უკრაინელი ექსპერტები: მინდელის შახტზე დასკვნის მომზადება სამართალდამცავების პრეროგატივაა
ექსპერტები
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
უკრაინელმა ექსპერტებმა ტყიბული უკვე დატოვეს. მათ მინდელის შახტი დათვალიერეს, სადაც აპრილის დასაწყისში 6 მეშახტე დაიღუპა. სამთო ინჟინრები თავიანთ რეკომენდაციებს და მოსაზრებებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში მოამზადებენ.
"ჩვენ ვიყავით იმ ადგილზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. ვესაუბრეთ შახტის ადმინისტრაციას და ვნახეთ დოკუმენტაცია. ჩვენ მიგვაქვს მასალები უკრაინაში და 10 დღეში გვექნება მზად ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა მომხდარის მიზეზი. ასევე იმაზეც, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა შახტში. თუცა ჩვენ ვერ დავდებთ დასკვნას. ეს მხოლოდ სამართალდამცავების პრეროგატივაა", - თქვა უკრაინელმა სამთო ექსპერტმა ვიაჩისლავ კოროლმა.
ექსპერტები საქართვლოდან უკრაინაში ხვალ გაემგზავრებიან.
24 აპრილს უკრაინელმა სპეციალისტებმა თქვეს, რომ მინდელის შახტის ადმინისტრაციამ უკრაინელ ექსპერტებს მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი ვერ მიაწოდა. ისინი მინდელის შახტის საქმის შესწავლაში შემაფერხებელ გარემოებებზე საუბრობდნენ.
ტყიბულის შახტში არსებულ მდგომარეობაზე საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 5 აპრილს, მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა.
19 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ტყიბულის შახტები შესაძლოა დაიხუროს. ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა.
ყველა სიახლე
22 ივნისი 2026, 12:21
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა.
22 ივნისი 2026, 12:09
საზოგადოება
საქსტატი: 2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობმა 809.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, სასოფლო მეურნეობათა რაოდენობა 479.5 ათასი ერთეულით განისაზღვრა, რაც 25.3 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის აღწერის შესაბამის მაჩვენებელზე. რაც შეეხება იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ან ჰყავდათ პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი, მათმა რაოდენობამ 2.8 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 25.0 პროცენტით აღემატება 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესაბამის მაჩვენებელს.
22 ივნისი 2026, 12:01
საზოგადოება
კახა კალაძე: თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი გამორჩეული ხედვით, პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური ხელწერით განხორციელებული პროექტები ჩვენი დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია
თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.
22 ივნისი 2026, 11:49
თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანი: „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება და განათლების სამინისტროსთან ერთად ამ პროექტს წარმატებით ვახორციელებთ
„ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჯარის ბანაკის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე.
22 ივნისი 2026, 11:45
რეგიონი
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო
ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო უბანზე კომპლექსური პროექტი 18 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე 15 000 -მდე წითელი ნუსხით დაცული იმერული და წაბლფოთოლა მუხის ასევე, ნეკერჩხლისა და აკაციის სახეობის ნერგები დაირგო.
22 ივნისი 2026, 11:39
მსოფლიო
კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე აბელარდო დე ლა ესპრიელია იმარჯვებს
თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგად მიღებული წინასწარი მონაცემებით, დე ლა ესპრიელია ხმების 49,7%-ს აგროვებს. მისი მეტოქე, მმართველი მემარცხენე პარტია „ისტორიული პაქტის“ კანდიდატი ივან სეპედა, მას დაახლოებით 246 000 ხმით ჩამორჩება - მას ამომრჩეველთა 48,7%-მა დაუჭირა მხარი.
22 ივნისი 2026, 11:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღო განათლება, ცოდნა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა და ამ ფასეულობებს შორის უპირველესია პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული
დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღო განათლება, ცოდნა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა და ამ ფასეულობებს შორის უპირველესია პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოჯორში, ჯარის ბანაკის გახსნაზე.
22 ივნისი 2026, 11:35
რეგიონი
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალი ნაწილის ფილა 20 ივნისს დაზიანდა. დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა და ამ ეტაპზე, ორივე სამოძრაო ზოლზე მოძრაობა აღდგენილია.
22 ივნისი 2026, 11:33
თავდაცვა
ირაკლი კობახიძე: „ჯარის ბანაკი“ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
მიხარია, რომ ეს ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი ტრადიცია გრძელდება და უკვე მე-4 წელია, რაც იმართება „ჯარის ბანაკი“, რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას, გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ჯარის ბანაკი 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 ივნისი 2026, 11:32
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი: ცილისწამებაა, რომ „ფორმულას” „შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, რომ 540 000 ლარი აიღეს და ეს ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან, ბოლოს კატას გამოთხრიან
„ცილისწამებაა, რომ ფორმულას “შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების კონსტატაციას ვახდენ და დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, დადასტურებული ინფორმაციაა რომ 540 ათასი ლარი აიღეს და ეს ვერანაირად ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან, ბოლოს კატას გამოთხრიან, - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
22 ივნისი 2026, 11:29
მსოფლიო
ავსტრალიის ისტორიაში კოკაინის ყველაზე მსხვილი პარტია ამოიღეს
ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა სავარაუდო შავი ბაზრის ღირებულება 816 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (500 მლნ ევრო) შეადგენს, ლონდონდერის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე იპოვეს. კოკაინი სამ საზღვაო კონტეინერში, ყალბი იატაკის ქვეშ მოწყობილ ფარულ განყოფილებებში იყო დამალული. შემთხვევის ადგილზე დააკავეს 21 და 25 წლის კაცები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციისგან გაქცევას ცდილობდნენ.
22 ივნისი 2026, 11:29
საზოგადოება
საქსტატის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წელს 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს, რაც 2014 წელთან შედარებით 5.8%-ით მეტია. მოსახლეობის 84.1% ანუ 3 მილიონ 304 ათასი ეროვნებით ქართველია. ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5% -ით ანუ 80 ათასი კაცით
როგორც საქსტატის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე აღნიშნა, 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს.
22 ივნისი 2026, 11:28
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი: რა გადაწყვეტილების მიღება უნდა იმას, რომ პარტია ასხივებდეს თავმოყვარეობას მაშინ, როდესაც კოალიციაშია, სადაც მის ლიდერს 24 საათი აგინებენ?! „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ალიანსიდან გამოვიდოდა უკვე
„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდოდა უკვე, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფორმულას“ ეთერში.
22 ივნისი 2026, 11:04
თავდაცვა
„ჯარის ბანაკი“ იხსნება - ღონისძიებას პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან. ვიდეო
„ჯარის ბანაკი“ იხსნება - ღონისძიებას პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან.
22 ივნისი 2026, 10:59
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს. ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ს საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს
ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს. ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ს საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
22 ივნისი 2026, 10:54
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის. სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაჰბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება. თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში ვრცელი განმარტება გაავრცელა ოპოზიციურ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ გაწევრიანების შესახებ და იმ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც პარტია დგას.
22 ივნისი 2026, 10:54
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
22 ივნისი 2026, 10:54
სპორტი
კაბო-ვერდემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლები გაიტანა და კიდევ ერთი ქულა მოიპოვა⚽
ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. ჯგუფში H ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ესპანეთმა საუდის არაბეთი ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ამავე ჯგუფში მუნდიალის სენსაციამ, კაბო ვერდეს ნაკრებმა ურუგვაისთან ფრედ, 2:2 ითამაშა. ეს გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლები იყო. წინა ტურში ესპანეთთან ნულოვანი ფრის შემდეგ ტურნირის დებიუტანტ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი რჩება.
22 ივნისი 2026, 10:33
ტაბლოიდი
ბრაზილიაში ჰაკერებმა თავდაცვის სამინისტროს სახელით მოქალაქეებს უცხოპლანეტელების თავდასხმის შესახებ შეტყობინებები გაუგზავნეს👽
მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ შეტყობინებები ჰაკერული თავდასხმის შედეგია, რომლებიც გარე პირებმა სისტემის უსაფრთხოების დარღვევის შემდეგ გააგზავნეს. უწყების განმარტებით, ინტეგრაციისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამოქალაქო დაცვისა და თავდაცვის ეროვნული სამდივნო ფედერალურ პოლიციას მიმართავს.
22 ივნისი 2026, 10:30
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.


