობაში იგებს პასუხს და ამით,  უკვე მილიონ ნახევარი ადამიანი გვყავს მოცული, თუმცა სამიზნე რაოდენობა ორმილიონ ნახევარია და ვფიქრობთ, ამასაც დავძლევთ“, –  განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პირველი გენერაციის პრეპარატით მკურნალობა წარმატებული იყო  პაციენტების 86%-ში, ხოლო მეორე გენერაციის პრეპარატით პაციენტების 98,2%-ში.
„პრაქტიკულად, 100%-ით მოხდა ამ პაციენტების განკურნება. ერთეულები რჩება, რომელსაც თავის სქემას შევთავაზებთ, თუ როგორ განიკურნონ“, – განაცხადა სერგეენკომ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2026, 12:11

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა

მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, - ამის შესახებ საუბარია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

კირილ ბუდანოვი

07 ივლისი 2026, 12:11

მსოფლიო

კირილ ბუდანოვის განცხადებით, პოლონეთი უკრაინაში პროვოკაციას ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებს.

07 ივლისი 2026, 12:08

საზოგადოება

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრები ივლისში ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) უკვე მეხუთედ მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 12:05

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის ქრისტიანული რწმენა იყო არის და იქნება ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის „დიფ სთეითის“ და მის მიერ მართული ევრობიუროკრატიის გეგმის განხორციელებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ლგბტ დღის წესრიგის გაბატონებას გულისხმობს, როგორც ეს ევროკავშირშია

„ერთიანი ნეიტრალრი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 11:59

მსოფლიო

Reuters: დამასკოში სასტუმროსთან, სადაც მაკრონი იყო გაჩერებული, რამდენიმე აფეთქება მოხდა

სირიის დედაქალაქ დამასკოს სასტუმროსთან, სადაც ოფიციალური ვიზიტით ჩასული საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რჩებოდა, რამდენიმე აფეთქება მოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მარტა კოსი

07 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

მარტა კოსმა სომხური გარგარისგან ჯემი გააკეთა - გარგარი იმ ცვლილებების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ ქსელში სომხური გარგარისგან მომზადებული ჯემის ქილებით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

07 ივლისი 2026, 11:38

საზოგადოება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari - მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის – ECTN Awards 2026-ის ფინალისტებს შორის მოხვდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari - მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე

07 ივლისი 2026, 11:24

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს.

07 ივლისი 2026, 11:22

სამართალი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს

07 ივლისი 2026, 11:20

მსოფლიო

Reuters: ავსტრალიაში მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომაზე დაწესებული აკრძალვა ეფექტიანად ვერ სრულდება

ავსტრალიაში არასრულწლოვნებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვა ასაკის შემოწმების მექანიზმების ხარვეზების გამო პრაქტიკაში ეფექტიანად ვერ სრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 11:16

რეგიონი

გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ (NGU) ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურას, საარქივო რესურსებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო.

07 ივლისი 2026, 11:10

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ICPEN-ის ხელმძღვანელობის პრიორიტეტები წარუდგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2016 HO3

07 ივლისი 2026, 11:10

ტექნოლოგიები

ჩინურმა ზონდმა „ტიანვენ-2“ ასტეროიდ 2016 HO3-ის შესწავლა დაიწყო

მისიის შემდეგი ეტაპი ასტეროიდის ზედაპირის, შიდა სტრუქტურისა და შემადგენლობის დეტალური შესწავლა იქნება. მიღებული მონაცემები დაეხმარება გრუნტის ნიმუშების შესაგროვებლად მომზადებაში, რომელთა დედამიწაზე ჩამოტანაც იგეგმება.

07 ივლისი 2026, 11:08

საზოგადოება

ფაროსანას ბუნებრივ მტერს - იაპონურ ქინქლას ბუნებრივ გარემოში გამოცდიან - 370 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები არ ტარდება, 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის – იაპონური ქინქლას (Trissolcus japonicus) – საველე პირობებში გამოცდა დაიწყეს. 370 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები არ ტარდება, 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს. სპეციალისტები მწერის გავრცელებასა და მის გავლენას ფაროსანას პოპულაციაზე მუდმივ რეჟიმში დააკვირდებიან.

დავით ქართველიშვილი

07 ივლისი 2026, 11:07

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთის გარშემო თანდათან ყალიბდება ახალი საინფორმაციო-პოლიტიკური გარემო, სადაც საკითხები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ტაბუდ ითვლებოდა, დღეს კრემლის რეაქციის შიშის გარეშე განიხილება

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთზე სხვადასხვა ფორმით განხორციელებულ ზეწოლას, ამ თემაზე საკუთარ ანალიზს აკეთებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ზეწოლის მაგალითად მას ყარაბაღში გამართულ ფორუმზე გამოთქმული ღია განცხადებები მოჰყავს.

დონალდ ტრამპი

07 ივლისი 2026, 10:48

მსოფლიო

ტრამპი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს შეიარაღებული ძალებისთვის 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა დააჩქაროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ძლიერია, როგორც არასდროს.

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი

07 ივლისი 2026, 10:42

ტაბლოიდი

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილის დეტალები ხდება ცნობილი

ათასზე მეტ სტუმარს შორის იყვნენ: ედ შირანი, ბრედლი კუპერი, ტომ ჰენქსი, სტივენ სპილბერგი, პოლ მაკარტნი, ჯენიფერ ლოპესი, ემა სტოუნი, პოლ რადი, ჰიუ გრანტი, ჯიჯი ჰადიდი და მრავალი სხვა ვარსკვლავი. თვითონ ცერემონია წყვილის მეგობარმა, მსახიობმა ადამ სენდლერმა ჩაატარა. ამერიკული მედიის ცნობით, მან ახალდაქორწინებულებისთვის სპეციალურად დაწერილი სიმღერაც კი შეასრულა.

07 ივლისი 2026, 10:38

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 10:24

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიონსე

07 ივლისი 2026, 10:23

კულტურა

ბიონსემ მოულოდნელად ახალი სიმღერა გამოუშვა

ტრეკი მომღერლის საკულტო ალბომის, B'Day-ის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა. Morning Dew (Donk) სწორედ ამ ალბომზე მუშაობის დროს შეიქმნა, თუმცა მაშინ ის საბოლოო ტრეკ-ლისტში ვერ მოხვდა. სიმღერის ერთ-ერთი ავტორი ცნობილი მუსიკოსი და პროდიუსერი ფარელ უილიამსია.