imedi /  19 მარტი 2018, 16:55 / სანდო წყარო

ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო კურორტებზე არსებულ ყველა საბაგიროს შეამოწმებს

"დღეს დილიდან ექსპერტები სწავლობდნენ დოკუმენტაციას, ახლა ავდივართ საბაგიროსთან, რომ ადგილზე გაგრძელდეს დამატებითი კვლევა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გუდაურში განაცხადა.ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებთან და კვლევის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გუდაურში იმყოფება, სადაც 16 მარტს საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.

„როდის გვექნება საბოლოო შედეგი, ამის კონკრეტულ დროს ჯერ ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს ძალიან დეტალური ექსპერტიზა და გამოძიების პროცესი - მათ შორის დოკუმენტაციის შესწავლა, ადგილის დათვალიერება, ტექნიკური შემოწმებები და ასე შემდეგ“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტები დამატებით ამოწმებენ მთის კურორტებზე არსებულ სხვა მოქმედ საბაგიროებსაც.

გუდაურში უბედური შემთხვევა 16 მარტს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ყველა სიახლე

27 ივლისი 2026, 11:44

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამორჩეული ხარისხის ქართული თაფლის მიმწოდებელი იყოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ თაფლის გადამმუშავებელ მცირე საწარმოს, შპს „აპიჯეოს“, საქმიანობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

27 ივლისი 2026, 11:34

მსოფლიო

FT: ევროკავშირში განიხილავენ ვარიანტს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აღარ მიიღონ „პაკეტებად“, რათა თავიდან აიცილონ ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან ვეტოს დადება

ერთ-ერთი იდეა, რომელიც პოპულარობას იძენს ევროკომისიასა და ყველაზე პროუკრაინულად განწყობილ ქვეყნებს შორის, მდგომარეობს იმაში, რომ სანქციები შეთანხმდეს და დაწესდეს ცალ-ცალკე ან მცირე თემატურ ჯგუფებად, ნაცვლად მსხვილი პაკეტებისა.

27 ივლისი 2026, 11:33

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, როგორც ანაკლიაში, ასევე სხვა ლოკაციებზეც, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის გაძლიერებას.

27 ივლისი 2026, 11:30

სამართალი

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

27 ივლისი 2026, 11:27

მსოფლიო

მოჯთაბა ხამენეიმ „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა

წერილში მან „ჰეზბოლა“ გამძლეობისა და სიმამაცისთვის შეაქო და დაჯგუფება ისრაელისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ძალად მოიხსენია. ირანის უზენაესმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა ლიბანელ ხალხს, განსაკუთრებით კი სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას „ჰეზბოლას“ მხარდაჭერისთვის.

მაიკ უოლცი

27 ივლისი 2026, 11:23

მსოფლიო

აშშ-ის ელჩი გაეროში: შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა

„ამერიკის შეიარაღებულ ძალებს - და მე ეს ყველა შესაძლო გზით გადავამოწმე, აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს კამპანია მაქსიმალურად ეფექტიანად აწარმოონ. ადამიანები, რომლებიც ამ სისულელეებს ავრცელებენ, ციხეში ყოფნას იმსახურებენ“, - განაცხადა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 ივლისი 2026, 11:14

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შორ მანძილზე დარტყმები ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული

„თუ გსურთ ამ ომის დროს ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ ყურადღება, უნდა გაიგოთ: უპირველეს ყოვლისა, ეს არის მეომარი, ეს არის ჯარისკაცი. თუ ფრონტზე ჯარისკაცი არ არის, თუ ის უკან გარბის, ან თუ თვლით, რომ მხოლოდ დრონების გამოყენება შეგიძლიათ და ჯარისკაცები არ გჭირდებათ, მაშინ დამარცხდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

27 ივლისი 2026, 11:12

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

27 ივლისი 2026, 11:04

მსოფლიო

უკრაინამ ბელგოროდს დრონებით შეუტია

ნაწილობრივ დაინგრა კერძო სახლი, დაზიანდა რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ბინასა და 15-ზე მეტ ავტომობილს.

27 ივლისი 2026, 11:02

რეგიონი

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე 18 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

27 ივლისი 2026, 10:57

მსოფლიო

აშშ-სა და ირანს შორის დარტყმების პაუზის ფონზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 90 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა

ნავთობზე ფასების ვარდნა ირანზე ამერიკული დარტყმების შეჩერებისა და თეირანის მიერ ანალოგიური გადაწყვეტილების გამოცხადების ფონზე მოხდა. სულ რაღაც 4 დღის წინ, ნავთობის ფასი ბარელზე 100-დოლარიან ნიშნულს აღწევდა.

27 ივლისი 2026, 10:54

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: იმერეთი აგრო სასურსათო წარმოების ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია

მინისტრთან ერთად კომპანიაში „ახალი ზეკარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

27 ივლისი 2026, 10:51

ეკონომიკა

2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

27 ივლისი 2026, 10:46

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 5 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 5 პირი

27 ივლისი 2026, 10:42

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

27 ივლისი 2026, 10:41

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსული სიასამურის ბეწვის იმპორტზე აკრძალვა გააუქმეს

„როგორც ჩანს, მათი სხვაგან შოვნა ძალიან რთულია“, - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელმაც განმარტა, რომ გამონაკლისის დაშვებას იტალია და საბერძნეთი ითხოვდნენ - ევროკავშირში რუსული სიასამურის ტყავის ორი ძირითადი მყიდველი.

27 ივლისი 2026, 10:22

მსოფლიო

The Independent: ბრიტანეთი უკრაინას რადიოელექტრონული ბრძოლის ახალ სისტემაზე ინტელექტუალურ უფლებებს გადასცემს

„Stone Cloak-ი ბრიტანული ეროვნული ინოვაციების საუკეთესო ნიმუშია, რომელიც ფრონტის ხაზზეა გამოცდილი. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება. რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენს გადაწყვეტილებაში და ჩვენ უკან არ დავიხევთ, სანამ უკრაინისთვის ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას არ მივაღწევთ“, - განაცხადა ბერნემმა.

27 ივლისი 2026, 10:16

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.

27 ივლისი 2026, 10:15

ეკონომიკა

საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტრანსპორტის სექტორში 2026 წლის 6 თვის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

27 ივლისი 2026, 10:02

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ კარიმ ხანის გადაყენებას მიესალმა

„კარიმ ხანი მის დაქვემდებარებაში მომუშავე ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. სწორედ ამ ბრალდებების გახმაურებისთანავე გააუქმა მან ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი, უარი თქვა ისრაელის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის საფუძვლიანად შესწავლის ვალდებულებაზე და დაიწყო ჩემი და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემა. მან ეს გააკეთა, რათა ყურადღება გადაეტანა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიდან და ისრაელის მტრები პოლიტიკური ფარის სახით თავის გარშემო შეეკრიბა“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.