imedi /  24 აპრილი 2018, 18:43 / სანდო წყარო

უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტის საქმის შესწავლაში შემაფერხებელ გარემოებებზე საუბრობენ

შახტის
ადმინისტრაცია

შახტის
ადმინისტრაცია

ტყიბულში, მინდელის შახტის ადმინისტრაციამ უკრაინელ ექსპერტებს მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი ვერ მიაწოდა. ამის შესახებ უკრაინიდან ჩამოსულმა ექსპერტმა ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

"მიზეზად დაგვისახელეს, რომ პოლიციას წაღებული აქვს მასალები და აწარმოებს გამოძიებას. უკრაინის კანონებითაც პოლიცია აწარმოებს გამოძიებას, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ტექნიკურ საკითხებს, პოლიციას ვერ ეცოდინება დაზუსტებით ყველა მნიშვნელოვანი დეტალი.

ჩვენ დღეს განვიხილეთ რამდენიმე ვერსია, მათ შორის სამთო დარტყმა, ძველი, დახურული შახტების საკითხი, აფეთქების შესაძლებლობები და სხვ. ხვალ თუკი კომპანია უფლებას მოგვცემს, გვინდა ჩავიდეთ შემთხვევის ადგილზე, შახტში. განვაგრძობთ მუშაობას, ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა შეგვიძლია", - განაცხადა კაროლ ვესლავანიჩმა. ვესლავანიჩის თქმით, ექსპერტებს განუცხადეს, რომ დაზარალებულებთან გასაუბრებასაც ვერ შეძლებენ, რადგან ეს ადამიანები პოლიციამ უკვე გამოკითხა:

"ჩვენ გვიდოდა ამ ხალხთან გასაუბრება, თუმცა კვლავ გვეუბნებიან, რომ პოლიციამ ისინი უკვე გამოკითხა. ასევე კარგი იქნებოდა გვენახა სამედიცინო ექსპერტიზა. ჰქონდათ თუ არა ამ ადამიანებს ფილტვებში CO, აღენიშნებოდათ თუ არა დამწვრობა, ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით", - აცხადებს უკრაინელი ექსპერტი. მისი თქმით, ის დოკუმენტები, რომლებიც დღეს ნახეს დასკვნის დასადებად არასაკმარისია.

განმარტებები გააკეთა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.

"ჩვენ მივაწოდეთ ის დოკუმენტები რაც გაგვაჩნდა: განვითარების გეგმა, შახტის ადგილ-მდებარეობა, დამუშავების პროექტი. ვერ მივაწოდეთ განწესის გაცემა, ის წაღებული აქვს პოლიციას. ხვალ შევეცდებით, რომ ასლები გავაკეთოთ და მივცეთ. ასე რომ ღია ვართ", - აღნიშნა ჯამბულ ჯაყელი.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ის ამბობს, რომ უბნის ნაწილი დაკეტილია, თუმცა სადამდეც შესაძლებელია ხვალ უკრაინელ ექსპერტებს მიიყვანენ.

უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტის ადმინისტრაციას დღეს შეხვდნენ. ისინი უკრაინაში 26 აპრილს დაბრუნდებიან და საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად რამდენიმე დღე დასჭირდებათ.

ტყიბულის შახტში არსებულ მდგომარეობაზე საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 5 აპრილს, მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა. 

19 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ტყიბულის შახტები შესაძლოა დაიხუროს. ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა.

ყველა სიახლე

მასუდ პეზეშკიანი

26 სექტემბერი 2026, 14:36

მსოფლიო

მასუდ პეზეშკიანი: შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს, რომ ირანში ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას არ ცდილობს

შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს, რომ ირანში ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას არ ცდილობს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა CBS News-თან ინტერვიუში.

26 სექტემბერი 2026, 14:20

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა - კიევზე იერიშები მეორე დღეა, გრძელდება

რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

26 სექტემბერი 2026, 14:16

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით. იკმაროს, რაც დააშავა

თამარ ჩერგოლეიშვილი, პაატა ბურჭულაძეს უპასუხისმგებლო და პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვს უწოდებს, რომელმაც უნდა იკმაროს რაც დააშავა. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობაში მსჯავრდებულმა ბურჭულაძემ ციხიდან დაწერა, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს, მათი ქმედებებით ხელისუფლების გადარჩევა შეძლეს.

26 სექტემბერი 2026, 14:14

საზოგადოება

ლევილის მამულის ახალი სიცოცხლე - რეაბილიტირებული ქართველთა მამული დღეს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს

10-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულდა და ლევილის ქართველთა მამული დღეს ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრი.

დავით ქართველიშვილი

26 სექტემბერი 2026, 13:45

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ერთი წარუმატებელი მატჩის ან თუნდაც, წარუმატებლობის სისტემური ტენდენციის გამო, მთელი ქვეყნისთვის „უკურნებელი დიაგნოზის“ გამოტანა განსხვავებული რეალობების შეგნებულად ერთმანეთში არევას ნიშნავს

ახალგაზრდული გარემო არაა მხოლოდ ფეხბურთი, უნივერსიტეტი და პოლიტიკა. ეს არის შესაძლებლობა, ადამიანმა საკუთარი საქმე იპოვოს: ხელოვანმა გამოფინოს საკუთარი ნამუშევარი, მწერალი შეხვდეს სხვა ქვეყნების ავტორებს, სპორტსმენი საერთაშორისო ყინულზე გამოვიდეს, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

26 სექტემბერი 2026, 13:30

მსოფლიო

The Washington Post: თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპთან ერთად თვითმფრინავში მგზავრობა აუკრძალა

თეთრმა სახლმა CNN-ს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად საპრეზიდენტო თვითმფრინავით ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში შაბათს დაგეგმილ ვიზიტზე გამგზავრება აუკრძალა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

26 სექტემბერი 2026, 13:25

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.

