თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება
აქცია თელავის მერიასთან
ფოტო: კახა კუპატაძე
შეუნარჩუნდეს თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი - ამ მოთხოვნით თელავის მერიის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
ქალაქის ცენტრში თელავის საზოგადოება შეიკრიბა და პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შენარჩუნებას გულისხმობს. ორგანიზატორების განცხადებით, პეტიცია საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გაეგზავნება.
საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს განმარტებას სთხოვენ, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება. მიმართვას, რომელიც 29 მარტს გავრცელდა, 120 არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის, იმ 7 ქალაქში მოქმედი ორგანიზაციებიც, რომელთა გაუქმებაც იგეგმება.
იმავე დღეს, არასამთავრობო სექტორს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უპასუხა. უწყება ადასტურებს, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის - ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისთვის და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოხსნის საკითხზე სამინისტროს მუშაობა დაწყებული აქვს. უწყება მიიჩნევს, რომ ამ ქალაქებისთვის თვითმმართველობის სტატუსის მინიჭებით შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა.
ყველა სიახლე
13 ივნისი 2026, 13:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
„რა ფაქტიც ვნახეთ, ძალიან ცუდია, ვერ უძლებს კრიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მაშინვე მოჰყვა რეაგირება. სამივე ადამიანი, როგორც შსს-ს განცხადებაში ვნახეთ, პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, გენერალურმა ინსპექციამ შესაბამისი მტკიცებულებები მოიპოვა, მაშინვე მოხდა მყისიერი რეაგირება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
13 ივნისი 2026, 13:35
საზოგადოება
თბილისის მერი 13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო - „გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც“
13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.
13 ივნისი 2026, 13:32
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, იუსტიციის სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
13 ივნისი 2026, 13:29
პოლიტიკა
კახა კალაძე: ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
13 ივნისი 2026, 13:20
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრებზე ამტკიცებს, რომ პოლიცია „პროევროპელ დემონსტრანტებს“ უსწორდება, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 2022 წელს მოხდა
პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა გუშინ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც პოლიციელები დაკავებულებზე ძალადობენ, სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.
13 ივნისი 2026, 13:11
პოლიტიკა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას.
13 ივნისი 2026, 13:10
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. როგორც აღმოჩნდა, ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!
ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
13 ივნისი 2026, 13:08
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სამართალდამცავების მიერ 2022 წელს ჩადენილ დანაშაულზე ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
13 ივნისი 2026, 12:59
პოლიტიკა
კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ? - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს, რომ „ის, რომ რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა“.
13 ივნისი 2026, 12:40
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, ტრენინგი ჩატარდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ტრენინგ-კურსი თემაზე „მეტყველების კულტურა - საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.
13 ივნისი 2026, 12:24
სპორტი
Daily Mail: ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშამდე ხუთი დღით ადრე ბურთები და ბუცები მოჰპარეს
ინგლისის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს აშშ-ში სპორტული ინვენტარი, მათ შორის ბურთები და ბუცები მოჰპარეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 12:12
კულტურა
„საქართველო, ზვიადი“ - გაიმართა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლილ გზას ასახავს
„საქართველო, ზვიადი“ - ამ სახელწოდებით მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლილ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე გზას ასახავს. მისი მიზანია საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია გააცნოს.
13 ივნისი 2026, 12:08
კულტურა
რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა პროექტს - „თაობიდან თაობამდე“ უმასპინძლა
პროექტის მიზანი თაობებს შორის კავშირის გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. მოეწყო გამოფენა, სცენაზე კი ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული და თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომრები, ხალხური და საესტრადო სიმღერები და თეატრალიზებული წარმოდგენები.
13 ივნისი 2026, 12:02
საზოგადოება
70 ათასზე მეტი მსმენელი, გრანდიოზული 360-გრადუსიანი სცენა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე, Kanye West-ის შოუ-კონცერტი თბილისში
70 ათასზე მეტი მსმენელი, გრანდიოზული 360-გრადუსიანი სცენა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე შოუ-კონცერტი თბილისში - Starring Georgia-ს 2026 წლის სეზონის ფარგლებში, დინამო არენაზე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტის, Kanye West-ის ბოლო დროის, ყველაზე გახმაურებული შოუ კონცერტი გაიმართა.
13 ივნისი 2026, 11:54
მსოფლიო
Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანისთვის მილიარდობით დოლარის გაყინული ფულის გადასაცემად ემზადება
არაბთა გაერთიანებული საამიროები მილიარდობით გაყინული დოლარის ირანისთვის გადაცემას დათანხმდა. ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 11:45
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების გარშემო განვითარებული მოვლენები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მრავალწლიანი პოლიტიკური ზეწოლის პრაქტიკა ობიექტურ შეზღუდვებს აწყდება
დღეს საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო, ენერგეტიკული და ლოჯისტიკური ცენტრი გახდა, ხოლო მისი როლი გლობალურ გეოეკონომიკაში მუდმივად იზრდება. ამიტომაც, ევროკავშირი ვეღარ რისკავს და მას საქართველოს მიმართ არცერთი ახალი სანქციური ან შემზღუდავი გადაწყვეტილება არ მიუღია, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბრიუსელში გამართულ ტექნიკურ შეხვედრას, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილებოდა.
13 ივნისი 2026, 11:32
სამართალი
ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს
ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.
13 ივნისი 2026, 11:25
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წუხელ ირანმა რამდენიმე დრონი გაუშვა, რათა ჰორმუზის სრუტეში მყოფ რამდენიმე სავაჭრო გემზე თავდასხმა მოეწყო.
13 ივნისი 2026, 11:07
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა
ტელეკომპანიის ეთერით ნოდარ მელაძემ გაავრცელა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განაზოგადა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად ემსახურებიან საკუთარ ხალხს და ქვეყანას, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
13 ივნისი 2026, 11:07
ეკონომიკა
ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა
შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვდა.


