ინფრასტრუქტურის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 120 არასამთავრობო ორგანიზაციას სპეციალური განცხადებით პასუხობს. უწყება ადასტურებს, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის - ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისთვის და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოხსნის საკითხზე სამინისტროს მუშაობა დაწყებული აქვს.
უწყება მიიჩნევს, რომ ამ ქალაქებისთვის თვითმმართველობის სტატუსის მინიჭებით შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა.
"მუნიციპალიტეტების მექანიკური გაყოფა და უფრო მცირე ზომის ერთეულებად ქცევა არ არის ამ ამოცანების განხორციელების ეფექტური მექანიზმი. რეალურად ჩვენ ვხედავთ რომ: სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა არ გაუმჯობესებულა, რიგ შემთხვევებში კი გაუარესდა კიდეც, რესურსების არაეფექტიანი გაყოფის გამო. გაყოფილ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ნდობა თვითმმართველობისადმი და მათი ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში, არსებითად არ შეცვლილა. მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, რადგან გაყოფა არ გამოდგა ეკონომიკური აქტივობის წახალისების საფუძვლად", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის გაუქმება. ორგანიზაციები ამბობენ, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათი თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება დააშორებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, შეაჩერებს მიმდინარე პროექტებს და შეამცირებს ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტს.
ყველა სიახლე
14 მარტი 2026, 23:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში, როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს, - ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.
14 მარტი 2026, 23:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: მსხვერპლს და თავდამსხმელს ერთმანეთში ურევთ. როგორც „იმედის“ შემთხვევაში ერთმანეთში აურიეს ზოგიერთებმა, რომ მსხვერპლი გგონიათ ბრიტანეთი და თავდამსხმელი „იმედი“, არადა სინამდვილეში სხვანაირად არის
ეს უკვე შეცდომა აღარ არის, ეს არის განზრახვა, რომ თქვენ ქრონოლოგიებს ურევთ ერთმანეთში, თქვენ მიზეზს და შედეგს ერთმანეთისგან ურევთ და ანაცვლებთ, - ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.
14 მარტი 2026, 23:09
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს თუ ვინმე შეგვილახავს, უნდა ვიყოთ პრინციპულები, როცა მიხვდებიან, რომ ხარ მონური ფსიქოლოგიის, მაშინ უფრო მეტს შემოგიტევენ
ჩვენ პრინციპული პოზიცია გვაქვს ყველასთან მიმართებაში, რუსეთთან მიმართებაშიც ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს და ეს პოზიცია იცის ყველამ, მათ შორის მოსკოვმაც ძალიან კარგად იცის - ვიდრე ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ჯარებს არ გაიყვანს, მანამდე არ გვექნება არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, საქართველომ რუსეთს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ყველა სამართლებრივი მეთოდით უამრავი საქმე მოუგო.
14 მარტი 2026, 23:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიკა ობოლაძეს: მე ვმუშაობდი კეთილსინდისიერად და ჩემი შრომის ანაზღაურებას ვიღებდი იმ საქმეებში, რომელსაც მე ვაკეთებდი
მე ვმუშაობდი კეთილსინდისიერად და ჩემი შრომის ანაზღაურებას ვიღებდი იმ საქმეებში, რომლებსაც მე ვაკეთებდი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ პაპუაშვილს ჰკითხა, იყო თუ არა ის გერმანიის გავლენის აგენტი, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ არანაირ აგენტობაზე საუბარი არ არის.
14 მარტი 2026, 22:44
პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი: 2008, მანამდე 2007, 2011 წელს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ჰქონდა პრობლემები დასავლეთთან
2008, მანამდე 2007, 2011 წელს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას, პარლამენტის დონეზე რომელსაც წარმოვადგენდი, ჰქონდა პრობლემები დასავლეთთან ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით - სასამართლოს დამოუკიდებლობა, ოპოზიციასთან ურთიერთობა, ზუსტად ის პრობლემებია, რატომაც საბოლოო ჯამში ურთიერთობები იყო არც თუ ისე კარგი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ილიაუნის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა.
14 მარტი 2026, 22:40
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ქარის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
14 მარტი 2026, 22:39
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად სოფელ ტალავერის № 1 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, სამეცნიერო ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. შენობაში განთავსებულია, ასევე, კვების სივრცე, ადმინისტრაციული, მუსიკის ოთახები და სპორტული დარბაზი. გარდა ამისა, კეთილმოეწყო სკოლის ეზო და სათამაშო მოედანი.
14 მარტი 2026, 22:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 2008 წელს საქართველოსთვის იყო თანავარსკვლავედი საერთაშორისო პოლიტიკაში: ბუში - ამერიკაში, კამერონი - ბრიტანეთში, სარკოზი - საფრანგეთში, ყველა იყო სააკაშვილის მეგობარი და რა მივიღეთ?! მივიღეთ ომი და ნგრევა
„2008 წელს საქართველოსთვის იყო თანავარსკვლავედი საერთაშორისო პოლიტიკაში: ბუში - ამერიკაში, კამერონი - ბრიტანეთში, სარკოზი - საფრანგეთში, ყველა იყო სააკაშვილის მეგობარი. იდეოლოგიური თანხვედრაც ჰქონდათ და კიდეც მეგობრობდნენ. და რა მივიღეთ?! მივიღეთ ომი და ნგრევა. ვნახეთ ის, რომ ორი ტერიტორია დღეს აქვს არა მხოლოდ ოკუპირებული, არამედ აღიარებული. აი ეს ვნახეთ 2008 წელს, მაშინ, როდესაც იყო მაქსიმალური იდეოლოგიური თანხვედრა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 22:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამით ავიცილეთ ჩვენ ომი თავიდან, რომ არ შევედით კონფრონტაციაში იმ დროს, როდესაც იყო დიდი ქვეყნების ინტერესების დაჯახება და აქლემივით ჩხუბში არ გავიჭყლიტეთ
ამით ავიცილეთ ჩვენ ომი თავიდან, რომ არ შევედით კონფრონტაციაში იმ დროს, როდესაც იყო დიდი ქვეყნების ინტერესების დაჯახება და აქლემივით ჩხუბში არ გავიჭყლიტეთ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 22:28
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საგარეო პოლიტიკას არ უყვარს ემოციები, ჩვენ ვცდილობთ, პრაგმატული საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ
საგარეო პოლიტიკას არ უყვარს ემოციები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული და საქართველო სწორედ ასეთი პოლიტიკის წარმოებას ცდილობს.
14 მარტი 2026, 22:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომი, კატასტროფა დასრულდა საქართველოსთვის, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას იგივე ხალხი გვირჩევდა, რომელიც დღეს სტრატეგიული კონფრონტაციისკენ გვიბიძგებს რუსეთთან
მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომი, კატასტროფა დასრულდა საქართველოსთვის, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას იგივე ხალხი გვირჩევდა, რომელიც დღეს სტრატეგიული კონფრონტაციისკენ გვიბიძგებს რუსეთთან, ვგულისხმობ სხვადასხვა ჯგუფს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას საქართველო დიდი ხანია აწარმოებს.
14 მარტი 2026, 22:03
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის კავშირთან დაპირისპირების სპირალი იწყება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ - ჩვენ არ უნდა გვიყურონ რუსეთის ჭრილში, ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის გამაღიზიანებელი და არ უნდა შეგვხედონ ასე
„იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიყავით მათთვის კომფორტული ხელისუფლება და არ გავყევით მათ ყველაფერ იმაში, რაც გვთხოვეს, შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ სხვა ძალებზე დაედოთ ფსონი და გადაწყვიტეს საქართველოში რეჟიმის ცვლილება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
14 მარტი 2026, 21:57
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ომიდან სამ დღეში „ვითიბი“ ბანკმა ისე შეაჩერა მოქმედება, დიდად ვერავინ იგრძნო, ვინაიდან მათ შორის სახელმწიფომ საკუთარი როლი შეასრულა ამაში. საპირწონედ მივიღეთ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია
ომიდან სამ დღეში „ვითიბი“ ბანკმა ისე შეაჩერა მოქმედება, რომ ეს დიდად ვერავინ იგრძნო, ვინაიდან მათ შორის სახელმწიფომ საკუთარი როლი შეასრულა ამაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 21:55
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს, ამიტომ ამას სჭირდება იუველირული სიზუსტით მოქმედება
„ევროპის კავშირთან დაპირისპირების სპირალი იწყება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე მოვლენას. ჩვენ არ უნდა გვიყურონ რუსეთის ჭრილში, ჩვენ არ უნდა შეგვხედონ ისე, რომ საქართველოს რა და როგორ შეუძლია ავნოს რუსეთს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის გამაღიზიანებელი და არ უნდა შეგვხედონ ასე“.
