უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
ფოტო:შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უამინდობის გამო გზებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ. იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო მოყინულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე ტექნიკური მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ადგილზე საგზაო მოძრაობის არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით,"- წერია განცხადებაში.
ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე; თბილისის შემოვლით გზაზე კი იკრძალება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება.
შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.
დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა.
ყველა სიახლე
21 აპრილი 2026, 19:50
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ
ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს, ალბერტო ფაბრა პარტს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 19:37
მსოფლიო
შესაძლო მოლაპარაკებების წინ, ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „დაბომბვების დაწყებას“ ელის
ისლამაბადში მოლაპარაკებების შესაძლო მეორე რაუნდის წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის განახლებას ელის.
21 აპრილი 2026, 19:33
მსოფლიო
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ იშაყ დარმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი და განაგრძონ მუშაობა დიპლომატიურ გადაწყვეტაზე.
21 აპრილი 2026, 19:21
მსოფლიო
ზელენსკი: ნავთობსადენი „დრუჟბა“ შეკეთებულია და მუშაობის განახლება შეუძლია
ნავთობსადენი „დრუჟბა“ შეკეთებულია და მუშაობის განახლება შეუძლია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
21 აპრილი 2026, 19:06
მსოფლიო
POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში
სხვადასხვა პარტიისგან შემდგარ კანონმდებელთა ჯგუფს სურს, რომ ევროპარლამენტმა სტრასბურგში ყოველთვიური მგზავრობა გააუქმოს, ვიდრე ენერგოკრიზისი გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 19:01
პოლიტიკა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა
„2012 წლის 21 აპრილი, თარიღი, რომლითაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ- „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა. ეს არ იყო უბრალოდ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, ეს იყო ქართველი ხალხის იმედი და მტკიცე მოთხოვნა მშვიდობიან, სტაბილურ მომავალზე, ისეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას“.
21 აპრილი 2026, 18:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: მიუხედავად ამ დიაგნოზის მქონე უფრო დიდი პოპულაციის ყოლისა, მხოლოდ 31 ადამიანია, ვინც იღებს კორტიკოსტეროიდს - რეალურად ეს წამალია, რაც აუმჯობესებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა და რამდენად მიჰყვება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს.
21 აპრილი 2026, 18:54
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ნორვეგიაშიც უყვართ ბავშვები და ნორვეგიაშიც აქვთ შესაძლებლობა, მაგრამ ვერ რისკავენ ასე სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას ასეთი მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით
დღეს დაისვა კითხვა შევხვდებით თუ არა აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტების მშობლებს, არასდროს ჩვენი კარი არ დახურულა, ეს მათი არჩევანი იყო, რაც გააკეთეს და მათ მე კრიტიკას ვერ დავუწყებ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ საუბრისას.
21 აპრილი 2026, 18:51
მსოფლიო
ტრამპი მოლაპარაკებების წინ ირანს 8 ქალის გათავისუფლებას სთხოვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერებს რვა ქალის გათავისუფლება სთხოვა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება „შესანიშნავი დასაწყისი იქნებოდა ჩვენი მოლაპარაკებებისთვის“.
21 აპრილი 2026, 18:25
საზოგადოება
წმინდა სინოდის სხდომა, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს 12:00 საათზე გაიმართება. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი. „ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
21 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
21 აპრილი 2026, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
21 აპრილი 2026, 18:11
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
21 აპრილი 2026, 18:06
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს
მინდა, ბატონ მამუკა მდინარაძეს გადავუხადო მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის, მინდა ბატონ მამუკას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
21 აპრილი 2026, 18:03
პოლიტიკა
გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს
გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა.
21 აპრილი 2026, 18:01
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: ოპონენტებს აქვთ ინტერესი, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს ტემპერატურა ამ საკითხთან დაკავშირებით. მესმის ემოციური ფონიც, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი ვისაუბრო იმაზე, რაც არის სიმართლე
პოლიტიკურად მიკერძოებულ ადამიანებს, ოპონენტებს აქვთ ინტერესი, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს ტემპერატურა ამ საკითხთან დაკავშირებით, მესმის ემოციური ფონიც, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი ვისაუბრო იმაზე, რაც არის სიმართლე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატის ირგვლივ სპეკულაციებთან დაკავშირებით.
21 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი, რომელიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში შეიტანა - მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი საზოგადოების გაერთიანება საერთო ეროვნული მიზნის გარშემო
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხედვამ და ქვეყნის წინაშე აღებულმა პასუხისმგებლობამ მიიყვანა საქართველო გარდამტეხ ეტაპამდე და მისი ლიდრობით გახდა შესაძლებელი საზოგადოების გაერთიანება.
21 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა სამართლებრივი სახელმწიფო და მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ
კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ადამიანის უფლებები და თავისუფლებების დაცვა ფორმალობიდან რეალობად იქცა, რადგან სახელმწიფოს პოლიტიკა თითოეული მოქალაქის ღირსების ხელშეუვალობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
21 აპრილი 2026, 17:57
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 17:54
პოლიტიკა
კობახიძე: 2012 წლის 21 აპრილი, რასაც პირველ ოქტომბერს, „ნაციონალების“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე ქვეყნიდან, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით
14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკურად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე, გარე ინტერესებს დაქვემდებარებული ქვეყნიდან, თანამედროვე, დემოკრატიულ, ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.


