imedi /  31 იანვარი 2019, 18:06 / სანდო წყარო

ფრაქცია „ქართული ოცნება“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქართული ოცნება

ჩვენ ბოლომდე სოლიდარულები ვართ, როგორც ჩვენი ფრაქციის წევრის, ეკა ბესელიას, ასევე ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც შეიძლება ასეთი უზნეობის მსხვერპლი გახდეს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ განსხვავებულ აზრს ან პოზიციას აფიქსირებს რომელიმე თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხს შეეხება.

„რამდენიმე დღეა არ წყდება ინფორმაციის გაშუქება იმის შესახებ, რომ ხდება ჩვენი ფრაქციის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.

დღემდე ის საკითხიც კი, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, ეჭვქვეშ იდგა. თუმცა, დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთი კადრები გამოჩნდა სოციალურ ქსელებშიც.

მიგვაჩნია, რომ ადამიანის პირად სივრცეში შეჭრა და შესაბამისი კადრების გავრცელება არის ერთ-ერთი ყველაზე უზნეო, ამორალური ქმედება და უმძიმესი დანაშაული, რასაც მყისიერი რეაგირება სჭირდება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში დადგინდეს, ვინ დგას ამ ფაქტის უკან. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ უმკაცრესად, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ამორალური დანაშაულის ჩადენა და გაფიქრებაც კი.

ჩვენ ბოლომდე სოლიდარულები ვართ, როგორც ჩვენი ფრაქციის წევრის, ეკა ბესელიას, ასევე ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც შეიძლება ასეთი უზნეობის მსხვერპლი გახდეს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ განსხვავებულ აზრს ან პოზიციას აფიქსირებს რომელიმე თემაზე - არსებობს საკითხები, სადაც ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და საბოლოოდ დავამარცხოთ ასეთი უღირსი მოქმედებები. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მის უზრუნველსაყოფად როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა და მომხდარზე გამოძიება  სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. 

ყველა სიახლე

24 ივნისი 2021, 19:16

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ასამბლეას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა PABSEC-ის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელსაც, მხარეების შეფასებით, წევრი ქვეყნების მოსახლეობისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია.

24 ივნისი 2021, 19:03

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპარლამენტში შეხვედრა გამართეს

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, უკარინა) საგარეო საქმეთა მინისტრებმა - დავით ზალკალიანმა, აურელიო ჩოკოიმ და დმიტრო კულებამ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ევროპარლამენტში, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 ივნისი 2021, 18:58

რეგიონი

იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა რუსთავში ვიზიტით იმყოფებოდა

იაპონიის ელჩი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძეს, ქალაქის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძეს, მერის მოადგილეებს დავით იშხნელსა და კახა გურულს შეხვდა.

მარკ რუტე

24 ივნისი 2021, 18:55

მსოფლიო

ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ არასრულწლოვნებს შორის LGBT თემატიკის მასალების გავრცელების აკრძალვის შესახებ კანონის მიღების გამო, უნგრეთის ადგილი ევროკავშირში არ არის

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ არასრულწლოვნებს შორის LGBT თემატიკის მასალების გავრცელების აკრძალვის შესახებ კანონის მიღების გამო, უნგრეთის ადგილი ევროკავშირში არ არის.

ირაკლი ლატარია

24 ივნისი 2021, 18:33

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: პრემიერის ინიციატივით გამოცემული ამნისტია უფრო ამყარებს განცდას, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რათა დაამარცხოს ეს უხილავი მტერი და რაც მთავარია - იზრუნოს ჩვენზე

ექსპერტი ირაკლი ლატარია პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობი ათავისუფლებს.

ჯო ბაიდენი

24 ივნისი 2021, 18:28

COVID19

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო მომაკვდინებელია და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო გადამდები და მომაკვდინებელია და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 18:15

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „იფსოსზე“: რასაც უკვეთავს „ნაციონალური მოძრაობა“, იმას აჟღერებენ

ეს „კვლევითი ორგანიზაცია“ სინამდვილეში არასდროს არ ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობებს, არამედ ერთი პარტიის საშინაო დავალებების გამჟღერებელია, რასაც უკვეთავს „ნაციონალური მოძრაობა“, იმას აჟღერებენ, - ასე გამოეხმაურა „იფსოს“ ბოლო კვლევას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი „ქრონიკასთან“ საუბარში.

