01 ივლისი 2026, 12:51 / სანდო წყარო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომაზე ზურაბ პატარაძემ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც რეგიონის წარმატებას და აქ მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

„ტურიზმი აჭარის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ზურაბ პატარაძის განცხადებით ტურისტული პოტენციალის გაძლიერება, ახალი პროდუქტების შექმნა, სერვისების გაუმჯობესება და რეგიონის ოთხივე სეზონზე გააქტიურება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, რაც მგზავრთნაკადის ზრდასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციების მოზიდვა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის ბიუჯეტი წელს მილიარდ ლარს აღემატება. რეგიონში მიმდინარეობს მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აჭარა საინვესტიციო რუკაზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.

ასევე, რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გზების მშენებლობა 20 მიმართულებით, ჯამში 50 კილომეტრამდე მანძილზე მიმდინარეობს; მსხვილი პროექტების ფარგლებში დაგეგმილია ბათუმი-სარფის 7.5 კმ იანი გვირაბის მოწყობა გზის 11 კმ-იანი გზის მონაკვეთზე. ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ხულო-ზარზმის გზა, რომლის 47 კილომეტრიდან დიდი ნაწილი დასრულებულია და დარჩენილი 3 კმ-იანი მონაკვეთიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

გზების მშენებლობასთან ერთად, მაღალმთიან აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პროექტები. უკვე გაყვანილია 120 კილომეტრამდე გაზსადენი, რომლის დასრულების შემდეგ ბუნებრივ აირს 30 ათასამდე აბონენტი მიიღებს, ხოლო 39 სოფელში მიმდინარე წყალმომარაგების სამუშაოები 40 ათასი აბონენტისთვის უწყვეტი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.მიმდინარეობს კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც

აქტიურად გრძელდება ბათუმისა და ქობულეთის ბულვარის განვითარება. დაგეგმილია ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის მასშტაბური განახლება, ხოლო ქობულეთში უკვე დასრულებულია ბულვარის 600-მეტრიანი მონაკვეთი და იგეგმება მისი გაგრძელება ფიჭვნარის მიმართულებით.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მომავალი თაობის მხარდაჭერა რეგიონის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბათუმში დასრულდა ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა, ამასთან, იგეგმება ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სპორტული კომპლექსების მშენებლობაც.

მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ პროგრამებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 87 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მომავალ წელს იგეგმება 95 მილიონ ლარამდე გაზრდა. მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამებით უკვე ისარგებლა 30 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა. პარალელურად, რეგიონს სამი ახალი სამედიცინო დაწესებულება შეემატება.

სოციალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაგრძელდება პროგრამა - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. სოციალური სახლები შენდება ქობულეთსა და ხელვაჩაურში, ასევე მიმდინარეობს „ოცნების ქალაქის“ შემდეგ ფაზაში მორიგი მშენებლობის დაწყების პროცედურები.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, განათლების სფეროს მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამები და ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლები რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაც. მიმდინარეობს ხინოწმინდის ეკლესიის, ბათუმის საკათედრო ტაძრის, ქედის ჯამეებისა და ჩაქვის ლაო-ჯინ-ჯაოს მუზეუმის განახლება.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სოფლის მეურნეობა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ფართოვდება ფერმერების, საოჯახო მეურნეობების მხარდამჭერი პროგრამები, ასევე გრძელდება ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა.

ზურაბ პატარაძის თქმით, სხდომაზე განხილული პროექტები რეგიონის განვითარებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და შედეგები საზოგადოებას ეტაპობრივად წარედგინება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

01 ივლისი 2026, 14:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

01 ივლისი 2026, 14:25

სამართალი

2026 წლის 1-ლი ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე

უწყების ინფორმაციით, საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო, 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა.

მამუკა მდინარაძე

01 ივლისი 2026, 14:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დაარსების 32 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც 18 უმაღლესი თანამდებობის პირის, განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის და ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე ვიზიტად მყოფი მაღალი რანგის დელეგაციების უსაფრთხოებას, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც დღეს არის და გამორჩეულია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურმა სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების მქონე მოდულით

მამუკა მდინარაძე

01 ივლისი 2026, 14:21

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: განსაკუთრებით შთამბეჭდავია შსს-ს შედეგები, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა 6000-ზე მეტ ადამიანს, საიდანაც 500-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი და ნარკორეალიზაციაში ჩართული პირია

განსაკუთრებით შთამბეჭდავია შედეგები, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქაც, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მარიამ ქვრივიშვილი

01 ივლისი 2026, 14:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: პროგნოზირებადობა და სწორი საინვესტიციო კლიმატი არის ის, რამაც 9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა განაპირობა

პროგნოზირებადობა და სწორი საინვესტიციო კლიმატი არის სწორედ ის, რამაც 2021-2025 წლებში 9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა განაპირობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

დავით ჩიხელიძე

01 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: დარწმუნებული ვარ, დავით საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება, ვფიქრობ, იგი შეგნებულად ცდილობს საზოგადოებას რეალური საფრთხე სიკეთედ წარმოუჩინოს და დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის

დავით საყვარელიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტს, ხოლო ირანთან შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა ლოგისტიკურ ცენტრად იქცეს, პროვოკაციულია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძე

01 ივლისი 2026, 14:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც - მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი

„შეიძლება უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდეთ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

01 ივლისი 2026, 14:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება, პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ - ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება. პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

01 ივლისი 2026, 14:12

სამართალი

მამუკა მდინარაძე: პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა.

01 ივლისი 2026, 14:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა, 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე

შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

01 ივლისი 2026, 14:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ვახტანგ ცინცაძე

01 ივლისი 2026, 14:09

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება ჩვენი ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს ეფუძნება

„ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ უზრუნველვყოთ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში საშუალებას მოგვცემს, ქვეყანამ მიაღწიოს საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონეს სარეიტინგო სააგენტოების შეფასებების მიხედვით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ჟოზეფ ბორელი

01 ივლისი 2026, 14:01

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკომისია დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ევროკავშირს, არამედ - მხოლოდ ევროკომისიას

ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი ევროკომისიას საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროში მზარდი როლის გამო მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ევროკავშირის ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სცდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

01 ივლისი 2026, 13:56

პოლიტიკა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში კულტურული პროგრამის წარდგენასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში კულტურული პროგრამის წარდგენასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

01 ივლისი 2026, 13:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

01 ივლისი 2026, 13:38

მსოფლიო

Reuters: ესპანეთში გაუსაძლის სიცხეებს 1 029 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში ივნისში გაუსაძლისი სიცხეების გამო 1 029 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

01 ივლისი 2026, 13:20

მსოფლიო

ABC News: დონალდ ტრამპმა კრიპტოვალუტით 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრიპტოვალუტის ბიზნესიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ABC News-ი ტრამპის პირად ფინანსურ დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი
აფრიმ გაში

01 ივლისი 2026, 13:10

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

01 ივლისი 2026, 13:01

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პეტერ ფიშერი დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული და კარგია, რომ ეს ეპოქა დასრულდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის, საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის დიპლომატიური მისიის შესრულების ნაცვლად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა.