06 აპრილი 2026, 12:58 / სანდო წყარო

ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.

პროექტის მიხედვით, სტადიონებზე მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და თანამედროვე განათების სისტემები, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.

დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.

რაგბის ტექნიკური ცენტრები აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული იქნება ყველა მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, რაგბის 8 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში.

ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.

ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.

ყველა სიახლე

06 აპრილი 2026, 14:25

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ირაკლი კობახიძე

06 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

პრემიერი: ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს, ამ კონტექსტში, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

06 აპრილი 2026, 14:20

პოლიტიკა

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება, რომლითაც მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

06 აპრილი 2026, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, გვაქვს მოლოდინი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. გვაქვს მოლოდინი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

06 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს ეხება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ირაკლი კობახიძე

06 აპრილი 2026, 14:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება, როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

06 აპრილი 2026, 14:13

მსოფლიო

The Economist: ევროპელი მოკავშირეები აშშ-ის ნატოში დარჩენის იმედს კარგავენ

The Economist-ი წერს, რომ ევროპას ნატოში ამერიკის დარჩენის იმედს კარგავს, მოკავშირეებს შორის უთანხმოება კი იმდენად შორსაა წასული, რომ ევროპელი პარტნიორების ქმედებები დონალდ ტრამპის პოზიციას ალიანსთან დაკავშირებით ვეღარ შეცვლის.

ჯორჯია მელონი

06 აპრილი 2026, 14:05

მსოფლიო

ჯორჯია მელონი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტით იმყოფებოდა

ჯორჯია მელონი, ვიზიტის წინასწარ დაანონსების გარეშე ესტუმრა საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ირანის თავდასხმების ფონზე, სამ სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადა, განიხილა როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგოუსაფრთხოების საკითხები.

აბას არაღჩი

06 აპრილი 2026, 13:59

მსოფლიო

ირანი პირობას დებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემთხვევაში აშშ-ს ყოვლისმომცველ პასუხს გასცემს

თუ აშშ განახორციელებს თავის მუქარას და ირანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყამს, ამას „ეჭვგარეშეა, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაფიო და ყოვლისმომცველი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ნოელ ბაროსთან სატელეფონო საუბრისას.

06 აპრილი 2026, 13:35

თავდაცვა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებაზე იმსჯელა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

06 აპრილი 2026, 13:22

საზოგადოება

საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

06 აპრილი 2026, 13:15

რეგიონი

სოფელ ჭაბუკიანის ტერიტორიაზე ინაბოტის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაბუკიანის ტერიტორიაზე ინაბოტის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთის წმენდა ნატანი მასისგან, რაც 80 ჰექტრამდე მიწის ფართობზე დრენაჟის გამტარობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

06 აპრილი 2026, 13:11

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

06 აპრილი 2026, 12:47

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვასთან დაკავშირებით: პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილების მიღებას

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებაზე, რომლის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.

06 აპრილი 2026, 12:41

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისი დანიშნა. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

06 აპრილი 2026, 12:27

მსოფლიო

Reuters: პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ცეცხლის შეწყვეტის გეგმა გადასცა

ისლამაბადის წინადადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში დაუყოვნებლივ შევა, რაც ჰორმუზის სრუტის გახსნას გამოიწვევს. შეთანხმება მხარეებს 15-20 დღეს მისცემს იმისათვის, რომ უფრო ფართო მასშტაბის დარეგულირებაზე დაასრულონ მუშაობა.

06 აპრილი 2026, 12:19

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური აქვეყნებს იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომლის ამანათის სახით მიღების უფლებაც, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულებს ექნებათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს

06 აპრილი 2026, 12:18

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31 მარტის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

06 აპრილი 2026, 12:14

საზოგადოება

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა.