imedi.ge /  24 აგვისტო 2022, 23:47 / სანდო წყარო

ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ხანძრის გავრცელების არეალი პირადად დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაცციით, ვახტანგ გომელაური ოპერატიული მართვის შტაბში სამუშაო თათბირს დაესწრო, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას და ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგებს დეტალურად გაეცნო.

შს მინისტრის თქმით, ავიაციამ იმუშავა მაქსიმალურად მაღალ დონეზე და შედეგიც სახეზეა, შედარებით დაიკლო ცეცხლის კერებმა და გაფართოების არეალმა.

„დღეს ნახეთ, რომ სასაზღვრო ავიაციასთან ერთად 3 თვითმფრინავი ჩაერთო სამუშაოებში და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს - თურქულ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება და მნიშვნელოვნად შეეტყო ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

დღეს ქარი იყო და უჭირდათ ვერტმფრენებს. დილით იმუშავეს რამდენიმე საათი, თუმცა ქარში ვეღარ მუშაობდნენ და აქედან გამომდინარე, ავიაციამ იმუშავა მაქსიმალურად მაღალ დონეზე და შედეგიც სახეზეა, შედარებით დაიკლო ცეცხლის კერებმა და გაფართოების არეალმა.

მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი მეგობრების - აზერბაიჯანული მხარის შემოთავაზებას, მსურს მათ მადლობა ვუთხრა. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, სომხურ მხარესაც, მათ შემოგვთავაზეს ტექნიკით დახმარება, თუმცა, ტექნიკა ჩვენც გვყავს მობილიზებული, მაგრამ ხედავთ, რომ ვერ ვამუშავებთ დიდი რაოდენობით, ფიზიკურად ისეთი რელიეფია.

მსურს ხაზი გავუსვა, ევროპაშიც არის ხანძრები, ასევე სხვადასხვა ქვეყნაში და ყველას თავის გაჭირვება აქვს. სახანძრო თვითმფრინავი - ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება და ყველა სახელმწიფოს არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში არ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნიდანაც ჩამოვა თვითმფრინავი.
ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს გადასულია ცეცხლი და გაჩნდა ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარია, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა.

მთლიანად დავარტყით ახლა წრე, ვნახეთ, დავათვალიერეთ. გახსოვთ თქვენ, წინა წლებში მომხდარი ბორჯომის ხანძარი, ერთიანად, მთლიანად იწვებოდა ყველაფერი. აქ ასე არ არის, პატარ-პატარა კერებია. ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილი. მაქსიმალურად გადასროლილია სახანძრო მანქანები ქვედა მხარეს და საშიშროება, რომ ცეცხლი გადავა დასახლებულ პუნქტებზე, არ არსებობს, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი არ ამოვარდა.

როდის ჩაქრება ხანძარი - ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ეს არის დიდ წილად ამინდზე დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვერტმფრენებიც რომ გვყავდეს მეტი, თუ ქარი იქნება, ვერ იმუშავებენ. ასევე, მსურს გაცნობოთ, როგორც მომახასენეს, სტრატეგიულ მილსადენებზე საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის უწყვეტ სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებთან ერთად, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, დღეს ჩაერთო და მთელი დღის განმვლობაში აქტიურად მონაწილეობდა თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. დილიდან ხანძრის ქრობისა და პრევენციულ ღონისძიებებში ჩაერთო რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელიც.

დასახლებული პუნქტების და სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით ხანძრის გავრცელების პრევენციისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ყველა შესაბამისი ღონისძიება ხორციელდება. მოწყობილია სპეციალური თხრილები, მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა ტიპის სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა, ხანძრის უწყვეტი მონიტორინგი​ კი დრონების მეშვეობით ხდება​.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

ყველა სიახლე

01 სექტემბერი 2026, 11:10

მსოფლიო

ესტონეთმა გვიან ღამით დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, გვიან ღამით დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო განგაში გამოცხადდა, რის შედეგადაც ესტონეთში მდებარე ნატოს გამანადგურებელი თვითმფრინავების აფრენა გახდა საჭირო.

01 სექტემბერი 2026, 10:56

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია.

დავით ქართველიშვილი

01 სექტემბერი 2026, 10:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სექტემბრის პირველი ათი დღე ფაქტობრივად ერთიან დიპლომატიურ ჯაჭვად ყალიბდება - ჯერ ბათუმი, მერე პარიზი, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკი და გაეროს მაღალი ტრიბუნა. 8 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია იწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი 20–24 სექტემბერს ნიუ-იორკში ამ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მაკრონის მიერ კობახიძის პარიზში მიწვევა, ბათუმში მსხვილი საერთაშორისო ფორუმის ჩატარება და საქართველოს მონაწილეობა მსოფლიოს მთავარ დიპლომატიურ პლატფორმაზე, გაეროში, მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკულად დაამტკიცოს თავისი კონცეფცია „მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების“ შესახებ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

01 სექტემბერი 2026, 10:38

რეგიონი

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

„რეგიონებში არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობა და თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს პრობლემური საკითხების ერთობლივ იდენტიფიცირებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

01 სექტემბერი 2026, 10:34

ეკონომიკა

საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust Magazine საქართველო მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა

გამოცემის ოფიციალურ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში Wanderlust - ი ონლაინ მომხმარებელს, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და მიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდს - georgia.travel, სადაც საქართველოში მოგზაურობის მსურველები შეძლებენ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

01 სექტემბერი 2026, 10:28

საზოგადოება

საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა

საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა

დენ დრისკოლი

01 სექტემბერი 2026, 10:27

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა

აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 10:23

სამართალი

დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, საერთაშორისო - ISO სტანდარტის შესაბამისი პორტატული მოწყობილობით განხორციელდება

სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.

01 სექტემბერი 2026, 10:13

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა.

01 სექტემბერი 2026, 10:01

მსოფლიო

Reuters: რუსეთის იერიშებს კიევსა და კიევის ოლქში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა

რუსეთის მიერ კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 09:54

სამართალი

გურიის პოლიციამ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.

01 სექტემბერი 2026, 09:43

მსოფლიო

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი: ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ

ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ, - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. როგორც ინდოეთის პრემიერმა აღნიშნა, ის უკრაინაში ომის დასრულების ყველა სამშვიდობო ძალისხმევას მხარს უჭერს.

01 სექტემბერი 2026, 09:30

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა.

01 სექტემბერი 2026, 09:22

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

01 სექტემბერი 2026, 09:18

საზოგადოება

დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება

დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 სექტემბერი 2026, 09:13

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გავაგრძელებთ ყველა იმ კანონის მიღებას, რაც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული განვითარების ხარისხსა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას დასჭირდება

ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას აქვს ინვესტიციების მოზიდვის დიდი ამბიცია და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება საკანონმდებლო საქმიანობისთვის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

01 სექტემბერი 2026, 09:04

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება. პარლამენტის სესიის გახსნისას ტრადიციულად სრულდება საქართველოს ჰიმნი.

01 სექტემბერი 2026, 09:01

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე ვაკანსიაზე.

01 სექტემბერი 2026, 08:56

საზოგადოება

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეეძლებათ.

ანტონ სილუანოვი

01 სექტემბერი 2026, 02:17

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.