imedi /  26 ივნისი 2018, 13:46 / სანდო წყარო

იუსტიციის მინისტრი დროებითი მთავრობის პირველ სხდომას არ დასწრებია

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი დროებითი მთავრობის პირველ სხდომას არ დასწრებია.

ოფიციალური ინფორმაციით, თეა წულუკიანი რამდენიმე დღით ქალაქიდან არის გასული, თუმცა უცნობია აქვს თუ არა ოფიციალური შვებულება დაწერილი.

მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით პირველ სხდომას იუსტიციის სამინისტროდან მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა. სარჯველაძემ არ დააკონკრეტა, რატომ არ იყო წულუკიანი სხდომაზე.

სამთავრობო ცვლილებების ფონზე, მედიაში საუბრობენ იმის შესახებ დარჩება თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბახტაძის საბოლოო მინისტრთა კაბინეტში. უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ღიად აცხადებს, რომ წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა მისი კოლეგებისა და თანაგუნდელების ნაწილი ჭიჭინაძის მოსაზრებას არ ეთანხმება. ამასთან, 24 ივნისს თანამდებობა დატოვა თეა წულუკიანის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ. 

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურა დღეს წარადგინა, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროში გაერთიანდება. 

საქართველოს პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა. 

ყველა სიახლე

01 აპრილი 2020, 15:50

ვიდეო

თბილისის მიკროავტობუსი იმ ორგანიზაციების პერსონალს მოემსახურება, რომლებიც კარანტინის პირობებში მუშაობენ

01 აპრილი 2020, 15:50

COVID19

ვახტანგ გომელაური: დღეს უფრო მეტი პოლიციელი დგას საოკუპაციო ზოლზე ვიდრე აქამდე

საოკუპაციო ხაზი მოვინახულეთ. სიმშვიდეა. დღეს უფრო მეტი პოლიციელი დგას საოკუპაციო ზოლზე ვიდრე აქამდე., - ამის შესახებ ჟურნალისტებს შიდა ქართლის რეგიონში ვიზიტისას განუცხადა.

თელავი

01 აპრილი 2020, 15:46

COVID19

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით კიდევ ერთი პაციენტი გადაიყვანეს

თვითიზოლაციაში მყოფი ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით და საეჭვო სიმპტომებით ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მას შესაბამისი ანალიზები აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნეს.ამავე კლინიკაში საკარანტინო ზონიდან დღეს ორი შუახნის კაცი გადაიყვანეს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 15:39

საზოგადოება

დავით ბაქრაძე: კომუნალური ვაუჩერების გაცემა ხელისუფლების მხრიდან სწორი ნაბიჯია

„კარგია, დაგვიანებით, მაგრამ ხელისუფლებამ დაიწყო კონკრეტულ ინიციატივებზე საუბარი, მაგრამ მიგვაჩნია რომ ეს არ არის საკმარის და ხელისუფლებას ვთავაზობთ, დამატებით ნაბიჯებზე იფიქროს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

შავი ხვრელი

01 აპრილი 2020, 15:36

ტექნოლოგიები

ასტრონომებმა შავი ხვრელების ევოლუციის „დაკარგული რგოლი“ იპოვეს

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომები ვარაუდობენ, რომ საშუალო ზომის შავი ხვრელი შეამჩნიეს მაშინ, როცა მან ახლომდებარე ვარსკვლავი გაანადგურა. შავი ხვრელი ტესლსკოპ „ჰაბლის“ მეშვეობით აღმოაჩინეს. ამ ობიექტების პოვნა რთულია, რადგან ისინი დიდ და სუპერმასიურ შავ ხვრელებზე ნაკლებად აქტიურობენ.

01 აპრილი 2020, 15:22

რეგიონი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მან ჯერ პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ლაშა გოგიაშვილი დანიშნა, ამის შემდეგ კი საკუთარი სურვილით სამსახურიდან წავიდა.

01 აპრილი 2020, 15:19

ეკონომიკა

Bloomberg: ნავთობის ბაზრებს აპოკალიფსი ემუქრება

ამის მიზეზი ოპეკის გადაწყვეტილებაა და ასევე ნედლეულზე მოთხოვნის შემცირებაა. ამ თემზე bloomberg ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.

მარიამ ქვრივიშვილი

01 აპრილი 2020, 15:14

COVID19

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან, - ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2020, 15:09

COVID19

„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის

„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის. დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები მათთვის განკუთვნილ გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ. ფოსტის კურიერებმა აღნიშნული სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დაარიგეს, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე მოწერელია

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

სამეგრელოს-ზემო სვანეთის გუბერნატორი: ვაფრთხილებ ბაზრების მოვაჭრეებს, თუ რეკომენდაციებს არ შეასრულებენ, აგრარული ბაზრები დაიხურება

ხვალიდან თუ კი თითოეული ჩვენი მოვაჭრის მიერ არ მოხდება იმ რკომენდაციების გათვალისწინება და შესრულება, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს გაცემული, მაშინ ჩვენ მივიღებთ აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს სამეგრელოში აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განუცხადა. ზუგდიდის აგრარულ ბაზარში „ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფს უკონტროლო სიტუაცია დახვდა. მოქალაქეების დიდ ნაწილს პირბადეები ეთათ, თუმცა ისინი ვაჭრობის დროს დისტანციას არ იცავენ. დახლებთან 5-ზე მეტი ადამიანი ერთდროულად იმყოფებოდა. „ქრონიკის“ კამერის გამოჩენის შემდეგ ბაზრობის დირექციამ მოუწოდა მოქალაეებს, დაიცვან დისტანცია. მოქალაქეების ნაწილი აცხადებდა, რომ დისტანციის დაცვა აუცილებელია, თუმცა უმეტესობა ამას არ აკეთებს.

თბილისის რესპუბლიკური

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 პაცინეტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

„ამჟამად კლინიკაში 46 პაციენტი იმყოფება, აქედან 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია. 2-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 3-პაციენტი არის მძიმე. ეს სიმძიმე განპირობებულია ორმხრივი პნევმონიით და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. დღეს ველოდებით 9 პაციენტის ანალიზის პასუხს, მაგრამ ანამნეზის მიხედვით ვფიქრობთ, რომ არაფერი არ იქნება. ჩვენი 46 პაციენტიდან 19 ქალია, 27 კაცი და მათი ასაკი 25-იდან 45 წლამდე მერყეობს“, - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

გერმანიის პრეზიდენტი კორონავირუსთან საბრძოლველად გლობალური ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის

შტაინმაიერი, იორდანიის მეფე აბდულა მეორე, სინგაპური, ეთიოპიის და ეკვადორის პრეზიდენტები ჰალიმა იაკობი, სალე-ვორკ ზიუდე და ლენინ მორენ გარკესი მიიჩნევენ, რომ პრობლემის გლობალური გადაწყვეტა ყველას ინტერესებშია.

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

ამერიკის საელჩო საქართველოს სასწრაფო დახმარების პერსონალს მადლობას უხდის

„COVID-19-თან ბრძოლა მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს. ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება. დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

01 აპრილი 2020, 15:01

ვიდეო

რა ვითარებაა სამეგრელოში

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

იმერეთში კორონავისრუსის ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

უკვე მეორე დღეა გადაკეტილია გორის ყველა გასასვლელი

01 აპრილი 2020, 14:58

ვიდეო

ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები მკაცრად ამოწმებენ ქალაქში შესასვლელებს

01 აპრილი 2020, 14:55

საზოგადოება

ვერაზე მაჭავარიანის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაცით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 1 900 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

01 აპრილი 2020, 14:45

COVID19

საქართველოს ბანკი ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს

საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის, რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ბანკი ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

01 აპრილი 2020, 14:34

პოლიტიკა

ხვალ ნატოში საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი ღონისძიებების პაკეტს დაამტკიცებენ

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგერბმა ონლაინ პრესს-კონფერენციის ფარგლებში „ქრონიკას“ განუცხადა, „ახალი ღონისძიებები ეხება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეტ ერთობლივ წვრთნებს. ნატო აგრძელებს საქართველოს დახმარებას პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე“.