20 სექტემბერი 2019, 15:58 / სანდო წყარო

სოფო კილაძე: მარგველაშვილის და ზურაბიშვილის შემთხვევაშიც ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ

სოფიო კილაძე

სოფიო კილაძე

„მარგველაშვილის და ზურაბიშვილის შემთხვევაშიც ორივე მიმართულებით ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის შეწყალებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ყოფილი პრეზიდენტის დროსაც იგივე მიდგომა ჰქონდა.

„მგონია, რომ ამ პროცესს ოპოზიცია ხელოვნურად აჟიტირებს. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მკვლელების შეწყალება ნამდვილად არ იყო სწორი ნაბიჯი. ამას თავად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც ამბობს. იყო თუ არა აქ დანაშაულის ნიშნები, ამაზე პროკურატურამ უკვე გამოძიება დაიწყო და მივყვებით. არ მგონია ამ თემების ხელოვნურად აჟიტირება სწორი იყოს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და აქედან გამომდინარე ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი და უნდა დაიბარონ თუ არა პრეზიდენტი გამოკითხვაზე, სოფო კილაძე პასუხობს, რომ ხელშეუხებელი არავინაა.

„ჩვენთვის ხელშეუხებელი პიროვნებები არ არსებობენ. თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ პროკურატურამ პრეზიდენტთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამიტომ, ამ საგამოძიებო მოქმედებების პირობებში, რაც საჭირო იქნება, აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი, ჩემიდან დაწყებული, ნებისმიერ შემთხვევაში კანონს დაემორჩილება.

შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით, მე მაქვს განცდა, რომ გარკვეული წრეების მხრიდან ნამდვილად ორმაგი სტანდარტებია. ის, რაც მარგველშვილის შემთხვევაში იყო მისაღები, ამ წრეებისთვის ქალბატონი სალომეს შემთხვევაში მისაღები არ არის. „ქართული ოცნებისთვის“ მარგველაშვილის შემთხვევაშიც და ზურაბიშვილის შემთხვევაშიც, ორივე მიმართულებით ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ. „ქართული ოცნება“ არ ყოფილა რბილი არც ერთი თანამდებობის პირის მიმართ. ობიექტურად თუ შეხედავთ, ამას „ქართულ ოცნებას“ ვერ დაწამებთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს. 

საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. პრეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს.

2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 14:35

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტის, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში, სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2026, 14:31

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ

„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.

12 ივლისი 2026, 14:19

საზოგადოება

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.

12 ივლისი 2026, 14:17

რეგიონი

რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან - „ქრონიკის“ ჩართვა

თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წყლის დონემ შედარებით დაიწია და ტერიტორიას წმენდენ. გვიან ღამით, ადიდებულმა თელავის ხედმა წაიღო ხიდი და შეცვლილი კალაპოტით ქუჩაზე მიედინებოდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი შენობები.

შიო III

12 ივლისი 2026, 14:16

საზოგადოება

პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

„რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.

12 ივლისი 2026, 14:09

რეგიონი

„ოქსიგენფესტის“ ფარგლებში რუსთავში მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

„213 წარჩინებულ ახალგაზრდასთან ერთად, რომელთაც ცხოვრებაში პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს, სცენაზე უდიდესი სიამაყის გრძნობით ვიდექი. სწორედ მადლიერების ნიშნად გადასცემს მათ ქალაქი, როგორც ფულად ჯილდოს, ასევე მეხუთე წელია, აი ასეთ ლამაზ საღამოს ვუწყობთ. ჩვენი სურვილია, რომ მომავალში მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და აქტიურად გააგრძელონ წარმატებისკენ სვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დონალდ ტრამპი და ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 13:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ლინდსი გრემი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი და სენატორი, რომელსაც ვიცნობდი

„ის ყოველთვის მუშაობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვაკლდება. დაკრძალვის შესახებ დეტალები და ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

12 ივლისი 2026, 13:15

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება

„მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ. პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრინცი ჰარი

12 ივლისი 2026, 13:04

ტაბლოიდი

ჩარლზ III პრინც ჰარისა და მის ოჯახს შეხვდა

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში შეხვედრის დეტალებსა და მის ხანგრძლივობაზე კომენტარს არ აკეთებენ, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დედოფალი კამილაც ესწრებოდა. Vanity Fair-ის წყარო იტყობინება, რომ საზოგადოებისთვის არანაირი ფოტო არ გასაჯაროვდება, პრინცმა ჰარიმ კი მეფე ჩარლზი დაარწმუნა, რომ ოჯახურ შეხვედრაზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

12 ივლისი 2026, 12:13

რეგიონი

ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა

ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება

12 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

12 ივლისი 2026, 11:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

12 ივლისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

12 ივლისი 2026, 11:48

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

დონალდ ტუსკი

12 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს

„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.

12 ივლისი 2026, 11:37

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.

კაროლ ნავროცკი

12 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა

„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.

12 ივლისი 2026, 11:25

მსოფლიო

CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება

CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.

12 ივლისი 2026, 11:24

სპორტი

თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.