imedi /  13 ნოემბერი 2018, 12:00 / სანდო წყარო

ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშს განიხილავენ

ევროპარლამენტი ასოცირების ხელშეკრულება

ევროპარლამენტი

დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვაა დაგეგმილი, რომელსაც ანგარიშის ავტორი ანდრეს მამიკინსი წარადგენს. 

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. დადებითად არის შეფასებული საქართველოს მცდელობა,  დროულად მოეგვარებინა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დარღვევები. ანგარიშით ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, რომ გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები და გადაჭრას ისეთი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ-სოციალურ მდგოამრეობასთან, სიღარიბესთან, ქალთა უფლებებთან და ა.შ.

ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს საკონსტიტუტიციო რეფორმაზე და ამ მხრივ, ევროკავშირის პოზიცია ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას ემთხვევა, თუმცა სამწუხაროდ არის შეფასებული ფაქტი, რომ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვადამ 2024 წლამდე გადაიწია. 

რეზოლუციის პროექტში ასევე წერია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას და მომხრეა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს გასაკონტროლებლად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს უფრო ინტენსიურად მიეცეთ მინისტრებისა და მთავრობის ხელმძღვანელისთვის შეკითხვების დასმის საშუალება. 

ანგარიშში ასევე წერია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ამ საკითხზე რუსეთთან დიალოგის შესახებ. აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს.

ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ კარგი შედეგები აქვს, თუმცა პრობლემად რჩება ელიტური კორუფციის საკითხი.

პროექტში მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გატაცების, ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და "რუსთავი 2"-ის საკითხები. ანგარიშის თანახმად, შეშფოთებას იწვევს თურქეთის მიერ საქართველოში მცხოვრებ თურქებზე, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულებზე განხორციელებული ზეწოლა, საუბარია შავი ზღვის უნივერსიტეტზე.

ამასთან, ანგარიშში წერია, რომ გაერთიანება საქართველოს პარტნიორად განიხილავს და მზად არის რეფორმების გზაზე დაეხმაროს.

ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის პროექტი 9 ოქტომბერს დაამტკიცეს. დოკუმენტს კომიტეტის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ანდრეს მამიკინსის ანგარიში სექტემბრის დასაწყისში საქართველოს შესახებ დებატების საგანი გახდა. ოპოზიციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ანგარიშის ავტორისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. მოსაზრებების გასამყარებლად ისინი ბრიუსელში ჩავიდნენ. მმართველმა პარტიამ ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენი

17 სექტემბერი 2024, 03:14

არჩევნები აშშ

ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

იენს სტოლტენბერგი

17 სექტემბერი 2024, 03:00

მსოფლიო

სტოლტენბერგი: კვლავ მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში

კვლავ მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

დონალდ ტრამპი

17 სექტემბერი 2024, 01:55

მსოფლიო

ტრამპი: მემარცხენე კომუნისტური რიტორიკის გამო, ამერიკაში ტყვიები დაფრინავს და ვითარება მხოლოდ გაუარესდება

მემარცხენე კომუნისტური რიტორიკის გამო, ამერიკაში ტყვიები დაფრინავს და ვითარება მხოლოდ გაუარესდება, - განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა.

17 სექტემბერი 2024, 00:28

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგა-შოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეორე ტური გაიმართა

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგა-შოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეორე ტური გაიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 სექტემბერი 2024, 23:51

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას მოკავშირეებს ომში გამარჯვების გეგმას გააცნობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას მოკავშირეებს ომში გამარჯვების გეგმას გააცნობს.

16 სექტემბერი 2024, 23:48

სამართალი

ავტობანის გორის მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე - გორის მონაკვეთთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „იმედინიუსს“ განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.

მერიკ გარლანდი

16 სექტემბერი 2024, 23:01

არჩევნები აშშ

აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპზე თავდასხმის სავარაუდო მცდელობაზე: დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ რესურსს დონალდ ტრამპის მკვლელობის სავარაუდო მცდელობის გამოძიებისთვის.

მამუკა მდინარაძე

16 სექტემბერი 2024, 22:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ლელოს“ და გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე: როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ - გულწრფელად მეცოდებიან

როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ - გულწრფელად მეცოდებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიას მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიწვევას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე

16 სექტემბერი 2024, 22:46

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი

დიახ, დამნაშავეა მკვლელი და მწამებელი და ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი, მაგალითად. ეს უნდა შეიგნონ ბოლოს და ბოლოს, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

აჩიკო ნიჟარაძე

16 სექტემბერი 2024, 22:42

არჩევნები 2024

აჩიკო ნიჟარაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: აუცილებლად ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში

ძალია მნიშვნელოვანი არჩევნებია. აუცილებლად ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში,- განაცხადა მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.

ნინო მშვიდობაძე

16 სექტემბერი 2024, 22:41

არჩევნები 2024

ნინო მშვიდობაძე: საქართველო არის ოაზისივით მსოფლიოში იმიტომ, რომ გვაქვს მშვიდობა და უნდა შევინარჩუნოთ ის

„ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი რაიმე სჭირდება დღეს მსოფლიოს, ეს არის მშვიდობა. ხშირად ვიცი ხოლმე თქმა, რომ საქართველო არის ოაზისივით მსოფლიოში იმიტომ, რომ გვაქვს მშვიდობა და უნდა შევინარჩუნოთ ის“, - აღნიშნა მან.

ელენე ხოშტარია

16 სექტემბერი 2024, 22:36

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხაზინიდან მორიგი ტრანში, 26 ათასი ფუნტის ოდენობით ჩაერიცხა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხაზინიდან მორიგი ტრანში 29 აგვისტოს, 26 ათასი ფუნტის ოდენობით ჩაერიცხა.

მირზა გელოვანი

16 სექტემბერი 2024, 22:30

არჩევნები 2024

მირზა გელოვანი: ჩემი გზავნილი როგორც ყოველთვის იქნება ღმერთთან ყოფნა. სიმშვიდით, კეთილდღეობით, სიკეთით, ერთად ყოფნის სიყვარულით განვითარებისკენ სიარული

მოვამზადე ახალი ნაწარმოები, რომელიც ამ სიყვარულს, გაერთიანებას და ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ეძღვნება,- განაცხადა მირზა გელოვანმა. „ჩემი გზავნილი როგორც ყოველთვის იქნება ღმერთთან ყოფნა. სიმშვიდე,კეთილდღეობით, სიკეთით, ერთად ყოფნის სიყვარულით განვითარებისკენ სიარული. მოვამზადე ახალი ნაწარმოები, რომელიც ამ სიყვარულს, გაერთიანებას და ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ეძღვნება“,- განაცხადა გელოვანმა.

დათუნა სირბილაძე

16 სექტემბერი 2024, 22:26

არჩევნები 2024

დათუნა სირბილაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: ყველას გვინდა მშვიდობა. ღირსებით, ჩვენი ოჯახებით შევიდეთ ევროპაში!

უნდა გვახსოვდეს სუყველას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მოდის 26 რიცხვი. ყველა უნდა მივიდეთ, რადგან ყველას გვინდა მშვიდობა. ღირსებით, ჩვენი ოჯახებით შევიდეთ ევროპაში, - ასეთია მომღერალ დათუნა სირბილაძის გზავნილი საჩხერიდან, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს.

ელენე ფოჩხუა

16 სექტემბერი 2024, 22:24

პოლიტიკა

ელენე ფოჩხუა: წინ ევროპისკენ, ჩვენი ღირსებით. ღირსება არ უნდა დავკარგოთ ქართველებმა

წინ ევროპისკენ, ჩვენი ღირსებით. ჩვენი ღირსება არ უნდა დავკარგოთ ქართველებმა,- განაცხადა მომღერალმა ელენე ფოჩხუამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.

ხვიჩა მაღლაკელიძე

16 სექტემბერი 2024, 22:20

არჩევნები 2024

ხვიჩა მაღლაკელიძე: უპირველეს ყოვლისა ევროპისკენ ღირსებით, კეთილდღეობით, მშვიდობით

უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ევროპის წინაშე წარდგე ისეთი როგორიც ხარ რეალურად,- განაცხადა მუსიკოსმა ხვიჩა მაღლაკელიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.

ანუკა ცქიტიშვილი

16 სექტემბერი 2024, 22:20

არჩევნები 2024

ანუკა ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: ქვეყანას ვუსურვეთ მშვიდობა. წინ ევროპისკენ!

ქვეყანას ვუსურვეთ მშვიდობა. წინ ევროპისკენ! ბევრი ბედნიერი დღე და ბევრი ბედნიერი სახეები ჩვენს თანამემამულეებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, - განაცხადა მომღერალმა ანუკა ცქიტიშვილმა, რომელიც საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილოებს.

გურამ მაჭარაშვილი

16 სექტემბერი 2024, 22:13

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ქართველ ხალხს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია - ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი

„საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ პროცესებში, მით უფრო ოპოზიციურ პარტიულ პროცესებში და მით უფრო საკუთარ ადმინისტრაციაში, როცა იწვევს ორ პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციიდან,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

16 სექტემბერი 2024, 22:10

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ხვდება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ჩარგლის, ჟინვალის, ჭოპორტისა და ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან.

16 სექტემბერი 2024, 22:06

არჩევნები 2024

გელა დონაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: აქ ყოფნა არის სწორედ ის მესიჯი, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს სახელმწიფოს

აქ ყოფნა არის სწორედ ის მესიჯი, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენი აქ დგომა ნიშნავს, ჩვენი ერის გვერდში დგომას, - განაცხადა მომღერალმა გელა დონაძემ, რომელიც საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობს.