imedi /  14 ივლისი 2018, 01:04 / სანდო წყარო

ვინ არიან სიაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპირისპიროდ შექმნეს

სოხუმი

სოხუმი

ოკუპირებულ სოხუმში ადგილობრივმა აქტვისტებმა ორგანიზაციიდან „არუაა“ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის და მთავრობის სახელზე მიმართვა გამოაქვეყნეს და მათ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის საპასუხოდ საქართველოს მოქალაქეების „შავი სიის“ მიღებას სთავაზობენ. „არუუა“-მ, რომელიც პოზიციონირებს როგორც „აფხაზეთის ხალხის 1992-1993 წლების სამამულო ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია“, თავის „დოკუმენტს“ „ქართული სპეცსამსახურბის მიერ მოკლული და მოტაცებული ადამიანების პატივსაცემად“ „ხიშბა-სიგუას სია“ უწოდა.   

სიაში 26 ადამიანია. მათ შორის ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნებიც:

„1. ახალაია ბაჩო - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
2. ახალაია სოსო - ოკუპაციური საოკუპაციო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი
3. ბათიაშვილი ირაკლი - საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი
4. ბიგვავა სლავიკი - დევერსიულ-ტერორისტული ჯგუფის „ტყის ძმების“ ლიდერი
5. ბულისკერია ავთონდილი - დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრი
6. გამისონია რობერტი - დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრი
7 გოგავა ზაზა - ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი.
8. გოლანძია ბეჟანი - საქართველოს შსს-ს თანამშრომელი
9. ირაკლი ოქრუაშვილი - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
10. კაკულია ზაზა - საქართველოს შსს-ს თანამშრომელი 
11. ქარდავა მეგისი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი
12. ყარყარშვილი გიორგი
13. კეზერაშვილი დავითი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2008 წელს
14. თენგიზ კიტოვანი - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
15. მამუკა ყურაშვილი - ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო კონტიგენტის ოპერაციების ხელმძღვანელი  
16. ლაკაევი იუსუფი - ტერორისტი
17. მერაბიშვილი ვანო - საქართველოს შს ყოფილი მინისტრი
18. ნიორაშვილი დავითი - ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილე. 2008 წლის ომისთვის დაჯილდოებულია „წმინდა გიორგის“ უმაღლესი ორდენით 
19. ფონიავა ემზარი - დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრი
20. სააკაშვილი მიხეილი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
21. სამუშია ალიკი - დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრი
22. თოფურია ბესიკი - საქართველოს შსს-ს თანამშრომელი
23. ხარჩილავა ომარი - დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრი
24. ჩანგელია მანუჩარი - საქართველოს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი
25. შამათავა რომანი - საქართველოს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი
26. შენგელია დავითი - დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის „ტყის ძმების“ ლიდერი"

„არუუა“ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას ამ სიის უახლოეს მომავალში განხილვას სთხოვს და პროექტს ქართული მხარის ქმედებებზე იძულებით პასუხს უწოდებს.   

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი მოხვდა. ამ ფაქტს ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი 27 ივნისს გამოეხმაურა და საქართველოს მთავრობის ქმედებას დესტრუქციული უწოდა.

2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

გიგა ოთხოზორია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საპასუხოდ საკუთარი „შავი სიის“ შექმნით დაიმუქრა ოკუპირებული ცხინვალიც. 

ყველა სიახლე

29 აგვისტო 2026, 13:14

საზოგადოება

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის

29 აგვისტო 2026, 13:00

რეგიონი

სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

29 აგვისტო 2026, 13:00

მსოფლიო

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 12:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.

დიმიტრი მედვედევი

29 აგვისტო 2026, 12:37

მსოფლიო

მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.

29 აგვისტო 2026, 12:14

მსოფლიო

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.

ალექსეი არესტოვიჩი

29 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 11:29

მსოფლიო

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ნოდარ გიორგიძე

29 აგვისტო 2026, 11:20

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.

29 აგვისტო 2026, 11:04

რეგიონი

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

29 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:55

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:50

სამართალი

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

29 აგვისტო 2026, 10:47

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

29 აგვისტო 2026, 10:44

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 10:39

რეგიონი

სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება

ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.

29 აგვისტო 2026, 10:33

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა

სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.

მარკო რუბიო

29 აგვისტო 2026, 10:21

მსოფლიო

რუბიო აშშ-სა და ვენესუელის სანავთობო გარიგებაზე: ეს შეთანხმება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელასთან ნავთობის შესახებ დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარიგება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის.

დავით ჩხეიძე

29 აგვისტო 2026, 10:13

პოლიტიკა

რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები? რა თქმა უნდა, ღირს

რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 09:30

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელის ნავთობზე კონტროლი დაამყარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვენესუელის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის წყალობითაც აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელურ ნავთობზე კონტროლი დაამყარა.