imedi /  03 ოქტომბერი 2018, 00:33 / სანდო წყარო

პროფესიულ პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროცედურები

პროფესიული განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

რა პროცედურების გავლა მოუწევთ და ვის შეუძლია განათლების მისაღებად რეგისტრაციის გავლა, ამის შესახებ დეტალები პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ განმარტა.

წეროძის განცხადებით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ზოგადი საბაზო განათლების (9 კლასი) დამადასტურებელი დოკუმენტი. პროგრამებზე რეგისტრაციის ასაკი შეზღუდული არ არის.

წელს პირველად, პროგრამები ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც.

„მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში, დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

ისევე, როგორც წინა წლებში, მიმდინარე საშემოდგომო მიღებაზეც, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ ტესტირება გაიარონ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე. ჩარიცხვის შემდეგ ისინი გაივლიან ქართული ენის შემსწავლელ მოდულს.

მსურველებს, შეუძლიათ აირჩიონ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომია სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებებით.

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში“,  - განაცხადა წეროძემ.

ამასთან, აპლიკანტებს  შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ელექტრონულად, ვებგვერდზე vet.emis.ge-ი.

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ.

„ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს შეეძლებათ გადაამოწმონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანი და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია ონლაინ რეგისტრაციის პორტალზე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით“, - განაცხადა ირინა წეროძემ.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ყველა სიახლე

13 მარტი 2026, 00:06

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: „ფორმულამ“ უამრავი სისულელე დამაბრალა, რომ განსაკუთრებული ქონების პატრონი ვარ, რაც აბსოლუტური ტყუილია. ერთადერთი სახლი მაქვს და ისიც ბანკში მაქვს ჩადებული

უამრავი სისულელე დამაბრალეს, რომ განსაკუთრებული ქონების პატრონი ვარ, რაც აბსოლუტური ტყუილია. ერთადერთი სახლი მაქვს და ისიც ბანკში მაქვს ჩადებული, - კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

გოგა გულორდავა

12 მარტი 2026, 23:51

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: მედიაში არსებული პრობლემები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავას განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო მიდგომის შედეგად გარანტირებულია მედიაპლურალიზმი და მრავალფეროვნება, თუმცა, მედიაში აშკარაა ისეთი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც პირველ რიგში მაყურებელს აზიანებს და ზრდის პოლარიზაციას.

გოგა ხაინდრავა

12 მარტი 2026, 23:45

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „იმედს“: იცოდეთ, რომ საზოგადოებაში როგორც არასდროს, ისეთი მხარდაჭერა გაქვთ

იცოდეთ, რომ საზოგადოებაში როგორც არასდროს ისეთი მხარდაჭერა გაქვთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ. „განსაკუთრებული სამიზნე ხართ თქვენ და ამიტომ მინდა ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა გამოგიცხადოთ. მინდა გითხრათ, რომ ფასდაუდებელი როლი გაქვთ საბჭოთა ევრობიუროკრატიის მხილებაში და ამის მოწმენი ვიყავით დღეს კიდევ ერთხელ, როდესაც დემოკრატიის თავყრილობაში [ევროპარლამენტი] დეპუტატმა თქვენს წარმომადგენელს უთხრა, რომ თქვენ აქ შემოსვლის უფლება არ გაქვთო. ამიტომ ჩემი დიდი პატივისცემა იმედს და იცოდეთ რომ საზოგადოებაში როგორც არასდროს ისეთი მხარდაჭერა გაქვთ“, - განაცხადა ხაინდრავამ.

გოგა გულორდავა

12 მარტი 2026, 23:37

პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე: ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო

„მოგეხსენებათ, რომ მედიას ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, ფუნდამენტური სოციალური დანიშნულება გაქვთ, რასაც დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან. მაუწყებლები მაყურებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენთ“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ გადაცემა „იმედი LIVE“ - ში გააკეთა, სადაც მედიას კანონისა და მაყურებლების წინაშე არსებული ვალდებულებები შეახსენა.

გოგა გულორდავა

12 მარტი 2026, 23:30

პოლიტიკა

გოგა გულორდავა: დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა

დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა და შესაბამისად საკანონმდებლო გადაწყვეტილებით შინაარსობრივი რეგულაცია ამ საკითხების გადავიდა კანონის მოქმედების სფეროში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ. მისივე თქმით, შინაარსობრივ რეგულაციებთან დაკავშირებით, კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით არც ერთ მაუწყებელს შენიშვნა არ გამოუთქვამს.