14 მარტი 2026, 21:42
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ნიკა ობოლაძეს: თქვენ თუ ამბობთ, რომ ჩვენ არ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას [რუსეთისთვის], ეს დიდი ტყუილია, გვთხოვდნენ 2022 წელს და გვთხოვენ 2026 წელსაც
თქვენ თუ ამბობთ, რომ ჩვენ არ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას [რუსეთისთვის] ეს დიდი ტყუილია, გვთხოვდნენ 2022 წელს და გვთხოვენ 2026 წელსაც, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ნიკა ობოლაძის განცხადების პასუხად. „სანქციების საკითხი, რომ განვმარტოთ, ვინ ითხოვდა და ვინ არა. ვინ ითხოვდა და დღემდე ვინ ითხოვს დოკუმენტებშია ჩამოთვლილი, მათ შორის ყველაზე ბოლოს ევროპული საბჭოს დოკუმენტშიც კი არის ნახსენები, რომ საქართველომ სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს იმიტომ, რომ იყოს სრულ თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ამიტომ თქვენ თუ ამბობთ, რომ ჩვენ არ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას [რუსეთისთვის] ეს დიდი ტყუილია, გვთხოვდნენ 2022 წელს და გვთხოვენ 2026 წელსაც“, - განაცხადა სამხარაძემ.
14 მარტი 2026, 21:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ეს მექანიზმი დააინიციირა პოლონეთმა, თუმცა შემდეგ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად
„მოსკოვის მექანიზმი“ დააინიციირა პოლონეთმა, თუმცა შემდეგ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 21:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს: ეგ კითხვა შეგიძლიათ, დაუსვათ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას, თუ რამდენად დგას დღევანდელი ბრიუსელი ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე. თუნდაც „იმედზე“ თავდასხმა ლონდონის მხრიდან, ამის კარგი დასტურია
ეგ კითხვა შეგიძლიათ, დაუსვათ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას და ისინი მოგვიყვებიან თუ რამდენად დგას დღევანდელი ბრიუსელი ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპონენტების პასუხად.
14 მარტი 2026, 21:22
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე: ყველა მტერიაო, როგორ შეიძლება, ყველა მტერი იყოს?
როგორც სომხეთისთვის, რომელსაც გიუმრის ბაზა აქვს, სადაც ახლა ამერიკული ინვესტიციები ხორციელდება, არავის მოუთხოვია ომის დაწყება და ცეცხლის გახსნა, ისე არ მოუთხოვიათ საქართველოსთვის არავის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ.
14 მარტი 2026, 21:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიკა ობოლაძეს: იმ პარტნიორობას, რომელსაც თქვენ სუვერენიტეტის გარანტს და ცივილიზაციურ კავშირს ეძახით, სინამდვილეში ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან მოჰყვა გაგება, როგორც დაქვემდებარება
„ფაქტია, რომ 2020 წლის არჩევნებს გვიყალბებდნენ პარალელური დათვლით, ფაქტია რომ ამაში ჩართული იყო USAID-ის დაფინანსება, ფაქტია, რომ 2021 წელს მიხეილ სააკაშვილი გარე ძალებმა შემოგვიპარეს საქართველოში, ფაქტია, 2022 წელს გვითრევდნენ ომში, აი ეს იყო დასაწყისი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 21:08
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა, თუმცა ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია
მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა, თუმცა ეს არის სამუშაო პროცესი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.