26 სექტემბერი 2026, 13:14

კულტურა

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა

ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის კინოჩვენებები დღეს ქართული ანიმაციის კლასიკით და ბერნარდ მაკმაჰონის დოკუმენტური ფილმით „როგორ შეიქმნა ლედ ზეპელინი“ დასრულდება. გუშინ კი ბოლო ჩვენება ევროპის მოედანზე გაიმართა.

ინგა გუდაძე

26 სექტემბერი 2026, 13:11

პოლიტიკა

ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას: თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას, თამრიკო კორძაიას სოციალურ ქსელში მიმართავს. ხელოვნებათმცოდნე მუსიკოსის დედის ვიდეო მიმართვას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ დედა-შვილი არიან, არამედ ერთად მუშაობენ და ფიქრობენ მუსიკაზე.

26 სექტემბერი 2026, 13:09

მსოფლიო

მილანის აეროპორტს სილვიო ბერლუსკონის სახელი მიენიჭა

მილანის მალპენზას საერთაშორისო აეროპორტს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენის სილვიო ბერლუსკონის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

26 სექტემბერი 2026, 12:41

მსოფლიო

Financial Times: ირანში მედიკამენტების დეფიციტი მძაფრდება - აშშ-ის სანქციები და ბლოკადა იმპორტს აფერხებს

ირანელი ფარმაცევტები მოსახლეობას მედიკამენტების დეფიციტის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. მათი თქმით, აშშ-ის ომი და საზღვაო ბლოკადა ქვეყანას მედიკამენტების იმპორტისა და მათთვის თანხის გადახდის შესაძლებლობას უზღუდავს, იუწყება Financial Times-ი.

თამთა მეგრელიშვილი

26 სექტემბერი 2026, 12:35

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ქვეყნის ოკუპაციას ქართველი ხალხი არ შეეგუება - მცირე სახელმწიფოების სუვერენული ინტერესები დიდი ძალებისთვის პოლიტიკური მანიპულაციის საგნად არ უნდა იქცეს

გლობალური ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გზავნილები არის ხმა, რომელიც მსოფლიოს ეუბნება, რომ სახელმწიფოსა და ხალხის პოზიცია ურყევია ოკუპაციის მიმართ შეურიგებელ დამოკიდებულებაში, ერთიანია სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების აუცილებლობაში და ამას აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების აუცილებელ რესურსად განიხილავს, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

26 სექტემბერი 2026, 12:09

სპორტი

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს

„საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის“, - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ის აქამდე 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე 2-ჯერ ათამაშა. რაც შეეხება ფრანგი სპეციალისტს, ის ეროვნულ გუნდს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. სანიოლის ეპოქაში ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, როდესაც 2024 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშეს და ჯგუფური ეტაპის დაძლევით ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდნენ. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 57 მატჩი ჩაატარა.

ვანო ჩხარტიშვილი

26 სექტემბერი 2026, 12:06

პოლიტიკა

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

ვლადიმერ პუტინი

26 სექტემბერი 2026, 12:04

მსოფლიო

პუტინი: უკრაინა პირველი იყო, ვინც რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა პირველი იყო, ვინც რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო და ახლა საპასუხო დარტყმები უნდა იგრძნოს.

26 სექტემბერი 2026, 12:03

საზოგადოება

უწყებათაშორისი კოორდინაციის კომისიის მორიგ სხდომაზე სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს

უწყებათაშორისი კოორდინაციის კომისიის მორიგ სხდომაზე სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.

26 სექტემბერი 2026, 12:01

ეკონომიკა

საქართველოს ტექნოლოგიებისა და ბიზნეს სერვისების ასოციაციის ორგანიზებით, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნოლოგიებისა და ბიზნეს სერვისების ასოციაციის ორგანიზებით, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ინდუსტრიის მთავარ გამოწვევებზე, მათ შორის მიგრაციის რეფორმასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე იმსჯელეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია.

26 სექტემბერი 2026, 11:47

ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაში Tourism EXPO Japan მონაწილეობს

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა იაპონიის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან, PR და მარკეტინგულ სააგენტოებთან, წამყვან ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან.

პეტერ მადიარი

26 სექტემბერი 2026, 11:40

მსოფლიო

DW: უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოთხი კლასტერის გახსნას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს

უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოთხი კლასტერის გახსნას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს, რადგან უკმაყოფილოა კარპატეთში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობის საკითხზე მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობით. ინფორმაციას Deutsche Welle ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 სექტემბერი 2026, 11:38

სამართალი

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

მათგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ატრიბუტიკა და სხვა მტკიცებულებები ამოიღეს. საქმის მასალების ნაწილი ექსკლუზიურად მოიპოვა „ქრონიკამ“.