ირაკლი ჩიქოვანი

24 ივნისი 2021, 18:14

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭომ შეაფასა პროგრესი კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ასამბლეის სხდომებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების, სტამბოლის კონვენციის, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრეს და დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა მოხსენება საქართველოს შესახებ.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 18:07

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ვერ ეგუება იმ პროგრესს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ განიცადა

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ „ნაცმოძრაობა“ როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ებრძოდა მართლმსაჯულების სისტემას, ისე ოპოზიციიდანაც ცდილობს მართლმსაჯულება დააზიანოს. ისინი ვერ ეგუებიან იმ პროგრესს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ განიცადა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 18:03

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გახარიას და სააკაშვილის ძირითადი ინტერესია, ზეგავლენა მოახდინონ თვითმმართველობის არჩევნებზე

„აკეთებს ამას გამიზნულად თუ თამაშობს სხვის თამაშს და უბრალოდ არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოებასთან, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საცნაურდება მისი საქციელით. ის მაინც ფარდას ხდის თავის რეალურ მიზნებსა და ინტერესებს, რაც ნამდვილად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

24 ივნისი 2021, 17:58

რეგიონი

მაშველებმა გარდაბანში, ხელოვნურ ტბაში 2 მოზარდის ცხედარი იპოვეს

გარდაბანში, ხელოვნურ ტბაში 2 არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

კარლ ჰარცელი

24 ივნისი 2021, 17:54

რეგიონი

კარლ ჰარცელი: რაჭა ულამაზესია, ეს ჩემი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ამ რეგიონში

„ჩამოვედით რაჭაში, რომელიც არის ულამაზესი, ეს არის ჩემი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ამ რეგიონში. რაჭა არის ჩვენი საფოკუსე რეგიონი და მთელი დღის განმავლობაში გვექნება შეხვედრები მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომ ვნახოთ რა საჭიროება აქვს რეგიონს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ანდრიუს კუბილიუსი

24 ივნისი 2021, 17:54

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ასოცირებული ტრიოს სამიტი ძალიან კარგ შესაძლებლობას მოგვცემს ამბიციური პოლიტიკური დღის წესრიგი განვსაზღვროთ

დიდი პატივის ჩემთვის მოგილოცოთ ასოცირებული ტრიოს შექმნა. ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ საჭირო ინფორმაციით, ამბიციური გეგმებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

დევიდ მაკალისტერი

24 ივნისი 2021, 17:52

პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: მისასალმებელია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კოორდინირებული პოზიციებით წარდგებიან ევროპული ინტეგრაციის გზაზე

ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კოორდინირებული პოზიციებით წარდგებიან ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

24 ივნისი 2021, 17:45

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი „Rothschild & Co“- ის მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „Rothschild & Co“- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და კონკრეტულ სფეროებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

24 ივნისი 2021, 17:44

სპორტი

უეფამ გასვლითი გოლის წესი გააუქმა

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ტურნირებში გასვლითი გოლის წესი გააუქმა.

კელი დეგნანი

24 ივნისი 2021, 17:32

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი მანამ, სანამ რეფორმის სრულად განხილვა მოხდება. ეს, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მარინა კალიურანდი

24 ივნისი 2021, 17:31

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: თითოეული ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია პროგრესზე და ამიტომ გავამახვილოთ ყურადღება რეფორმებზე

მოხარული ვარ მინისტრებთან შეხვედრით. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ. არაჩვეულებრივი საუბარი შედგა. ძალიან საინტერესო იყო მოგვესმინა სამი მინისტრისთვის. მათი ხედვა, ინტერესები, წუხილები, ამბიციური გეგმები- ყველაფერზე მოვახერხეთ მსჯელობა. ძალიან დიდი ინტერესი იყო ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

24 ივნისი 2021, 17:30

რეგიონი

ნინო ლაცაბიძემ რუსთავში იაპონიის ელჩს უმასპინძლა

დღეს რუსთავში სტუმრად იმყოფებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, - ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იაპონიის ელჩთან რუსთავის ახალ შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

არჩილ თალაკვაძე
 ასაფ ჰაჯიევი

24 ივნისი 2021, 17:28

პოლიტიკა

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა არჩილ თალაკვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურმა მდივანმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, ასამბლეის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.