imedi /  19 აგვისტო 2020, 12:52 / სანდო წყარო

სვანეთში მყოფი მოქალაქეები საკარანტინო სივრცეებს მომდევნო კვირიდან დატოვებენ

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

მინდა მადლობა გადავუხადო სვანეთის მცხოვრებლებს, ასევე დამსვენებლებს მათი თანამშრომლობისთვის, გაგებისთვის, რადგან გვესმის რომ შექმნილი ვითარება მათთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა უდრიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ კომფორტული პირობები შეგვექმნა თითოეული მათგანისთვის, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სვანეთში ჩვენ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, მერიასთან, ისევე როგორც 144-თან აქტიური და ღირებული თანამშრომლობით მოვახდინეთ პირდაპირი კომუნიკაცია ფაქტობრივად ყველა დამსვენებელთან, მცხოვრებელთან, რომელიც აღნიშნული პერიოდის განმავლობაშ სვანეთში იმყოფებოდა. დღევანდელი მონაცემებით 1 600-მდე ადამიანი ორგანიზებულადაა გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში. მომდევნო კვირის დასაწყისიდან, ტესტირების შესაბამისად საკარანტინო სივრციდან ადამიანები საკარანტინო სივრცეებს დატოვებენ. მინდა მადლობა გადავუხადო სვანეთის მცხოვრებლებს, ასევე დამსვენებლებს მათი თანამშრომლობისთვის, გაგებისთვის, რადგან გვესმის რომ შექმნილი ვითარება მათთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა უდრიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ კომფორტული პირობები შეგვექმნა თითოეული მათგანისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება. დეტალებს გაეცანით აქ.

10 აგვისტოს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1098-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

21 იანვარი 2022, 14:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა

საგაზაფხულო სესიის გახსნასთან ერთად პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

21 იანვარი 2022, 14:33

თავდაცვა

ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდკლინიკაში პაციენტმა ექთანი დაჭრა

მათივე ცნობით შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა. ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, პაციენტმა ექთანს სახის არეში 2 ჭრილობა მიაყენა. ამ ეტაპზე ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ხოსე მანუელ ალბარესი

21 იანვარი 2022, 14:32

მსოფლიო

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპელებს უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების აქტიურობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია აქვთ

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ევროპელებს უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების აქტიურობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია აქვთ და ესპანეთი მხარს უჭერს დიალოგს.

შალვა ნათელაშვილი

21 იანვარი 2022, 14:30

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მისი თქმით, ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკითხვა სოციალურ ქსელებში იმის შესახებ, შევიდეს თუ არა პარლამენტში და ამიტომ გადაწყვეტილება არ მიუღია.

რატი იონათამიშვილი

21 იანვარი 2022, 14:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გახარიას პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ ალიანსი ლოგიკური მსჯელობის საგანი აღარ არის, ეს დადასტურებული ფაქტია

„გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირი სულ უფრო მახსენებს „12 სკამის“ ერთ პერსონაჟს, რომელიც მუდმივად იპარავს და შემდეგ მუდმივად რცხვენია ამის გამო. სინამდვილეში, მათი ალიანსი აღარ არის ლოგიკური მსჯელობის საგანი. ესაა დადასტურებული ფაქტი, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ზურაბ ქადაგიძე

21 იანვარი 2022, 14:16

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნათია მეზვრიშვილზე: გუშინ წალენჯიხაში, ნაცებთან უკვე მერამდენედ გააფორმეს კოალიცია და დღეს უსინდისოდ, წარბიც რომ არ ეხრება, დგას და ამბობს ნაცებთან კოალიციას არ ვაპირებთო

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც „ქრონიკას“ განუცხადა, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 იანვარი 2022, 14:12

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“ საკრებულოების დონეზე, სადაც საშუალება მიეცათ, კოალიცია ფაქტობრივად გააფორმეს

ეს კოალიცია მათ [„ნაცმოძრაობა“ და „საქართველოსთვის“] საკრებულოების დონეზე სადაც ამის საშუალება მიეცათ ფაქტობრივად გააფორმეს, - ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერ კორნელი სალიას არჩევას.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 იანვარი 2022, 14:08

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს და მისი ანაზღაურება 4 000 ლარს აღემატება

მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიპტური სურათი - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21 იანვარი 2022, 14:06

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ვიმედოვნებ, რომ რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მშვიდობის დამყარებისკენ მიისწრაფვის და იმედოვნებს, რომ რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება.

ზურაბ აზარაშვილი
ფატმა ჯერენ იაზგანი

21 იანვარი 2022, 13:25

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების მედიკამენტების შემოტანას, რაც წამლის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

21 იანვარი 2022, 13:23

რეგიონი

ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზაზე დაწესებული რეჟიმი შეიცვალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ენტონი ფაუჩი

21 იანვარი 2022, 13:23

COVID19

ენტონი ფაუჩი: არავაქცინირებული მოსახლეობა 2022 წელს პანდემიის დასრულებას საფრთხეს უქმნის

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ არავაქცინირებულმა ადამიანებმა კორონავირუსის ენდემურ დაავადებად გადაქცევა შეიძლება შეაყოვნონ.

21 იანვარი 2022, 13:13

რეგიონი

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე დაწესებული რეჟიმი შეიცვალა

მათივე ცნობით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

21 იანვარი 2022, 13:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

22-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

21 იანვარი 2022, 13:06

რეგიონი

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა.

21 იანვარი 2022, 12:46

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს შეხვდა. მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

21 იანვარი 2022, 12:38

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2022, 12:37

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით პირობებს გვკარნახობს, ჩინეთი - ტაივანთან დაკავშირებით, კიმ ჩენ ინი რაკეტებს უშვებს, ხოლო ირანი იმას აკეთებს, რაც უნდა - ჩვენს ქვეყანას არაკომპეტენტურად მართავენ

თეთრი სახლის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ასე ცუდად განვითარდებოდა.

21 იანვარი 2022, 12:18

პოლიტიკა

თბილისში ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართულ-გერმანულ-ფრანგული პოლიტიკური სამკუთხედის ფარგლებში, კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა. ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედი, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა, სამი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის სტრატეგიულ საკითხებზე მსჯელობის რეგულარულ ფორმატს წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცესკო

21 იანვარი 2022, 12:11

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების შესარჩევად პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია

სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის ვაკანტურ პოზიციებზე ასარჩევი კანდიდატები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იქნება. ამ შემთხვევაში კანდიდატები თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნებიან.