რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება
ფოტო: shutterstock.com
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო განმარტავს, რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება.
სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახი, რომელიც საჭოროებს სოციალურის დახმარების პროგრამაში ჩართვას, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს, რის საფუძველზეც რეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შესაძლებელია ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე (სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტის დროს).
სააგენტოს უფლებამოსილი პირის (სოციალური აგენტი) ვიზიტის დროს, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეივსება "ოჯახის დეკლარაცია", ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. დეკლარირებული ინფორმაცია დასტურდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში განთავსებისა და დადგენილი მეთოდოლოგიით დამუშავების შემდეგ ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს ოჯახის უფლებას რაიმე სახის ბენეფიტზე (ფულადი სოციალური დახმარება, და სხვა).
მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.
ფულად დახმარებას ოჯახი მიიღებს, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების შემდგომ, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან მეორე თვეს.
ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი, ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში), ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი, სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი, სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.
ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად პირმა უნდა მიმართოს "ლიბერთი ბანკს", სადაც ანგარიშის გახსნისა და პლასტიკური ბარათის დამზადების შემდეგ, ყოველთვიურად ჩაირიცხება კუთვნილი ფულადი დახმარება. (ანგარიშის გახსნა უფასოა).
ოჯახს არ აქვს უფლება, საარსებო შემწეობასთან ერთად, მიიღოს დევნილის ყოველთვიური შემწეობა.
ამასთან, სააგენტო განმარტავს, რა შეიძლება გახდეს ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფრომაციით, ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები შეიძლება იყოს: ოჯახის განცხადება, ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილება, ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება."- განმარტებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე.
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 04:24
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირი ალბანეთისგან რეაგირებას მოითხოვს - ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კურორტის პროექტი ევროპულ გარემოსდაცვით სტანდარტებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისიამ მოუწოდა ალბანეთს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს.
10 ივნისი 2026, 03:52
მსოფლიო
Axios: აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო
აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო. აღნიშნული ოპერაცია პასუხს წარმოადგენს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანული ძალების მიერ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის, Apache-ის ჩამოგდების ფაქტზე. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 03:20
მსოფლიო
POLITICO: ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს საღამოს შეერთებულმა შტატებმა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
10 ივნისი 2026, 03:15
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა რეგიონში აშშ-ის ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმა დაიწყო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ირანმა რეგიონში არსებული ამერიკული სამიზნეების მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.
10 ივნისი 2026, 03:10
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის არცერთი თავდასხმა არ დარჩება უპასუხოდ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან არცერთი თავდასხმა არ დარჩება „უპასუხოდ“.
10 ივნისი 2026, 03:06
მსოფლიო
ბელფასტში ადგილობრივზე თავდასხმას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა
ბელფასტში 9 ივნისს ანტიიმიგრაციული პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორშაბათს ადგილობრივ მცხოვრებ პირზე დანით თავდასხმა მოხდა. არეულობის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული თავდასხმის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ეჭვმიტანილი დაზარალებულზე ზის და მას დანით ჭრილობებს აყენებს.
10 ივნისი 2026, 02:01
მსოფლიო
ტრამპი ირანზე საპასუხო დარტყმების შესახებ: ვფიქრობ, პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია
ტელეკომპანია ABC News-ის მთავარი კორესპონდენტი ვაშინგტონში, ჯონათან კარლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს მართავდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების დაწყება გამოაცხადა.
10 ივნისი 2026, 01:53
მსოფლიო
მადიარი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ადრეც გარკვევით ვთქვი და ახლაც შემიძლია გავიმეორო - ჩვენ არანაირ ორმაგ სტანდარტს არ მივიღებთ, ვერ ვხედავთ დაჩქარებული გაწევრიანების აუცილებლობას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი კიევის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
10 ივნისი 2026, 01:31
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე საპასუხო დარტყმები დაიწყეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა, მთავარსარდლის განკარგულებით, დღეს, აღმოსავლეთის დროით (ET) 17:00 საათზე, ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს.
09 ივნისი 2026, 23:37
მსოფლიო
ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
გერმანიაში პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა - 2025 წელს მკვეთრად და თანმიმდევრულად იმატა როგორც პარტიების წარმომადგენლებზე თავდასხმებმა, ისე პოლიტიკური მოტივით ჩადენილმა დანაშაულებმა მოსახლეობაში, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია“.
09 ივნისი 2026, 22:43
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ
პარტია „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ.
09 ივნისი 2026, 22:38
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ დიპლომატიის ენა გვირჩევნია, თუმცა სხვა ენებზეც ვსაუბრობთ
უცხოური ძალები, რომლებიც ჩვენი ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებიან, მუდმივი რისკის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, ჩვეულებრივი უბედური შემთხვევების ან, შესაძლოა, ორმხრივ ცეცხლში მოყოლის გამო, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
09 ივნისი 2026, 22:20
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი „ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი
„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძის განცხადებას პასუხობს, რომლის თქმითაც, „ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ტყუილებში და არათანმიმდევრულობაში ჩემპიონი არის პარტია „ფედერალისტები“.
09 ივნისი 2026, 22:09
მსოფლიო
ზელენსკი: რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის
რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
09 ივნისი 2026, 22:04
საზოგადოება
ლევან მაისურაძე საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე: განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი
განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ.
09 ივნისი 2026, 21:56
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია განულების პირასაა. ჩვენ მათ პოლიტიკურ გასვენებას ვუყურებთ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს. იგი პროცესს ოპოზიციის პოლიტიკურ გასვენებას უწოდებს.
09 ივნისი 2026, 21:50
მსოფლიო
CNN: ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის არმიის ვერტმფრენი ირანულმა დრონმა ჩამოაგდო
ომანის სანაპიროსთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, აშშ-ის არმიის კუთვნილი Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და ინციდენტში ჩახედული წყაროების ცნობით, ვერტმფრენის ჩამოგდება ირანულმა დრონმა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 21:45
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის რეგიონული პროგრამების დირექტორ დუმიტრუ ლატიჩევსკის შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პროგრამების დირექტორს შეხვდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 21:44
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსზე: ამ ადამიანების ქმედებები, ინტერესები არანაირად თანხვედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ, ისიც დროებითი აღმოჩნდა და ვხედავთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.
09 ივნისი 2026, 21:39
ეკონომიკა
ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის რეიტინგზე: ეს არის ცივი შხაპი მათთვის, ვინც დღენიადაგ ცდილობს თეთრზე თქვას შავი, სწორ ინფორმაციაზე თქვას არასწორი და დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია
ეს არის ცივი შხაპი მათთვის, ვინც დღენიადაგ ცდილობს თეთრზე თქვას შავი, სწორ ინფორმაციაზე თქვას არასწორი ინფორმაცია, დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია კონკრეტული პოლიტიკური ამოცანიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გამჭვირვალობის რეიტინგის შეფასებისას.


