imedi /  22 აგვისტო 2018, 17:58 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რეფორმებს იწონებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს სტატია მიუძღვნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოში განხორციელებული რეფორმის შესახებ ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო ბერძული, რომელიც ამჟამად „ჯანმოს“ ევროპის რეგიონის სქესობრივი და რეპროდუქციული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელია.

„ჯანმოს“ შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, როგორც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ასრულებს ანტენატალური მოვლის მიმართულებით ჯანმოს მიერ 15 წლის განმავლობაში მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემუშავებულ რეკომენდაციებს.

ინტერვიუში ნინო ბერძული განმარტავს, თუ როგორ შეძლო საქართველომ ისეთი პოლიტიკის შექმნა, რომელიც მომავალ დედებს ხარისხიანი და პაციენტზე ორიენტირებული სერვისებით უზრუნველყოფს.

„საქართველომ გადადგა ეს ნაბიჯი და ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებადი ვიზიტების რაოდენობა 4-დან 8-მდე გაიზარდა, რამაც ორსულსა და ნაყოფზე სისტემატური მონიტორინგის შესაძლებლობა შექმნა.

პოლიტიკის ამ ცვლილების შედეგად ჩვენი მოლოდინია, რომ შემცირდება ორსულთათვის ფინანსური ბარიერი, რადგან ცვლილებამდე მათ უწევდათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 4 ვიზიტის გარდა არსებული სხვა ვიზიტების საკუთარი ხარჯებით დაფარვა.“- განაცხადა ნინო ბერძულმა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ჩატარდა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების ღრმა ანალიზი, რაც მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდა რეფორმის განხორციელების საჭიროებისათვის. კვლევამ ასევე გამოავლინა ანტენატალური სერვისებით ორსულების არათანაბარი მოცვის მიზეზები. რეფორმა ვერ განხორციელდებოდა, რომ არა მჭიდრო კომუნიკაცია და კონსულტაციები ამ დარგის პროფესიონალებთან, როგორებიც არიან ამ დარგის ეროვნული ექსპერტები და პროფესიული ასოციაციები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე დაინტერესდა განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტების შეფასებით, რომელიც ცალსახად დადებითი აღმოჩნდა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ექიმი კონსტანტინე ბოჭორიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ჰქონდა შეხება ახალ პოლიტიკასთან.

„ჩვენი ძირითადი მიზანი არის დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება და გართულებების დროული გამოვლენა. ცვლილებებამდე სოფლად მცხოვრები პაციენტების უმრავლესობას არ ჰქონდათ სერვისის სრულად მიღების შესაძლებლობა, რამდენადაც მათ თავად უწევდათ თანხის გადახდა. ახლა მათ უკვე შეუძლიათ ხშირად განახორციელონ ვიზიტი ექიმთან და ამისთვის თანხა არ გადაიხადონ.

პაციენტებს შეუძლიათ თავიანთ პრობლემაზე ისაუბრონ და ექიმსაც ეძლევა შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს მათზე რეაგირება.“ ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ექიმი კონსტანტინე ბოჭორიშვილი.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2022, 14:08

თავდაცვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თეონა აქუბარდიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსთან, დავით ფერაძესთან შეხვედრა გამართეს.

25 იანვარი 2022, 14:04

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 355 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 71 709 180 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 868 512 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვით მეორე ადგილზე საფრანგეთია (16 917 8464), მესამეზე კი ინდოეთია (39 799 202).

ირაკლი ღარიბაშვილი

25 იანვარი 2022, 13:51

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვალშიც გაგრძელდება, ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღინიშნა, რომ ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი არ იზრდება, რაც „ომიკრონის“ შტამის საკმაოდ სუსტ მიმდინარეობაზე მიუთითებს. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, საფრთხე მაინც მაღალია, განსაკუთრებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციას და ორჯერადად ვაქცინირებული პირების ე.წ ბუსტერ დოზით აცრას.

25 იანვარი 2022, 13:35

მსოფლიო

კამერუნში, საფეხბურთო მატჩზე დასწრების მცდელობისას, ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია

კამერუნში, სადაც აფრიკის ერთა თასის მატჩები იმართება, ერთ-ერთ თამაშზე დასწრების მცდელობისას, მოედნის შესასვლელთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა. მათგან ერთი ბავშვია. დაშავებულია 38 პირი.

25 იანვარი 2022, 13:23

COVID19

პირები, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ ტესტი არ გაუკეთებიათ და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირები, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ ტესტი არ გაუკეთებიათ და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებენ.

25 იანვარი 2022, 13:18

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 143 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.790 პროცენტით, მაქსიმალური 9.820 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.795 პროცენტით განისაზღვრა.

25 იანვარი 2022, 13:15

საზოგადოება

რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა, რომ თავიდან აიცილონ ელექტროენერგიის დავალიანების დაგროვება

დეკემბერში აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლამ აბონენტებისთვის ორი ქვითრის დაგზავნა გამოიწვია. მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე, დეკემბრის მეორე ქვითრის გადახდის ვადა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, იანვრის ბოლომდე გადავადდა.

ზურაბ ქადაგიძე

25 იანვარი 2022, 12:53

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: დიდი ხანია გუბაზი პირდაპირ სააკაშვილის რუპორად არის ქცეული. სწორედ, გუბაზის პირით შეუთვალა ოპოზიციას მიშამ, რომ არიან ნულები და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ

როგორც გაფუჭებული საათი დღე-ღამეში ორჯერ აჩვენებს ზუსტ დროს, ხანდახან გუბაზის მსგავსი უპრინციპო პოლიტიკოსებიც ამბობენ სიმართლეს. თუმცა, აქ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ეს უგვანო რას ამბობს, იმას აქვს მნიშვნელობა, რატომ ამბობს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას „ნულების პარადი“ უწოდა.

გუბაზ სანიკიძე

25 იანვარი 2022, 12:49

პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძე ოპოზიციაზე: ნულების პარადია, ჩემ თავსაც ვგულისხმობ

„ნულების გადანაცვლებით, ნულების პარადია... ჩემ თავსაც ვგულისხმობ, ვინმეს კი ნუ ეწყინება“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „TV პირველის“ ეთერში, „რეაქციაში“ სტუმრობისას.

25 იანვარი 2022, 12:48

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონს კიდევ სამი განახლებული სპორტული მოედანი შეემატა

ნაძალადევის რაიონში სამი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეკეთდა კიდევ სამ მინი სტადიონზე. სპორტულ მოედნებზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 160 000 ლარი დახარჯა.

ბექა დავითულიანი

25 იანვარი 2022, 12:42

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე: თითქოს შურთ, რომ კონფლიქტი აქ არ არის და უკრაინაშია

ყველაფერს აკეთებ, რასაც შენგან საერთაშორისო საზოგადოება, შენი მეგობარი ხალხი და ქვეყანა, უკრაინა ელის, ამ დროს ოპოზიცია გეუბნება - ასე არა, რაღაც ქენი, თითქოს შურთ, რომ კონფლიქტი აქ არ არის და იქ არის - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

25 იანვარი 2022, 12:42

რეგიონი

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

„აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება სოფელი ბოძაურისა და ტაბახმელას შემოვლითი გზით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით. ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გასტანს. გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა კვლავ გადმოერთვება ცენტრალურ გზაზე“, - აღნიშნული დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამირან გამყრელიძე

25 იანვარი 2022, 12:42

COVID19

ამირან გამყრელიძე: უნივერსიტეტები გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად იღებენ

უნივერსიტეტები გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად იღებენ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

25 იანვარი 2022, 12:36

კულტურა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და მწერალთა სახლის საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, თბილისს ნანტელი მწერალი ეწვია

სოფი მერსერონი, წლების განმავლობაში, თეატრის მსახიობი იყო პარიზსა და ნანტში, 2006-2009 წლებში კი დააარსა და ხელმძღვანელობდა, ლიტერატურულ შემოქმედებით სივრცე, L'Ogre à Plumes-ს. წერს პიესებს თეატრალური დადგმებისთვის.

შეინ ლი ბრაუნი/შეინ ნილ ბრაუნი

25 იანვარი 2022, 12:34

მსოფლიო

ნევადაში პოლიციელებს შავკანიანი ახალგაზრდა მასზე ორჯერ უფროს თეთრკანიან ეჭვმიტანილში აერიათ და დააპატიმრეს

ახლა ახალგაზრდა ბრაუნი პოლიციას უჩივის და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხას ითხოვს. ლას-ვეგასის პოლიციაში კი ამტკიცებენ, რომ შავკანიანი ვადაგასული მართვის მოწმობის გამო დააკავეს და შეინ ნლ ბრაუნის ფაქტორზ კომენტარს არ აკეთებენ.

ამირან გამყრელიძე

25 იანვარი 2022, 12:31

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღეს საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ თებერვლიდან, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბჭოს ახალი წინადადებით მიმართეს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მომდევნო თვიდან, უსიმპტომო პირების სწრაფი და PCR-ტესტებით შემოწმება დროებით უნდა შეჩერდეს.

ჯო ბაიდენი

25 იანვარი 2022, 12:27

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს კრიტიკული კითხვის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეარხ Fox News-ის ჟურნალისტს, პიტერ დუსის კრიტიკული კითხვის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2022, 12:20

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი არის ძალიან დაბალი - 1, ან 2%

ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი „ომიკრონის“ შემთხვევაში არის ძალიან დაბალი - 1, ან 2%. ჩვენ დღეს ვართ დაახლოებით 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე და ამ პირობებში, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 55% თავისუფალია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, მოიმატებს თუ არა შემთხვევების რაოდენობა, ამის პროგნოზირება რთულია.

ამირან გამყრელიძე

25 იანვარი 2022, 12:19

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 53%-მდე გაიზარდა

„ცოტა მიხარია, რომ ბოლო მონაცემებით [პირბადის ტარების მაჩვენებელი] 53%-ზე არის ასული. ანუ, ხალხი ოდნავ შეშინდა, ვიგრძენით, რომ პირბადეს მართლა აქვს დაცვა. 53%-დან თუ 80-სა და 90-ზე ავალთ, კიდევ უფრო შედარებით მშვიდად გადავიტანთ ამ ტალღას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

25 იანვარი 2022, 12:19

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევების დაახლოებით 90% „ომიკრონს“ უკავშირდება

„ომიკრონის“ ცირკულაცია მომატებულია ქვეყანაში - ჩვენი გათვლებით დაახლოებით 90% უკვე გახლავთ „ომიკრონი“ , რაც ცირკულირებს ყველა დადებით შემთხვევაში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.