სოფიო კილაძე: პროკურორის პოსტზე კახი კახიშვილი შესაფერისი კანდიდატურა იქნება
სოფიო კილაძე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ფიქრობს, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე კახი კახიშვილის კანდიდატურა შესაფერისი იქნება. ამის შესახებ 1tv წერს.
როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, მთავარი პროკურორის კონკრეტულ კანდიდატურაზე მსჯელობა ჯერ არ გამართულა. დეპუტატის თქმით, მთავარი პროკურორის კანდიდატურა ფართო შეთანხმების საკითხი უნდა იყოს და ამ პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს.
“ეს ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც ყველასთვის მისაღები იქნება და რომლის მიმართაც კითხვები არ იქნება, რათა ეს პროცესები სწორად წავიდეს. კახი კახიშვილზე პირდაპირ საუბარი ჯერ არ ყოფილა, თუმცა ეს ადამიანი თავისი კვალფიკაციით, წარსულითა და მის მიერ გაკეთებული გატარებული რეფორმებით, რომელიც უპრეცედენტოა და დასავლეთთან თავს ვიწონებთ, მგონია, რომ შესაფერისი იქნება, მაგრამ ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა”, – განაცხადა კილაძემ.
სახალხო დამცველი მომავალი პროკურორის კანდიდატურასა და მისი დანიშვნის პროცესზე საუბრობს. ნინო ლომჯარიას თქმით, აუცილებელია, პროცესებმა პოლიტიკური სახე არ მიიღოს და კანდიდატი ობიექტურად შეირჩეს.
გუშინ მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, მას არ უღირს ზაზა სარალიძის შვილის სიცოცხლედ საკუთარი თანამდებობა. "ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება", - აცხადებს შოთაძე.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გუშინ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.
ამის შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა უკვე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2015 წლის 19 ნოემბრიდან მუშაობდა. 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი იყო, 2013-2015 წლებში კი - საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.
ყველა სიახლე
22 აგვისტო 2026, 12:00
კულტურა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 11:50
საზოგადოება
რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ასრულებს. სამუშაოების დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 11:29
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
22 აგვისტო 2026, 11:27
კულტურა
„ღამის სერენადების“ საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ გრძელდება. ბორჯომის შემდეგ მომდევნო საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.
22 აგვისტო 2026, 11:23
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს
„საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური მეინსტრიმი „თვით ევროპაზე მეტად ევროპელი“ აღმოჩნდა „რუსეთუმე“ სტუბსა თუ მაკრონთან შედარებით“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
22 აგვისტო 2026, 11:15
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება
ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას. მისივე თქმით, საზოგადოება ხედაავს, რომ თურმე ოპოზიციას გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება.
22 აგვისტო 2026, 11:05
მსოფლიო
ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა
გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
22 აგვისტო 2026, 10:58
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
22 აგვისტო 2026, 10:51
მსოფლიო
ტრამპი: მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.
22 აგვისტო 2026, 10:46
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
22 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა
სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
22 აგვისტო 2026, 10:45
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
22 აგვისტო 2026, 10:43
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
22 აგვისტო 2026, 10:37
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
22 აგვისტო 2026, 10:33
რეგიონი
მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
22 აგვისტო 2026, 10:25
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს
ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.
22 აგვისტო 2026, 09:31
სპორტი
23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
22 აგვისტო 2026, 09:00
სპორტი
დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
21 აგვისტო 2026, 22:34
საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.
21 აგვისტო 2026, 21:43
საზოგადოება
განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა — მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე.


