სექსმუშაკებთან დაკავშირებით საიას კვლევას შსს პასუხობს
ლონდა თოლორაია
ფოტო:შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ლონდა თოლორაია სექსმუშაკებთან დაკავშირებით საიას კვლევას ეხმიანება.
თოლორაიას განმარტებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა 2016 წლის შედეგებს ასახავს. მისივე თქმით, კვლევაში მოყვანილი მაგალითების დეტალური განხილვა უკვე მოხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.
„კვლევა, ჩატარებულია 2016 წელს და ასახავს იმ დროისათვის არსებულ მდგომარეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, კვლევის პრეზენტაციამდე, ჰქონდა შეხვედრა და კოორდინაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, კვლევის შედეგების განხილვის მიზნით. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ შეტყობინებასა და სისხლის სამართლის საქმეს, რომლებიც შეეხება სექსმუშაკების მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
ამასთან, გენერალური ინსპექცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას, თუ დადგინდება პოლიციის მუშაკის მხრიდან ისეთი ქმედებების ჩადენის ფაქტი, რომელთა შესახებ მითითებულია საიას 2016 წლის კვლევაში.
ასეთ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის მნიშვნელოვანია სექს-მუშაკებმა დროულად მოაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს მოქალაქისა თუ პოლიციელის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სექსმუშაკებზე გენდერული ძალადობისა და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია 2 ოქტომბერს გამართა.
დოკუმენტი მიმოიხილავს სექსმუშაკ ქალებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და სახელმწიფოს ვალდებულებებს, დაიცვას მარგინალიზებული ქალები ძალადობისგან.
ამასთან, საია ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსში პროსტიტუციის მუხლის გაუქმებას ითხოვს.
ყველა სიახლე
08 მაისი 2026, 20:18
მსოფლიო
რუბიომ გააფრთხილა ირანი, რომ აშშ ცეცხლს გაუხსნის ნებისმიერ ირანულ ხომალდს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამერიკულ გემებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გააფრთხილა ირანი, რომ აშშ ცეცხლს გაუხსნის ნებისმიერ ირანულ ხომალდს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამერიკულ გემებს. პარალელურად, ვაშინგტონი მშვიდობიან მოლაპარაკებებზე ირანისგან პასუხს ელოდება.
08 მაისი 2026, 20:10
სამართალი
ვიდეო-მტკიცებულება გიორგი უძილაურის წინააღმდეგ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კადრები გაასაჯაროვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვიდეო-მტკიცებულება გიორგი უძილაურის წინააღმდეგ. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიმართვის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კადრები გაასაჯაროვა.
08 მაისი 2026, 19:55
მსოფლიო
ტრამპი: ომის დეპარტამენტმა საზოგადოებას განსახილველად და შესასწავლად წარუდგინა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ფაილების პირველი ნაწილი - გაერთეთ და ისიამოვნეთ
რაც შეეხება თქვენთვის მოცემულ ჩემს პირობას, ომის დეპარტამენტმა საზოგადოებას განსახილველად და შესასწავლად წარუდგინა ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და ამოუცნობი საჰაერო ფენომენების შესახებ არსებული ფაილების პირველი ნაწილი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
08 მაისი 2026, 19:54
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური: 12 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 12 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.
08 მაისი 2026, 19:24
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: თუ ვინმეს ჰქონდა კითხვები, რატომ გახდა საჭირო მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზე გადაყვანა, დღეს ყველაფერს გაეცა პასუხი - დავინახეთ ძალოვანი ბლოკის უმაღლეს დონეზე კოორდინაცია, სწრაფი გადაწყვეტილებები და პროცესების სრული კონტროლი
მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგი იყო ზუსტად ის, რასაც საზოგადოება ელოდა, კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული და ყოველგვარი სპეკულაციის გამაქარწყლებელი, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
08 მაისი 2026, 19:16
მსოფლიო
Reuters: უკრაინა აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი ეწურება
რუსეთის ზამთრის მასირებული თავდასხმების კამპანიის შემდეგ, უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი ეწურება. ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა პარასკევს განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
08 მაისი 2026, 18:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და სწორედ ამიტომ ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
„დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. 2025 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმა ავიაკომპანიამ დაიწყო პირდაპირი ფრენები. თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით easyJet კვირაში ორი სიხშირით, ხოლო British Airways კვირაში ოთხი სიხშირით დაფრინავს“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
08 მაისი 2026, 18:52
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
08 მაისი 2026, 18:47
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.
08 მაისი 2026, 18:42
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: ყველა რეფორმა, რასაც ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო, მიმართულია იმისკენ, რომ ვენახი გაშენდეს თანამედროვე წესებისა და ტექნოლოგიების უზრუნველყოფით
„ჩვენ გვინდა, ეს წარმატება არ იყოს შემთხვევითი, გვინდა მსოფლიოს ბაზარზე ადგილი მტკიცედ გავიმყაროთ. უმნიშვნელოვანესია ყურძენი და ვენახი და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენახი, რომელსაც ჩვენ გავაშენებთ, იყოს უმაღლესი ხარისხის და იყოს გაშენებული იმ თანამედროვე წესებისა და ტექნოლოგიების უზრუნველყოფით, რაც ვენახს მისცემს საშუალებას, რომ იყოს გრძელვადიანი წარმატებული ინვესტიცია“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
08 მაისი 2026, 18:31
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა
გაერთიანებული სამეფო ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად აქტიურად მუშაობს და შესაბამის ქმედით ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები გაიზარდოს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ლონდონში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრისას.
08 მაისი 2026, 18:29
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: ღვინოს მხოლოდ ქართული ჯიშებით ვაკეთებთ მაშინ, როდესაც მსოფლიოში დომინირებს რამდენიმე საერთაშორისო - საფრანგეთიდან და იტალიიდან გავრცელებული ჯიშები
ღვინოს მხოლოდ ქართული ჯიშებით ვაკეთებთ მაშინ, როდესაც მსოფლიოში დომინირებს რამდენიმე საერთაშორისო - საფრანგეთიდან და იტალიიდან გავრცელებული ჯიშები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა.
08 მაისი 2026, 18:28
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისის ისტორიულ უბანში, გუდიაშვილის მოედანზე, ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
08 მაისი 2026, 18:28
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც მშვილებლის/მინდობით აღმზრდელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განახლებული რეგულაციების დადგენას ითვალისწინებს.
08 მაისი 2026, 18:28
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ყოველ ჯერზე, როდესაც მაგიდაზე დიპლომატიური გადაწყვეტა დევს, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არასოდეს დანებდება ზეწოლას“. მან დაგმო ირანზე განხორციელებული ამერიკული დარტყმები მას შემდეგ, რაც დაძაბული ზავის ფონზე, გუშინ მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.
08 მაისი 2026, 18:24
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
08 მაისი 2026, 18:23
მსოფლიო
CNN: გაეროს მონაცემები აჩვენებს, რომ სურსათზე მსოფლიო ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, სურსათზე მსოფლიო ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
08 მაისი 2026, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ დღეს ევროკავშირის ელჩი გამოვა და იტყვის, რომ თურმე, ძალადობრივი დამხობის ორგანიზების ფაქტი მართლაც ყოფილა. მასში კონკრეტული პირები მონაწილეობენ და ამას დაგმობენ
დღეს, როდესაც განაჩენია დამდგარი და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მათი მხრიდან არის ის რაღაც მოჩვენებითი სიჩუმე, არ იბერტყავენ ყურებს, არ უნდათ, რომ ამაზე სიმართლეს თვალები გაუსწორონ და აღიარონ ის, რის წახალისებასაც თავად ახდენდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.
08 მაისი 2026, 18:19
საზოგადოება
ლევან მეხუზლა: გლობალურ ბაზარზე ამ ეტაპზე არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მოხმარება კლებულობს მსოფლიო მასშტაბით. ამ ფონზე ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს მაქსიმალურად გამორჩეული
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის დაარსება და აღიარება და ის, რომ საქართველოში გვექება დღე, როდესაც აღვნიშნავთ ქართული ღვინის კულტურას, ქართული ვაზის კულტურას. დადასტურებულად საქართველო არის ღვინის სამშობლო. 8 000 წლიანი ისტორია არის ერთგვარი პასუხისმგებლობა იმის, რომ ქართველებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული და საუკეთესო ღვინო“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ღვინის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით.
08 მაისი 2026, 18:18
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს - უკვე დროა, ევროკავშირის დაფიქრდეს სერიოზულად, გადახედოს დამოკიდებულებას, ურთიერთობას საქართველოსთან მიმართებაში
ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს. წერილი იწყებოდა ზუსტად იმის შეხსენებით, თუ რა ძირითად ღირებულებებზე და ფასეულობებზე ჩამოყალიბდა ევროკავშირი, გაერთიანება, რომელიც უნდა ყოფილიყო თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.


