imedi /  12 ივლისი 2018, 14:44 / სანდო წყარო

რას საქმიანობდნენ ხადის ხეობაში მოკლული ამერიკელები საქართველოში

რაიან და ლორა სმითები

რაიან და ლორა სმითები

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მწყემს მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 11 ივლისს შეუფარდა. სასამართლოს დარბაზში ბრალდებულმა თქვა, რომ სმითების ოჯახი მას არ მოუკლავს, არამედ "ორი უცხოელი კაცი იყო, მათ დახოცეს", მწყემსს კი "დედამაშვილების მოკვლით დაემუქრნენ". მოგვიანებით, კობაურის ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებულს არა "ორი უცხოელი"-ს, არამედ "ორი უცხო კაცის" თქმა სურდა.

სმითების საქართველოში საქმიანობის შესახებ „რადიო თავისუფლებამ“ ვრცელი მასალა მოამზადა.

ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ ხადის ხეობაში მოკლული რაიან და ლორა სმითები?

ისინი საქართველოში წლების წინ ჩამოვიდნენ და მარნეულში დასახლდნენ, სადაც მცირე ბიზნესი წამოიწყეს: ლორა სმითი ინგლისურს ასწავლიდა, რაიან სმითს კი ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა. იმ სოფლებში, სადაც ორნამენტებიან ხალიჩებს ტრადიციული მეთოდით ქსოვენ, პერიოდულად ტურისტებიც დაჰყავდა, რომლებსაც უფრო ახლოს აცნობდა ქართულ და აზერბაიჯანულ ტრადიციებს. საქართველოში მათი საქმიანობის შესახებ მასალა "რადიო თავისუფლებამ" მოამზადა.

რა იყო საქართველოში სმითების ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი

"რადიო თავისუფლების" ცნობით, სმითების ოჯახის საქართველოში დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური ტრაგედია იყო. მათ არ სურდათ დაეტოვებინათ პირველი შვილის საფლავი, რომელიც საქართველოში ცხოვრების პირველ წლებში შეეძინათ და აქაა დაკრძალული. ხადის ხეობაში მოკლული 4 წლის ბავშვი მათი მეორე შვილი იყო. 

რას საქმიანობდა სმითების ოჯახი საქართველოში ჩამოსვლამდე

საქართველოში ჩამოსვლამდე რაიანი აზერბაიჯანში ცხოვრობდა. როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, რაიანის მიერ დაარსებული კომპანიის reWoven-ის ვებგვერდზე წერია, რომ რაიანმა ამერიკის შეერთებული შტატები 2002 წელს დატოვა და აზერბაიჯანში გადავიდა საცხოვრებლად, აზერბაიჯანი კი "მოგზაურობისა და უცნობ კულტურათა აღმოჩენის” სიყვარულის გამო არჩია. ამასთან, არსებული ინფორმაციით რაიანი სრულყოფილად ფლობდა აზერბაიჯანულ ენას. 

ხალიჩების ბიზნესიც სწორედ ბაქოში წამოიწყო, თუმცა 2005 წელს “გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა” მას სამშობლოში დაგეგმილზე ადრე დაბრუნება აიძულეს. სამშობლოში ის ხვდება ლორას და ქმნიან ოჯახს. რაიანს ჰყავს ტყუპისცალი ძმა, რომელიც ამავე ბიზნესით არის დაკავებული.

რას საქმიანობდნენ სმითები საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ

2012 წელს ლორა და რაიან სმითებმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს და ორმაგი მოქალაქეები გახდენენ.  გასული სამი წლის განმავლობაში სმითები მხოლოდ ერთხელ იყვნენ აშშ-ში წასულები. ამასთან, 2011 წელს ერთ-ერთ ევანგელისტურ ვებგვერდზე წერია, რომ სმითები სხვა რამდენიმე პირთან ერთად, რომლებიც ასევე სამშობლოდან შორს, სხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ, ბავშვების ქრისტესთან მიმყვან მისიონერებად არიან მოხსენიებულები. ​

ვებგვერდის თანახმად, სმითები საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ეხმარებიან შემდეგი პროექტებით: - “ახალგაზრდები მისიით” და “ათასწლეულის განვითარების სერვისები.” ისინი ცდილობენ სახარება ადგილობრივ აზერბაიჯანელებს გაუზიარონ. ლორა ინგლისური ენის მასწავლებელია, რაიანი კი ადგილობრივი თემის დასახმარებლად საჭირო ახალი გზების მუდმივ ძიებაშია.

