imedi /  07 ივნისი 2018, 20:13 / სანდო წყარო

პრემიერმინისტრმა აშშ-ის მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, - როგორც პრემიერმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოსთვის 140 მილიონის ოდენობის გრანტის, ანუ ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის დამტკიცებაში, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახური ავრცელებს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერას მართლაც ტრანსფორმაციული გავლენა აქვს საქართველოზე, ხოლო მეორე კომპაქტი არის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა საქართველოში.

„მეორე კომპაქტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება საქართველოს 1.7 მილიონი მოქალაქის ცხოვრება ხარისხიანი განათლების დონის ამაღლების და ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით, რაც დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობა მიესალმება აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას პირველი და მეორე კომპაქტების მიღწევების შემდგომი განვითარების კუთხით. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შესაძლო მესამე კომპაქტის კომპონენტების მეშვეობით, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ხაზი გავუსვა ამ პროგრამის და პირველი და მეორე კომპაქტების მიღწევების მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტისას, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები პირველი და მეორე კომპაქტების მიღწევების შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორების ყოვლისმომცველი კვლევის ჩატარებას გეგმავს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოში განათლების მხარდასაჭერად აშშ-ის მიერ დაფინანსებული პროგრამების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მთავრობის ბევრი წარმომადგენელი, ისევე, როგორც ბიზნესის სფეროს ლიდერები სხვადასხვა ამერიკული სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულები არიან.

პრემიერმინისტრმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.

„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის წყალობით, შესაძლებელი გახდა საქართველოს რეგიონების 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა, ასევე სასწავლო გარემო გაუუმჯობესდა 35 ათას მოსწავლეს საქართველოში. ამ დაფინანსებამ შესაძლებელი გახადა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების მიწოდება 20 ათასი STEM მასწავლებლისთვის და სკოლის დირექტორისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. 40-ზე მეტი ახალი TVET პროგრამა დაიწყო ინდუსტრიის სფეროსთან თანამშრომლობით. ეს არის ტექნიკური, პროფესიული, საგანმანათლებლო და ტრენინგის პროგრამები, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში პროფესიონალების მომზადებას ემსახურება. პირველად საქართველოს ისტორიაში, ამერიკულმა უნივერსიტეტმა, კერძოდ, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო STEM საბაკალავრო პროგრამა, რის შედეგადაც ჩვენ გვეყოლება 700 ქართველი კურსდამთავრებული სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომით. ისინი იქნებიან კონკურენტუნარიანი პროფესიონალები, რომლებიც მზად იქნებიან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი უდიდეს როლს ასრულებს საქართველოში სამუშაო ძალის განვითარებაში და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. ამ მიზნით, გათვალისწინებულია შრომის ბაზრის მოთხოვნები და ხდება საქართველოში სამუშაო ძალის კვალიფიკაციის მორგება ბაზრის მოთხოვნებზე. ყოველივე ეს სრულ თანხვედრაშია საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის 4 ძირითად მიმართულებასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს წარმოადგენს ჩვენი ბიუჯეტის და მთავრობის პრიორიტეტს და გამოხატულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებაში, ხოლო განათლება ნომერ პირველი პრიორიტეტია ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა, განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ისაუბრეს ზოგადი განათლების პროექტზე, რომლის ფარგლებში საქართველოში 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა ხორციელდება, ასევე - 20 ათასი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ პროგრამაზე.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა პროექტზე - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომლისთვისაც გამოყოფილია 16 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი, რათა საქართველოში განვითარდეს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ხელი შეეწყოს დასაქმებას.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ეს პროექტები, რომლებსაც აშშ-ისა და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 19:18

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი მიმდინარეობს. LIVE

გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 19:01

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ

როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გაგრძელებენ სწავლას.

11 სექტემბერი 2026, 18:50

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

11 სექტემბერი 2026, 18:45

რეგიონი

ლევან დარსალია: 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება

ზამთრის სეზონისთვის აუცილებელია მომზადება ბევრად ადრე დაიწყოს და შესაბამისად, ჩვენც წელს დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გუდაურში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.

11 სექტემბერი 2026, 18:35

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ წარმოადგინა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ილაპარაკა.

11 სექტემბერი 2026, 18:31

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში: ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება

ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რომლითაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

ბექა ფერაძე

11 სექტემბერი 2026, 18:20

საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიში პარლამენტში მოისმინეს

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომითი უფლებები იქნება დაცული. 2025 წლის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ თანმიმდევრულმა ზედამხედველობამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა კონკრეტული, გაზომვადი შედეგები მოიტანა, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებამ სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების მკვეთრი შემცირება უზრუნველყო,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

11 სექტემბერი 2026, 18:10

საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026-ის გამარჯვებული მასწავლებელი გამოავლინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ჯილდოს მფლობელი გახდა ამირან ხიმშიაშვილი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი.

თორნიკე ჭეიშვილი

11 სექტემბერი 2026, 18:09

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ჯერჯერობით რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება, რომ ბრიუსელი აპირებს გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით. შეიძლება გვქონდეს იმის განცდა და მოლოდინი, რომ მომავალშიც კვლავ გაგრძელდება არასერიოზული, აბსურდული ნარატივის ტირაჟირება მათი მხრიდან

ჯერჯერობით რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება იმასთან მიმართებით, რომ ბრიუსელი აპირებს გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

11 სექტემბერი 2026, 18:06

პოლიტიკა

პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა

„მსურს პარლამენტის სახელით ჩვენს დიასპორელებს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის საამაყოა და თითოეული ქართველისთვის იმედის მომცემია. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მომავალშიც ვიამაყებთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

11 სექტემბერი 2026, 18:05

სამართალი

სამართალდამცველებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. „იმედის“ ინფორმაციით, დაკავებას სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლები დაედო საფუძვლად. გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება 19:00 საათზე გაკეთდება.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 18:04

რეგიონი

რევაზ სოხაძე: დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული

დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“.

ზაალ ანჯაფარიძე

11 სექტემბერი 2026, 17:58

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მიილია ეს კვირაც და თუ მას ხელისუფლების და ჯერ კიდევ ზედაპირზე მოფართხალე რადიკალური ოპოზიციის პაექრობის კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, ჰოკეის ანგარიშით მოუგო

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის მიმდინარე პაექრობის თვალსაზრისით, გასული კვირა ხელისუფლების აშკარა უპირატესობით დასრულდა.

თორნიკე ჭეიშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:57

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია პირდაპირი ინტერვენცია, ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში

შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.

თორნიკე ჭეიშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:57

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს ერთგვარი თვითწმენდის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ

მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს ერთგვარი თვითწმენდის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას.

პაატა კეშელავა
გიორგი კალანდარიშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:56

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ.

11 სექტემბერი 2026, 17:55

ეკონომიკა

ნინო ჯელაძემ ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გამოფენაში მონაწილეობა და შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის საფინანსო სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას. მისივე თქმით, ღონისძიება ქართულ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.

ჰენა ვირკუნენი

11 სექტემბერი 2026, 17:49

მსოფლიო

ევროკომისარი ციფრული ტექნოლოგიების საკითხებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოდის

ევროკომისიის ციფრული ტექნოლოგიების ხელმძღვანელი ჰენა ვირკუნენი ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს

მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში, საკუთარ სამშობლოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

11 სექტემბერი 2026, 17:43

საზოგადოება

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და კრიოსფეროს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა და ამ მხრივ სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერება.