სასამართლო „თიბისის საქმეზე“ დაცვის მტკიცებულების კანონიერებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოტო: Facebook
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის საქმეზე“ მორიგი სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლემ წინა სხდომაზე დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
სხდომის დაწყებამდე ხაზარაძემ სასამართლო პროცესს აბსურდი კიდევ ერთხელ უწოდა. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი ხელისუფლების კრახით დამთავრდება.
„ეს აბსურდული შოუ და თეატრი ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში დამთავრდება სრული კრახით. მე დავდე პირობა და ამის მოწმეები გახდებით, რომ ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებები და აბსურდი საქართველოში დასრულდება“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა ელოდება, რომ სასამართლო დღეს დააკმაყოფილებს მათ შუამდგომლობას და დაცვის მხარის წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ კი, ხაზარაძის ადვოკატების მიერ უცხოეთში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს დაუშვებლად ცნობს.
„დოკუმენტები მათ გადაეცათ მათთვის გასაგებ ენაზე. რაც შეეხება იმას, რომ ისინი არ იცნობენ ქართულ კანონმდებლობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის იქაც, სადაც ეს ექსპერტები საქმიანობენ. ერთ-ერთი მათგანი ისრაელის ყოფილი გენერალური პროკურორი, მეორე კი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის ყოფილი დირექტორია. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც არ მოქმედებს ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა“, - აცხადებს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“. მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.
26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამავე საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა.
ყველა სიახლე
12 აპრილი 2026, 17:38
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმა ამომრჩეველთა უკვე 66%-ზე მეტმა მისცა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 66.01%-მა დააფიქსირა.
12 აპრილი 2026, 17:03
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უკვე ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 54.14%-მა დააფიქსირა.
12 აპრილი 2026, 17:00
მსოფლიო
DW: აშშ-სა და ირანს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები გაგრძელდება
„მოსალოდნელია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მშვიდად, არაოფიციალური არხებით გაგრძელდება. ამჟამინდელი პაუზა დიპლომატიის დასრულებას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მხარეებს შორის ურთიერთქმედება გრძელდება“, - განუცხადა წყარომ გერმანულ გამოცემას.
12 აპრილი 2026, 15:21
სამართალი
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
მინისტრი დაცვის პოლიციისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
12 აპრილი 2026, 14:39
საზოგადოება
გივი მიქანაძე ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულ მაია ბართაიასთან ერთად, ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
12 აპრილი 2026, 14:34
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
12 აპრილი 2026, 14:32
საზოგადოება
მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.
12 აპრილი 2026, 14:25
პოლიტიკა
გიორგი კახიანი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა - დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. პარტიამ ასი მანდატი უნდა აიღოს, იმისთვის, რომ უმრავლესობა მიიღოს უნგრეთის პარლამენტში
საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა. გარკვეული თვალსაზრისით წააგავს იმ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2020 წლამდე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა უნგრეთში, მედიასთან.
12 აპრილი 2026, 14:13
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 06:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები. ჩვენ წარმოვადგენთ დამკვირვებლებს, მოვიარეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, დავაკვირდით ხმის მიცემის პროცესს და აქამდე არსებული ვითარება არის წყნარი და მშვიდი, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.
12 აპრილი 2026, 14:06
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა ამომრჩეველთა თითქმის 40%-მა უკვე დააფიქსირა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 11:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი უკვე 37.98%-მა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი კვლავ იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წლების არჩევნებზე - 2022, 2018 და 2014 წლებში.
12 აპრილი 2026, 14:03
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც, პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს
ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება დღეს უნგრეთში. სასიხარულოა, რომ ჩვენი დელეგაცია არის წარმოდგენილი და მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთში.
12 აპრილი 2026, 13:24
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო. უნგრეთში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც უნდა დავიცვათ. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა ევროპაში
„უნგრეთი განაგრძობს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის ევროკავშირში. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ფასეულობები ან ჩვენი დამოუკიდებლობა. ზეწოლის მიუხედავად, არ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა მთელ ევროპაში“, - აღნიშნა ორბანმა.
12 აპრილი 2026, 13:02
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: უნგრეთმა დაამტკიცა, რომ არსებობს სხვა გზა - ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესი და ავირჩიოთ მშვიდობა
„ჩვენი სუვერენიტეტის წართმევა შეუძლებელია. ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ მომავალს. ეს უნგრეთია. ამაყი ერი“, - წერს ორბანი.
12 აპრილი 2026, 12:55
პოლიტიკა
უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს დილიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა უბანზე აკვირდება
დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.
12 აპრილი 2026, 12:06
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება
ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება წინა, 2022 წლის არჩევნების მონაცემებს. მაშინ იმავე პერიოდში უბნებზე 139 667 ამომრჩეველი (1,82%) გამოცხადდა. წელს აქტივობის ზრდამ, წინა არჩევნებთან შედარებით, უკვე 120 889 ადამიანი შეადგინა.
12 აპრილი 2026, 12:04
საზოგადოება
დღეს და ხვალ თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს
12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.
12 აპრილი 2026, 11:49
საზოგადოება
გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
12 აპრილი 2026, 11:32
მსოფლიო
დონალდ ტრამპი უმცროსი: ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს
„ჩვენს მეგობრებს უნგრეთში: ვიმედოვნებთ, რომ ხმას მისცემთ დამოუკიდებელ აზროვნებას და იმას, ვინც მხარს უჭერს პრინციპს - „ჯერ უნგრეთი“. ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ მამაჩემის მეგობარსა და მოკავშირეს. ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს“, - წერს ტრამპი.
12 აპრილი 2026, 11:20
მსოფლიო
ვიქტორ ორბანმა და პიტერ მადიარმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 07:00 საათისთვის 3.46% შეადგინა, რაც წინა 3 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
12 აპრილი 2026, 11:20
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ.