რაიან სმითი მარნეულში საბავშვო მოედნის მოწყობას აპირებდა და სურდა, რომ ის ქრისტეს სახელის ყოფილიყო. მაგრამ მარნეულის მერიაში პარკის მოწყობაზე ნებართვა ვერ მიიღო. რადიო თავისუფლების ცნობით, პარკის მოწყობაზე უარის თქმის ოფიციალური მიზეზი დაფინანსების წყაროების საეჭვოობა და შერჩეული ადგილის ნაკლები გამწვანება იყო, თუმცა ადგილობრივები ეჭვობენ, რომ პარკისთვის ღმერთის სახელის დარქმევამ შეაფერხა ეს პროცესი.

"რადიო თავისუფლება" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ  მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების თქმით, რაიან სმითი უშიშროების სამსახურის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა მისი საქმიანობის გამო, რომელიც ეჭვებს აჩენდა და ასეთი პირისთვის ქალაქის ცენტრში პარკის მოსაწყობად ტერიტორიის გადაცემა არ გამოვიდოდა.

სმითების ახლობლები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ და აქვე ხაზს უსვამენ რაიან სმითის ძლიერ აღნაგობას. როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, სმითების ნაცნობების თქმით, ერთ ადამიანს მასთან გამკლავება გაუჭირდებოდა და ეჭვობენ, რომ ტრაგედიას შესაძლოა ერთზე მეტი დამნაშავე ჰყავდეს.

ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულ მწყემს მალხაზ კობაურს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება. საქმის ძიების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროც (FBI) ჩაერთო.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 4 სექტემბერს, 14:00 სააათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 12:11

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ღიმილის მომგვრელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარე თუ შიდა მოწინააღმდეგეთა „დოგმატური პოსტულატები", რომ სოხუმისა და ცხინვალის საკითხების გადახედვას ადგილი არ ექნება „არასდროს"

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთან, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, შექმნილი ვითარება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დიდი სახელმწიფოების შესაძლო მოლაპარაკებების ფონზე კუნძული შეიძლება იქცეს გავლენების გაძლიერების, ან შემსუბუქების ბერკეტად.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 12:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას!

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

გარეთ ოურდი

26 თებერვალი 2026, 11:50

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩი მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის გამო ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს

დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:47

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კონფლიქტი კონფლიქტად რჩება, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და მოლაპარაკებები აქვს ერთადერთ ფორმატში - ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, სადაც საქართველოსთან ერთად წარმოდგენილია აშშ, გაერო, ეუთო, ევროკავშირი.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვას ელოდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:41

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების ძალიან კარგი მაგალითია

„მოსკოვის მექანიზმი“ ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენება. 23-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან მიმართებაში აამოქმედოს „მოსკოვის მექანიზმი“, დანიშნოს მომხსენებელი და დაწეროს ანგარიში. ამ ანგარიშის სულისკვეთება უკვე ცხადია, როგორი იქნება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:41

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ძალიან ნაკლებად ვხედავთ რეალობის აღქმის და იმის სურვილს, რომ რეალობის გათვალისწინებით წარიმართოს მუშაობა - დღევანდელ ბრიუსელში ჯერ კიდევ მძლავრია სურვილი, შეიქმნას რაღაც პარალელური რეალობები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატიის მიდგომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რეალურ სურათს არ ეფუძნება.

26 თებერვალი 2026, 11:41

ეკონომიკა

საქპატენტმა მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა დანერგა

2 მარტიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტში“ მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ახალი სისტემა მომხმარებელს სთავაზობს გადახდის განხორციელების უფრო სწრაფ, მარტივ და ეფექტიან პროცესს. უწყების მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება.

26 თებერვალი 2026, 11:40

პოლიტიკა

„აფბა“ : ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა

ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა - თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან, - ვკითხულობთ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი

უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის განვითარებაში

ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, მათი და ჩვენი ინტერესები ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და კიდევ უფრო დავაახლოოთ პოზიციები, უფრო უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი სწორედ ამ კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერში”.

ვიქტორ ორბანი

26 თებერვალი 2026, 11:37

მსოფლიო

ორბანი ზელენსკის ღია წერილით მიმართავს: 4 წლის განმავლობაში მუშაობთ იმისთვის, რომ აიძულოთ უნგრეთი ჩაებას ომში თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის. ამ დროის განმავლობაში მიიღეთ მხარდაჭერა ბრიუსელისგან და უნგრეთის ოპოზიციისგან

„ჩვენ, უნგრელი ხალხი, არ ვართ პასუხისმგებელი იმ სიტუაციაზე, რომელშიც უკრაინა იმყოფება. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა. ჩვენ არ გვსურს ომის ძალისხმევის დაფინანსება და არ გვსურს ენერგიაში მეტის გადახდა. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გახსნათ ნავთობსადენი „მეგობრობა“ და თავი შეიკავოთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ნებისმიერი შემდგომი თავდასხმისგან. მეტი პატივისცემა უნგრეთს!“, - წერს ორბანი.

26 თებერვალი 2026, 11:35

პოლიტიკა

მესამე დღეა ტელეკომპანია „იმედს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან არ აქვს პასუხი კითხვებზე, თუ რეალურად რის გამო განხორციელდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა

მესამე დღეა ტელეკომპანია „იმედს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან არ აქვს კითხვებზე პასუხი, თუ რეალურად რის გამო განხორციელდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.

26 თებერვალი 2026, 11:31

ჯანდაცვა

ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო - ქირურგებმა ბავშვს რთული ოპერაცია ჩაუტარეს

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევის შემდეგ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

26 თებერვალი 2026, 11:20

სამართალი

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულთა პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში 10 ბრალდებულის პროცესზე დღეს ბრალდების მოწმეები გამოიკითხებიან. მათ შორის, გამოიკითხება გამომძიებელი, რომელმაც ადგილი დაათვალიერა.

დავით მათიკაშვილი

26 თებერვალი 2026, 11:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა ამორფული მოცემულობაა. ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ

ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ, ამით ცდილობენ საკუთარი ძალმომრეობითი პოლიტიკა გაამართლონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

26 თებერვალი 2026, 11:14

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ის დღის წესრიგი, რომელიც ბრიტანეთს შეეთავაზა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებებში, რაც „იმედთან“ ერთად „პოსტივისაც“ ეხება, არის მეხუთე კოლონის, ქართველი მოღალატეების დამსახურება

ის დღის წესრიგი, რომელიც ბრიტანეთს შეეთავაზა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებებში, რაც „იმედთან“ ერთად „პოსტივისაც“ ეხება, არის მეხუთე კოლონის, ქართველი მოღალატეების დამსახურება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.

26 თებერვალი 2026, 11:14

მსოფლიო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ბრიტანულმა კომპანიებმა გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 8 მილიარდი დოლარის ოდენობით ივაჭრეს

საერთაშორისო წნეხის მიუხედავად, რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე სულ მცირე 8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International Russia ავრცელებს.

26 თებერვალი 2026, 11:01

მსოფლიო

Politico: თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ირანს პირველი ისრაელი დაარტყამდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლები ფიქრობენ, უკეთესი იქნებოდა, თუ ირანს ჯერ ისრაელი დაარტყამდა, ხოლო შემდეგ ამერიკა. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია

26 თებერვალი 2026, 11:00

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „მონაკოს“ გაუტანა⚽

კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქი კარი 66-ე წუთზე აიღო. მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ხვალ, კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.