ოთარ შამუგია: ბორჯომში ამჟამად ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი
ოთარ შამუგია
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. მისი თქმით, ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი დაახლოებით 150 ჰექტარზეა გავრცელებული.
„სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალები, შსს, ასევე სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი არის ჩართული პროცესში. მობილიზებულია ას ერთეულზე მეტი ტექნიკა, ასევე ვერტმფრენებია ჩართული. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს.
ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ნამდვილად. ფართობზე დაზუსტებით ახლა ვერ ვისაუბრებთ. სავარაუდოდ, ალბათ საუბარი არის 150 ჰექტარზე, თუმცა ეს დასაზუსტებულია, რადგან კერები სხვადასხვა ადგილზეა. როცა დასრულდება პროცესები, უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება, რა მასშტაბზეა საუბარი. ზარალი გამომდინარეობს იქიდან, რა მასშტაბზეა და რა ზიანი იქნა გარემოზე მიყენებული“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
ყველა სიახლე
20 აპრილი 2026, 11:42
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყანა ასე მარტივად დაისვენებს - ბოროტ ძალას, რომელსაც საქართველოს დამორჩილება უნდა, არ აინტერესებს რომელი აგენტი იქნება ქვეყნის სათავეში, მთავარია მოაშოროს ეროვნული ხელისუფლება
რაც შეეხება კრიმინალი პოლიტიკოსების განეიტრალებას, პარტიების აკრძალვას და ღიად მოღალატე, მტერთან კოლაბორაციონისტი ფიგურების სამართლებრივ სასჯელს - ეს ნაბიჯი გლობალური ომის პარტიას მცირედითაც კი ვერ შეუშლის ხელს, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
20 აპრილი 2026, 11:40
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: გაშიფრული გვაქვს „დიპ სტეიტის“ მოქმედების ფორმულა და ამიტომ, ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება - გაგრძელდება გარედან დაუნდობელი შემოტევა საქართველოზე
ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან არ ასვენებდა ამ ქვეყანას, ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღიად, დაუფარავად ემსახურება „დიპ სტეიტის“ ინტერესებს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ ბანდიტების განეიტრალებით ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს გამუდმებული ქაოსისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათრიშვილი მორიგ წერილში.
20 აპრილი 2026, 11:36
პოლიტიკა
შათირიშვილი: უნგრეთში ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის და ორბანის მოცილების შემდეგ ოლიგარქიული ოჯახები საქართველოზე შეტევას გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებენ - ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე კიდევ უფრო გაძლიერდება
თამამად შემიძლია ვთქვა და პასუხი ვაგო საკუთარ სიტყვებზე, რომ დღეს თუ რომელიმე ქვეყანა არის სუვერენული და დამოუკიდებელი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, ერთ-ერთი სწორედ საქართველოა და ამიტომაც ვარ დარწმუნებული - ზეწოლა ჩვენს ქვეყანასა და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაძლიერდება, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ წერილს ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 11:32
პოლიტიკა
შათირიშვილი: ორბანმა სასტიკად წააგო, აშშ-ის ადმინისტრაციის გვერდში დგომა მას ხელისუფლების დათმობად დაუჯდა - დასანანია, რომ არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა, რათა ოლიგარქიული ოჯახების გეგმა მისთვის „უნგრულ ვატერლოოდ“ არ გადაქცეულიყო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართულ და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შევთავაზე ანალიზი, თუ როგორ მესახებოდა პროცესების განვითარება და ასევე ვრცლად ვისაუბრე აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის შესახებ, რაც რთულად, მაგრამ საბოლოოდ ამოიხსნა, რომ კონტრ პროდუქტიული შედეგისთვის იყო გამიზნული, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც უნგრეთის არჩევნების შედეგების შესახებ წერილს აქვეყნებს.
20 აპრილი 2026, 11:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა. გაიხსენეთ, ჩვენთან რა ისტერია ჰქონდა ბრიუსელს, რომ თითქოს ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია. კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას?!
უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა. გაიხსენეთ, ჩვენთან რა ისტერია ჰქონდა ბრიუსელს, რომ თითქოს კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს ხელისუფლება. კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას?! - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
20 აპრილი 2026, 11:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით. აქამდე არსებულ სამ პარტიას ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ „ფედერალისტურ“ პარტიას
„დღეს ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით. აქამდე არსებულ სამ პარტიას ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ ფედერალისტურ პარტიას“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
20 აპრილი 2026, 11:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი და სწორედ ამ რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნეს პროექტში, რაც არის მნიშვნელოვანი
ოპოზიცია ალბათ ამ ჯერზე ამერიკანიზაციას გამოაცხადებს რაიმე პრობლემად, სინამდვილეში კი საქართველო ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემებით არის ლიდერი მსოფლიოში, ეკონომიკური განვითარების ტემპებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.
20 აპრილი 2026, 11:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა. ეს არის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული პროპაგანდისტული ხერხი
მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარმატებული იყოს, ვაკვირდებით რომ ბოლო 5 წელში ეს მერვე არჩევნებია ბულგარეთში, რადგან სამწუხაროდ, წინა პერიოდში ვერ ხდებოდა უმრავლესობის ფორმირება, ან ძალიან მოკლევადიანი იყო ხოლმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
20 აპრილი 2026, 11:21
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართული შეხვედრები შეაჯამა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, სსფ-ის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, შედგა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 11:21
კულტურა
პარიზის „სალ გავოს“ (Salle Gaveau) საკონცერტო დარბაზში კონცერტი - „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ გაიმართა
საფრანგეთში, პარიზის „სალ გავოს“ (Salle Gaveau) საკონცერტო დარბაზში კონცერტი - „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 11:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პატრიარქის არჩევა არის სრულად წმინდა სინოდის კომპეტენცია. ჩვენი განწყობაც, მოწოდებაც და სურვილიც სწორედ ეს არის, რომ არავინ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში
პატრიარქის არჩევა არის სრულად წმინდა სინოდის კომპეტენცია. ჩვენი განწყობაც, მოწოდებაც და სურვილიც სწორედ ეს არის, რომ არავინ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
20 აპრილი 2026, 11:14
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერმა ევროკავშირს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 11:10
საზოგადოება
პაციენტების სიკვდილი, დაუდგენელი ეფექტურობა და გაუგებრობა დიუშენის სინდრომის მედიკამენტების ირგვლივ
ბოლო პერიოდია საზოგადოება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთა მშობლების აქციებს ადევნებს თვალს, რომლებიც კონკრეტულ მედიკამენტებს ითხოვენ. ესენია: ELEVIDYS, Givinostat (Duvyzat) და Exon Skipping (Eteplirsen). დიუშენის კუნთოვანი დისტროფია არის მემკვიდრული (გენეტიკური) დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების პროგრესირებად დასუსტებას. იგი გამოწვეულია დისტროფინის ცილის არარსებობით, რის შედეგადაც კუნთის უჯრედები ნელ-ნელა ზიანდება და იშლება. დაავადება ძირითადად ბიჭებში ვლინდება და იწყება ბავშვობაში, თანდათან ამძიმებს მოძრაობას, სუნთქვასა და გულის მუშაობას.
20 აპრილი 2026, 11:08
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში უკანონო ტყით სარგებლობის 4 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 11:06
პოლიტიკა
„ქრონიკის“ ინფორმაციით იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს - ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს
„ქრონიკის“ ინფორმაციით იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს. ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.
20 აპრილი 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 2000 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ნ.გ. დააკავეს.
20 აპრილი 2026, 10:34
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში „ცაჰალის“ ჯარისკაცის მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანების ამსახველ ფოტოს „სამარცხვინოს“ უწოდებს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა „მძიმე და სამარცხვინო“ უწოდა სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდაცვითი ძალების ჯარისკაცის მიერ ქრისტიანული სიმბოლოს დაზიანებას.
20 აპრილი 2026, 10:16
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთს თავიდან მოუტანა ხანმოკლე პროგრესი, თუმცა მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა წინ, დარჩა ღარიბ ქვეყნად - კარგი მაგალითია, თუ რატომ არ ნიშნავს ევროკავშირი ავტომატურად განვითარებას
ბულგარეთში ბოლო ხუთ წელში მერვე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ყველაზე პრორუსულმა და ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა- წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
20 აპრილი 2026, 10:16
საზოგადოება
ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საქართველოში იმყოფება
ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც „კვლევებიდან-შედეგებამდე, პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში” ეძღვნება.
20 აპრილი 2026, 10:12
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.


