ლევან ჯიბღაშვილი: კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ
ლევან ჯიბღაშვილი
ფოტო: facebook
მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის საპყრობილე გვიან ღამით დატოვა. სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებასთან მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მათ შორის იმაზეც, რომ გავრცელდა მისი ფოტო შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან ერთად.
"იმდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ შეფასება ძალიან რთულია. არ მისარგებლია ჩემი პირადი კონტაქტებით ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, მით უმეტეს, როდესაც მომივიდა შეცდომა. არასდროს ვისარგებლებდი ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენით.
კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, გამარჯობაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. სასამართლოზე მადლობა გადავუხადე ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ობიექტურები იყოთ, რადგან თქვენმა არასწორად ინტერპრეტირებულმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს როგორც ჩემი ბედი, როცა სასამართლო არ არის სრულად დასრულებული, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანის ბედი.
ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს ყველაფერი, ჩემია და დანარჩენ ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავთქვამ. ჩვეულებრივად, თბილისში, ორთაჭალაში მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ეს დაადასტურა გამოკვლევამ. ვიხვეწებოდი, დამარეკინეთ, დაესწრონ ჩხრეკას-მეთქი. შემთხვევით დამინახა ჩემმა მეგობარმა და დაიწყო რეკვა ჩემს ახლობლებთან და ამის შემდეგ მოვიდნენ ადვოკატები. ელემენტარულად, დარეკვის საშუალებაც არ მომეცა“, - განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა.
ლევან ჯიბღაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რომელი ნარკოტიკი აღმოუჩინეს.
„მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან არ დასრულებულა პროცესები, დროებით ვარ გარეთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მედიას, რომ იყოს ობიქტური, რადგან არასწორმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს დღეს ჩემი ბედი და ხვალ ნებისმიერი ადამიანის ბედი, რომელიც ჩემს ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც არავის ვუსურვებ“, - აღნიშნა ლევან ჯიბღაშვილმა.
პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობისთვის მზადაა.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 10:25
მსოფლიო
მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებით სურს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი და არა სამხედრო მიზნებისთვის სურს.
26 თებერვალი 2026, 10:23
ტაბლოიდი
ომანში აქლემები სილამაზის კონკურსზე ბოტოქსის გამო არ დაუშვეს🐪
კონკურსის მაღალი სტანდარტების გამო, წელს ბევრმა მომშენებელმა გადაწყვიტა აქლემებისთვის ტუჩები ბოტოქსის საშუალებით გაედიდებინათ. გარდა ამისა, ისინი იყენებდნენ მიორელაქსანტებს - დრუნჩის გამომეტყველების დასარბილებლად და სილიკონის ცვილის ინიექციებს - კუზის ზომის გასაზრდელად.
26 თებერვალი 2026, 10:14
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ტერიტორიების 20% დაკარგეს. შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს - ჩამონათვალი მართლაც დიდია ბოკერიას და მისი სადისტური რეჟიმის „საგმირო საქმეების“
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა არარაობებმა, ქვეყანა დანაღმულ ველზე შეიყვანეს“. ანალიტიკოსის თქმით, ამას ამბობს მართლაც რომ პოლიტიკური ბანკროტი და არარაობა, რომლის მმართველობის დროსაც, ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგეს, შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს.
26 თებერვალი 2026, 09:53
მსოფლიო
ილონ მასკი ბრიტანეთში გაუპატიურების 70 000 შემთხვევის უნგრეთის მაჩვენებელთან შედარებაზე: დიდი განსხვავებაა
დიდი განახვავებაა, - ასე აფასებს ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი, უნგრეთსა და დიდ ბრიტანეთში გაუპატიურების მაჩვენებლებს შორის სხვაობას.
26 თებერვალი 2026, 09:48
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ცირკი გრძელდება და მათთვისვე არის ეს კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად კნინდება ეს ინსტიტუტი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსმენა შეაფასა. მისი თქმით, ანგარიშიც ავტორი - რასა იუკნევიჩიანე ქართველების მიმართ სიძულვილით გამოირჩევა.
26 თებერვალი 2026, 09:31
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში
26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
26 თებერვალი 2026, 09:19
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთს ვერ და არ შეუძლია ჩვენი ოკუპაცია. მათ ვერ გაიმარჯვეს, ხოლო ჩვენთვის ეს გამარჯვებაა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ოკუპაცია, შესაბამისად მოსკოვი დამარცხდა, ხოლო კიევმა გაიმარჯვა.
26 თებერვალი 2026, 09:14
საზოგადოება
ახალგაზრდობის სააგენტო დაგეგმილი პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს
ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში სააგენტოს გუნდის სტუმრობა და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გრძელდება.
26 თებერვალი 2026, 09:02
მსოფლიო
რუსეთმა გვიან ღამით უკრაინული ქალაქები დაბომბა. არიან დაშავებულები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინა დრონებითა და რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 08:59
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე.
26 თებერვალი 2026, 08:54
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: იქიდან, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს, ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და ამიტომ გადაწყვიტეს, დაესაჯათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების შემოღება შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასჯის მცდელობაა.
26 თებერვალი 2026, 08:45
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.
26 თებერვალი 2026, 08:30
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ელოდებიან
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზას, იმედსა და პოსტივიზე თავდასხმაში ხედავს.
26 თებერვალი 2026, 08:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას
ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2“-ის ეთერში.
26 თებერვალი 2026, 08:16
სპორტი
სპორტის მინისტრმა MMA-ის ცნობილ ქართველ მებრძოლებთან, ალექსანდრე თოფურიასა და გურამ ქუთათელაძესთან შეხვედრა გამართა
მინისტრმა მათ ქართული სპორტის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებსა და თბილისში UFC-ის ღონისძიების ჩატარების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
26 თებერვალი 2026, 08:14
საზოგადოება
„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ იუსტიციის სამინისტროს სისტემის, ასევე, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების თანამშრომელთათვის ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და უწყებათაშორისი კონფერენციების ჩატარებას.
26 თებერვალი 2026, 08:05
კულტურა
გივი მიქანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოებისა და პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
26 თებერვალი 2026, 08:00
საზოგადოება
ნალექი, ქარი, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:16
მსოფლიო
AXIOS: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს
უკრაინელი მაღალჩინოსნისა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მიღწევა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:01
მსოფლიო
ვენსის განცხადებით, აშშ-მა იხილა მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის აღდგენას ცდილობს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ ხედავს მტკიცებულებებს, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები განხორციელდა.


