imedi /  22 აგვისტო 2018, 20:43 / სანდო წყარო

რა იქნება ანგელა მერკელის მთავარი გზავნილი საქართველოში ვიზიტისას

რა იქნება გერმანიის კანცლერის მთავარი გზავნილი თბილისში ვიზიტისას. ანგელა მერკელი სამხრეთ კავკასიურ ტურნეს ხვალ სწორედ საქართველოდან იწყებს.

ქართული მხარისთვის მთავარი თემები ოკუპაცია და ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაა. ანგელა მერკელი ხვდება პრემიერს, პრეზიდენტს, საპარლამენტო ოპოზიციას.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა სტუდენტებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ყველა სიახლე

21 მაისი 2022, 20:02

სამართალი

პოლიციამ თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა“.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:36

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი სურვილია, რომ მიმდინარე სამუშაოები პირადად მოვინახულო ყველგან რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა და ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება, ეს არის ჩვენი ამოცანა და პირდაპირი ვალდებულება

ჩემი სურვილია, რომ მიმდინარე სამუშაოები პირადად მოვინახულო ყველგან რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:34

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი დოკუმენტი, რაც განსაზღვრავს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას, არის ასოცირების შეთანხმება, რომელზეც ხელმოწერის პატივი მე მხვდა წილად

ჩვენმა მთავრობამ, თუ რაიმე გააკეთა რომელიმე მთავრობამ ერთად აღებული ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ყველაზე მეტი გავაკეთეთ; შეგახსენებთ, რომ ბატონი ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ევროკავშირის გზაზე ჩვენ ყველაზე დიდ პროგრესს მივაღწიეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, სააკაშვილის დროს - 3 000, 4 000, იყო შემთხვევები 5 000 განცხადებაც კი შესულა სტრასბურგში, აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ

„ამიტომ, ეს რეალობა, ეს კონტრასტი, რაც დღეს მივიღეთ, საშინელი პერიოდი იყო და დღეს, რეალურად გვაქვს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, საზოგადოების, თქვენს წინაშე - მედიის წინაშე, ამას, მეგობრებო, სჭირდება დანახვა. რომ ავიღოთ ევროპის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და გამოკითხვის შედეგები, რომ შევადაროთ ჩვენს სისტემას, ჩვენ, არა თუ ამ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით, მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის, თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეკონომიკის თავისუფლების, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული პროგრესი ბოლო 8 წლის განმავლობაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:24

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა უბედურება გჭირთ, ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, რამენაირად იქნებ არ იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში

მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა მუშაობდა ინტენსიურად იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები, გაოცებული, მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, ათას ცილისწამებას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ რამენაირად არ მიეროთ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი ევროკავშირისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ბატონი ივანიშვილის მიერაა დაწყებული ძირითადი სტრატეგიული ხაზი, რაც ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას უკავშირდება

ჩადიან ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, როგორმე ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არ იყოს ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:16

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, მოიტანა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და განაცხადი ევროკავშირში

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული აბსტრაქტული, ცილისმწამებლური, ზედაპირული განცხადებები დამაბნეველია, თუმცა მას სჯერა, რომ ქართველ ხალხს და ევროპელ ლიდერებს რაიმე სხვა აზრი არ ექნებათ.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:11

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩადიან მავნებლურად ეს ანტისახელმწიფოებრივი და მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ ის პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, არ იყოს ასახული

რამდენიმე დღის წინ, როცა ბრიუსელი ვიყავი, ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპიზიციის წარმომადგენლები და და გვეუბნებიან, რამენაირად იქნება არ იქნეს პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში - ასეთი მავნებლობა და ქვეყნის მტრობა უბრალოდ დანაშაულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:00

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხის მერმა ვადები და პროცედურები დაარღვია, ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ - წალენჯიხის მოსახლეობა ყველა სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს

„როდესაც, წინა საარჩევნო კამპანიის დროს დავდიოდი რეგიონებში, მაშინ ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ თუ აირჩევდნენ ოპოზიციის წარმომადგენელს, გამოჩნდებოდა, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილება არ მიიღებდნენ. ფაქტი სახეზეა - წალენჯიხის მერმა სამწუხაროდ დაარღვია და წალენჯიხის მოქალაქეებს არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო პროგრამებით ესარგებლათ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 18:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, უნდა დაისაჯოს, ასეთია მოწყობა ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოსი

ჩვენ თუ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პირველ რიგში, კანონის უზენაესობაა დაცული და არცერთი ადამიანი არაა კანონზე მაღლა, მაშინ კითხვები არ უნდა გაგვიჩნდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 18:51

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს - ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი

ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს - ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ნღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 18:43

პოლიტიკა

პრემიერი: მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი მანქანით გადავადგილდები

„მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც მოიპარა ფული თუ გააკოტრა კომპანია. მე და ჩემი ოჯახის წევრებს რომ მადარებთ, რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს, ეს არის ტყუილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

21 მაისი 2022, 18:20

რეგიონი

მთავრობის მეთაური შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სოფელ ქვემო ნიქოზში, საოჯახო სასათბურე მეურნეობას ეწვია და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

მთავრობის მეთაურს ადგილზე მასპინძელმა ფერმერებმა, ელზა ოქროპირიძემ და ვლადიმერ მარიამიძემ უმასპინძლეს, რომელთაც სოფელ ქვემო ნიქოზში 1.10 ჰა მიწა აქვთ რეგისტირებული და პრემიერის მიერ ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით” სარგებლობენ.

გია აბაშიძე

21 მაისი 2022, 17:50

პოლიტიკა

გია აბაშიძე გიორგი მშვენიერაძეს: წადი, დითირამბები მიუძღვენი ბელად სააკაშვილს! ეგ უფრო მეტ-ნაკლებად გამოგდის

ვერც კოლექტიური მშვენიერაძეები და ვერც მისნაირი უტვინო ნაცპოლიტიკანები ვერაფერს დამაკლებენ, როცა სიმართლე ჩემი და თანამოაზრეების მხარეზეა- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი მშვენიერაძის ფეისბუქ სტატუსს.

ზაალ ანჯაფარიძე

21 მაისი 2022, 17:25

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დერეკ შოლე ან საერთოდ არ იცნობს აქაურ მედიის მდგომარეობას ან იმ ცნობილი „შემადგენლობის“ ჩაწოდებული კლიშეებით და დეზინფორმაციით იკვებება

2012 წლიდან რომელი და რამდენი მედია დაიხურა საქართველოში ხელისუფლების ჩარევით? მე ვიცი რომ არცერთი, გახსნით კი ბევრი გაიხსნა. ვინც ჩვენს ტელესივრცეს თვალს ადევნებს, ვის შეუძლია მოუბრუნდეს ენა, და თქვას, რომ იქ დებატების სივრცე შეზღუდულია?- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩევლის დერეკ შოლეს განცხადების შესახებ, სადაც მწუხარებას გამოთქვამს მედიის თავისუფლების და ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო.

21 მაისი 2022, 17:21

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა ქარელში ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.

ჯო ბაიდენი
ენტონი ბლინკენი

21 მაისი 2022, 17:08

მსოფლიო

რუსეთმა ჯო ბაიდენსა და ენტონი ბლინკენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მუდმივად დაწესებულ ანტირუსულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ ამერიკელი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა მუდმივ რეჟიმში“, - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.

21 მაისი 2022, 17:02

რეგიონი

მთავრობის მეთაური სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

21 მაისი 2022, 16:32

პოლიტიკა

დღეს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება

„საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თურქეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ამასთან, თურქეთი, მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის დასტურია წლების განმავლობაში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ინტენსიური ვიზიტები“.

ანა ბუჩუკური

21 მაისი 2022, 16:13

პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს არ სურს თითქოს, ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს

ზუსტად ახლა, როცა რამდენიმე დღე არის დარჩენილი კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე, აუცილებელი არის ერთიანობა და ამ ერთიანობის მოთხოვნას ბუნებრივია, აკვირდებიან ჩვენი მოკავშირეები. ერთიანობა და კონსოლიდაცია იმის გარშემო, რომ დიახ, ყველას გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.