სოციალ-დემოკრატები ქართული ოცნების დატოვებას არ გამორიცხავენ
ბექა ნაცვლიშვილი
ფოტო: პარლამენტის ადმინისტრაცია
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სოციალისტები "ქართული ოცნების" დატოვებას არ გამორიცხავენ, ამის მიზეზი კი შეიძლება საპენსიო რეფორმა გახდეს.
როგორც ბექა ნაცვლიშვილმა თქვა, თუ "სოციალ-დემოკრატები" და "ქართული ოცნება" საპენსიო რეფორმაზე პოზიციებს ვერ შეაჯერებენ, მაშინ "სოციალისტები" პარტიის დატოვებაზე დაფიქრდებიან.
"თუ კონსენსუსი ვერ შედგა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, თუ მომავალში იქნება ისეთი საკითხები, რომ უმრავლესობასთან ვერ შევჯერდებით და ეს იქნება ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც ცდება პიროვნულ უთანხმოებას, ეს არის უკვე პოლიტიკის საკითხი, ღირებულებრივი და იდეოლოგიური საკითხი, ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ან სხვამ უმრავლესობა დავტოვოთ," - თქვა ბექა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილმა კომენტარი პარტიულ დისციპლინასთან დაკავშირებითაც გააკეთა.
"პარტიული დისციპლინის დაყენების საჭიროებას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს. ჯერ ერთი, პარტიული დისციპლინა ვერ იქნება, იმიტომ, რომ უმრავლესობაში ბევრი პარტიაა და ვისაც უნდა თავის პარტიაში ისეთი დისციპლინა ჰქონდეს. ზოგადად, ეს აზრთა სხვადასხვაობა მარტივი გადასაჭრელია. მთავარია, დასხდეს უმრავლესობა, მოძებნოს ძალა და დიალოგის ფორმატში გადაწყვიტოს დღევანდელი პრობლემები", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
10 აპრილს "ქართული ოცნების" ოფისში მმართველი გუნდის ლიდერების საგანგებო შეკრება გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე "პარტიულ დისციპლინაზე" ისაუბრეს, შეხვედრის შემდეგ კი მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარტიაში "სამწუხაროდ, ბოლო დროს რამდენიმე დეპუტატი ხშირად არღვევს პარტიულ დისციპლინას". პარტიული დისციპლინის შესახებ მსჯელობაც დღეს განახლდება.
რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, ამ საკითხზე "სოციალ-დემოკრატებს" ალტერნატიული ვერსია აქვთ მომზადებული.
12 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ახალ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა.
დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია 1 ოქტომბერს გაიმართა. რეფორმის ფარგლებში მომავალი პენსიისთვის თანხის წიანასწარ შეგროვება დასაქმებულებისთვის სავალდებულო ხდება. ისინი ხელფასიდან 2%-ს იხდიან, ამ თანხას კიდევ 2%-ს დამსაქმებელი, კიდევ ორს კი სახელმწიფო უმატებს.
2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 08:22
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები
მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
15 ივლისი 2026, 08:14
სამართალი
დღეს სასამართლოში აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება -გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების საქმეზე იმსჯელებენ
საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას.
15 ივლისი 2026, 07:59
სამართალი
ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
15 ივლისი 2026, 02:39
მსოფლიო
ტრამპი: ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ არ ვიტყვი, რომ საკმარისია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ თავად არ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისია.
15 ივლისი 2026, 01:10
სპორტი
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს.
15 ივლისი 2026, 00:55
მსოფლიო
ტრამპი ლინდსი გრემზე: მე აქ რაიმე ბოროტ განზრახვას ვერ ვხედავ, ვიცი, რომ სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორია ვრცელდება და ვთვლი, რომ FBI დროს ფუჭად კარგავს - მას არტერიების დახშობა აწუხებდა, ნეტავ, თავის ჯანმრთელობაზე უკეთ ეზრუნა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, რატომ მივიდა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახლში და დასძინა, რომ ბიურო „დროს ფუჭად კარგავს“.
15 ივლისი 2026, 00:35
მსოფლიო
AXIOS: ტრამპი ნეთანიაჰუს სირიიდან და ლიბანიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს
აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა დაიწყოს თავისი ძალების სირიიდან გაყვანა და მოუწოდა მას, იგივე გააკეთოს ლიბანშიც, - წერს გამოცემა AXIOS-ი.
14 ივლისი 2026, 23:52
მსოფლიო
ევროკავშირი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული მუქარა მიუღებელია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათ სასამართლო დატოვონ, რაც ჰააგაში დაფუძნებული ინსტიტუტის იზოლირებისკენ მიმართული აშშ-ის ძალისხმევის მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს.
14 ივლისი 2026, 23:37
მსოფლიო
ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო
სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.
14 ივლისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ზუგდიდში ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში” პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს პარტია „თავისუფლების მოედანი"-ს თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის” პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
14 ივლისი 2026, 21:55
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 21:34
საზოგადოება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 21:29
საზოგადოება
ახალი კერა ქველმოქმედებისა და განათლებისთვის ბათუმში! კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მრავალფუნქციურ ცენტრ „ბეთლემს“ საფუძველი ჩაეყარა! „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმში ახალ, მასშტაბურ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემს“ ჩაეყარა საფუძველი. მრავალფუნქციური კომპლექსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შენდება.
14 ივლისი 2026, 20:51
საზოგადოება
ხაინდრავამ „ფორმულას“ დავა მოუგო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ფორმულამ“ სასამართლოში დავა წააგო. გოგა ხაინდრავასთვის მორალური ზიანის მიყენების გამო, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიას ათი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მედიასაშუალებას დაევალა საკუთარი ტელეეთერით უარყოს მოსარჩელის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები.
14 ივლისი 2026, 20:49
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს.
14 ივლისი 2026, 20:43
პოლიტიკა
ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ ქსელში გინება და ადამიანის ღირსების შელახვა კანონის ჩარჩოებს სცდება. ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა.
14 ივლისი 2026, 20:42
რეგიონი
მესამე დღე მასშტაბური სტიქიიდან - „ქრონიკის“ რეპორტაჟი თელავიდან
კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომუნალური სერვისები სრულად მიეწოდება. რჩება ერთეული გამონაკლისები.
14 ივლისი 2026, 20:32
პოლიტიკა
შავი ზღვის სტრატეგია და იგნორირების პოლიტიკა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილი და ოფიციალური თბილისის მწვავე პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დისტანცირების მცდელობა და შავ ზღვაზე მსჯელობა - მთავარი დამკავშირებლის, საქართველოს გარეშე.
14 ივლისი 2026, 20:30
პოლიტიკა
ეუთოს სათავო ოფისის პასუხი „ქრონიკას“, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და საქართველოსთან მიმართებით ასამბლეის ქმედებების შესახებ კითხვით მიმართა
„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.
14 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
რატომ გადაიქცა ეუთო კოორდინირებული თავდასხმის იარაღად? საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და „ქრონიკის“ კითხვები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი ტექსტი საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.