12 მარტი 2026, 23:19

პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ალი ლარიჯანი

12 მარტი 2026, 22:59

მსოფლიო

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ტრამპს: ომის დაწყება ადვილია, მაგრამ მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა განაცხადა, რომ ირანი არ გაჩერდება მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მის „სავალალო მცდარ გათვლას“ არ ანანებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კრის მერფი

12 მარტი 2026, 22:53

მსოფლიო

სენატორი კრის მერფი: ირანი კვლავ ინარჩუნებს ჩვენს მოკავშირეებზე დარტყმის შესაძლებლობას, ბირთვული პროგრამა კვლავ არსებობს - ეს არის სრული კატასტროფა

„დემოკრატმა“ სენატორმა, კრის მერფიმ ირანში მიმდინარე კონფლიქტს უწოდა „ყველაზე არაკომპეტენტური და არათანმიმდევრული ომი, რომელიც ამერიკას ბოლო საუკუნის განმავლობაში უწარმოებია“. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

12 მარტი 2026, 21:52

რეგიონი

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.

12 მარტი 2026, 21:44

საზოგადოება

ბესიკ კალაძე: გზის საფარს გლდანის რაიონის გამგეობა რაჭის ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა

„მუხიანის აგარაკებზე საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად, გზის საფარს გლდანის რაიონის გამგეობა რაჭის ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა. საგზაო სამუშაოები 5 000 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდება. ასევე გორგულისა და ოშკის ქუჩებზე, 3 200 კვ.მ ფართობზე, ასფალტის საფარი დაიგება. წელს საგზაო ინფრასტრუქტურა გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის აგარაკებზე დამატებით შვიდ მისამართზე მოწესრიგდება“, - აცხადებს გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე.

ლევან ნიკოლეიშვილი

12 მარტი 2026, 21:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს. ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს

მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.

12 მარტი 2026, 21:33

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს - განაცხადა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები.“

ნინო ფოჩხუა

12 მარტი 2026, 21:27

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა, თუ რეზოლუციებში იყო

ცნობისთვის, დღეს ეუთო-მ გამოაქვეყნა მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.

12 მარტი 2026, 21:27

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად - ანგარიში პირდაპირ ამბობს, საქართველო ისჯება ეროვნულო ინტერესების დაცვისთვის

10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში გამოქვეყნდა, ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

12 მარტი 2026, 21:24

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის

ეუთო/ოდირის ანგარიში არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის მიზანი შიდაპოლიტიკური პროცესების გამწვავება არის! ანგარიშის გამოქვეყნების დრო და ტონალობა მიუთითებს ერთადერთ მიზანზე: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის "შეხიდება". ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჯონ კერი

12 მარტი 2026, 21:20

მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი: ენერგეტიკული შოკი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის ომმა გამოიწვია, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გლობალური კრიზისია

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ენერგეტიკული შოკი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის ომმა გამოიწვია, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გლობალური კრიზისია.

12 მარტი 2026, 21:15

პოლიტიკა

ქართველიშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: შეეშვით ბავშვების უფლებების წინააღმდეგ ბრძოლას, გამჭვირვალობას თავი დაანებეთ და ედემის ბაღში გადაგიყვანთ - პასუხად მივიღებთ სასტიკ უარს

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ და აღნიშნავს, რომ ამით დაგვემშვიდობა "მოსკოვის მექანიზმი" და მისი "მექანიზატორები".

12 მარტი 2026, 21:06

პოლიტიკა

ეუთოს გზავნილები ოპოზიციისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუჩაში გასული პოლიტიკოსებისთვის ბოიკოტის კრიტიკა მიუღებელია. მმართველი პარტია პოლიტიკური ველის გაჯანსაღების აუცილებლობაზე საუბრობს.

12 მარტი 2026, 20:55

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტო: გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა ტყიბულში, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

12 მარტი 2026, 20:55

პოლიტიკა

აქციზი აკრძალვის ნაცვლად - ექვს წელზე მეტი ხნის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი იზრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისი კერძო სუბიექტებისა და მოქალაქეების ინტერესებს ეფუძნება. ცვლილებები არ შეეხება რეექსპორტს და ადამიანებს, რომლებმაც ავტომობილი საზღვარგარეთ აუქციონზე უკვე შეიძინეს, ან პირველ აპრილამდე შეიძენენ.