imedi /  01 ივნისი 2018, 12:27 / სანდო წყარო

ომბუდსმენი: პროკურორის არჩევა უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი განვითარებულ მოვლენებზე

სახალხო დამცველი მომავალი პროკურორის კანდიდატურასა და მისი დანიშვნის პროცესზე საუბრობს. ნინო ლომჯარიას თქმით, აუცილებელია, პროცესებმა პოლიტიკური სახე არ მიიღოს და კანდიდატი ობიექტურად შეირჩეს.

"მომავალი პროკურორის არჩევა უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი პასუხი განვითარებულ მოვლენებზე"- თქვა ნინო ლომჯარიამ.

"ალბათ, მოვლენების განვითარება დაგვანახებს, როგორი დამოკიდებულება ექნება ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ დარჩეს შეგრძნება იმისა, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ცდილობს, მისთვის სასურველი კანდიდატის დასახელებას. აუცილებელია. რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური. სამოქალაქო საზოგადოების და სხვა წრეების, პროფესიული წრეების შეთანხმებით უნდა მოხდეს ისეთი კანდიდატურის დასახელება, რაც მისაღებია საზოგადოებისთვის და რომელსაც აქვს მიუკერძოებელი და აპოლიტიკური ადამიანის და პროფესიონალი ადამიანის რეპუტაცია"- თქვა ომბუდსმენმა.

მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი ერთპიროვნულად იღებს, მიუკერძოებელი პირის დანიშვნის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს და ამაში პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრსაც ეკისრება.

მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, მას არ უღირს ზაზა სარალიძის შვილის სიცოცხლედ საკუთარი თანამდებობა. "ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება", - აცხადებს შოთაძე.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გუშინ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.  სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.

ამის შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა უკვე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.  

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2015 წლის 19 ნოემბრიდან მუშაობდა. 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი იყო, 2013-2015 წლებში კი - საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2021, 19:27

კულტურა

კულტურის სამინისტრომ საქართველოს ხელოვნების სასახლისთვის ისტორიული შენობა შეიძინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუზეუმის - საქართველოს ხელოვნების სასახლის განვითარების მიზნით, 400 კვ/მ-ზე მეტი ფართობის ისტორიული შენობა შეიძინა.

22 სექტემბერი 2021, 19:23

რეგიონი

აჭარაში დამეწყრილი გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში მეწყრული პროცესები განვითარდა, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელში, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, ასევე მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

22 სექტემბერი 2021, 19:05

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მეათე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სიტყვით წარსდგა მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მე-10 მინისტერიალზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, კოალიციის რუმინეთის თავმჯდომარეობით, ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

22 სექტემბერი 2021, 19:05

მსოფლიო

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე ბორის ჯონსონი საფრანგეთს დამშვიდებისკენ მოუწოდებს

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საფრანგეთს დამშვიდებისკენ მოუწოდებს.

22 სექტემბერი 2021, 18:58

სამართალი

შსს კაფე-ბარებში გამოვლენილი თაღლითური სქემების საქმეზე მოპოვებულ აუდიო და ვიდეომასალას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა. უწყებამ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული აუდიო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

22 სექტემბერი 2021, 18:49

რეგიონი

ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება

23 სექტემბრის 22:00 სთ-დან 24 სექტემბრის 01:00 სთ-მდე ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.

გიორგი პერტაია
ფაიგ გულიევი

22 სექტემბერი 2021, 18:42

ეკონომიკა

გიორგი პერტაიამ და აზერბაიჯანის ელჩმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების კუთხით ბიზნეს ფორუმებისა და კონფერენციების ჩატარების აუცილებლობაზე.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:33

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი დებატებში კახა კალაძის უპირატესობაზე: ეს იყო გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში

მერობის კანდიდატების დებატებმა ყველაფერი ძალიან მარტივად აჩვენა. კახა კალაძე საუბრობდა კონკრეტულად, დანარჩენებს, რომც ჰქონდეთ შანსი გამარჯვების, რას გაუკეთებენ ამ ქალაქს, არ უთქვამთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ არ არის მზად ამ ქალაქის მერობისთვის, გარდა კახა კალაძისა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 18:32

მსოფლიო

საფრანგეთი უარყოფს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მანდატზე უარის თქმას აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრობაზე უარის თქმას აპირებს.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:31

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყალბი გვერდები და ჯგუფები ინტერნეტ-პოლიციის როლს ასრულებენ

ჯერ კიდევ დაახლოებით 2010-2011 წლიდან ძალიან გააქტიურდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მყოფი ჯგუფების ასე ვთქვათ სოცმედიაში აქტივობები. გააქტიურდნენ როგორც რეალური პიროვნებები, ასევე ყალბი გვერდები, ჯგუფები, რომლებიც ინტერნეტ-პოლიციის როლს ასრულებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

რონი ბრუნსვეიკი

22 სექტემბერი 2021, 18:28

სპორტი

სურინამის 60 წლის ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარი საფეხბურთო კლუბის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი ჩაატარა⚽😎

„ინტერ მენგოტაპი“ ანგარიშით 0:6 დამარცხდა, თუმცა თამაშის შემდეგ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ვიცე-პრეზიდენტი თავის მოთამაშეებს ფულს ურიგებს.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:20

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ოპოზიციაში წავიდა, რატომღაც დმანისში დაპირისპირებები მუდმივად ხდება

ვფიქრობ, კარგად არის გამოსაძიებელი, რატომ ხდება და ვის აწყობს დმანისში ამ დაძაბულობის კერების შექმნა. ამას ბოლომდე უნდა ჩავყვეთ და ჯამურად, მთლიანი სურათი უნდა დავინახოთ. გარდა იმისა, რომ დამნაშავე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს წარმოადგენს, ცალსახად დასასჯელია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 18:12

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს და გამოთქვეს მზაობა ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით.

22 სექტემბერი 2021, 18:12

სამართალი

შსს-მ კაფე-ბარ „სკარპაში“ და კლუბ „როიალში“ თაღლითური სქემები გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავეს.

22 სექტემბერი 2021, 18:09

რეგიონი

რუსთავსა და ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

დევნილებს ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა), სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციასთან ერთად დანიშნულების შესაბამისად, საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:07

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: თუ ეს აუდიო ჩანაწერები რეალურია, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობს

ეს არ არის ფარული აუდიო ჩანაწერები, გამავარცელებლების თქმით, ეს არის ტექსტური მასალა აუდიო ჩანაწერების შესახებ. რაღაც ოქმებს წარმოადგენენ. აქედან რა არის მართალი და რა ტყუილი ღმერთმა უწყის და მბობენ, რომ ეს არის ფარულად მიყურადების მასალები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 18:03

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

„მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: გაეროში პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს ავღანეთის ჰუმანიტარული მისიისთვისა და ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს დადებითი როლისთვის

„გაეროში შეხვედრისას ხაზი გაესვა და პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ავღანეთის ჰუმანიტარულ მისიაზე, რისთვისაც მხარეებმა მას მადლობა გადაუხადეს. ასევე განიხილეს ყარაბაღში კონფლიქტისას საქართველოს დადებით როლი და ძალიან პოზიტიურად შეაფასეს“,- აღნიშნა დავითულიანმა.

22 სექტემბერი 2021, 17:53

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: მაღალმთიანი აჭარისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება

მაღალმთიანი აჭარისა და სამცხე-ჯავახეთისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოვიგებთ ისეთი ანგარიშით და შედეგებით, რომ კითხვის ნიშნებიც კი ვერავის გაუჩნდება

წინასაარჩევნო განწყობა არის საუკეთესო. მოვიგებთ ისეთი ანგარიშით და შედეგებით, რომ კითხვის ნიშნებიც კი ვერავის გაუჩნდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.