imedi /  02 ივლისი 2020, 08:35 / სანდო წყარო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატმა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა

ალექსანდრე კობაიძე

ალექსანდრე კობაიძე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ბრალდებული მხარის სარჩელს წარმოებაში მიიღებს. როგორც არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, თუ ეს ასე არ მოხდა, ისინი დავას ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ.

„ჩვენ გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო საგამოძიებო კოლეგიაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, მე იმედი მაქვს რომ დააკმაყოფილებს და წარმოებაში მიიღებს ჩვენ საჩივარს. იმ შემთხვევაში თუ არ მიიღო წარმოებაში სააპელაციო სასამართლომ, მაშინ ჩვენ ვაპირებთ რომ გავასაჩივროთ უკვე ევროპულ სასამართლოში. რაც შეეხება ახალ დეტალებს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა მე როგორც მაქვს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანო კვლავ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. რაც მთავარია ჩვენ ველოდებით გიორგი შაქარაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი რადგან ბევრი რამე გაირკვევა“, - აცხადებს კობაიძე.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ყველა სიახლე

11 აგვისტო 2020, 17:18

მსოფლიო

სომალის ციხეში დაპირისპირებას 6 პატიმარი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქში, მოგადიშუში მდებარე ციხეში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია, სულ მცირე, 6 პატიმარი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ჯგუფის, ალ-შაბაბის წევრებს შორის მოხდა.

11 აგვისტო 2020, 17:15

COVID19

ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს COVID-19 დაუდასტურდათ

„გიდასტურებთ, რომ ყაზბეგში გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 5 შემთხვევა ლაბორატორიულად. ამჟამად, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს თვითონ ადგილზე, მხედველობაში მაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიცით დაახლოებით საიდან შეიძლება ეგ იყოს, ამიტომაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ. ჩვენგანაც წავიდა ჯგუფი და თვითონ ადგილობრივი ჯანდაცვაც სწავლობს კონტაქტებს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „კურიერთან“ საუბრისას.

11 აგვისტო 2020, 17:14

საზოგადოება

პრეზიდენტი მარიამ კონცელიძის შვილებს: ეს ჯილდო შეიძლება ტკივილს არ აშუშებს, მაგრამ როცა გავა დრო მიხვდებით, რამდენად დიდი იყო დედათქვენის თავგანწირვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ციხისძირში 2019 წელს დაღუპული ბაღის მასწავლებელი, მარიამ კონცელიძე, სიკვდილის შემდეგ, „სამოქალქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. პრეზიდენტმა კონცელიძეების ოჯახს სახელმწიფო ჯილდო მედალი „სამოქალქო თავდადებისათვის“ პირადად გადასცა და მარიამ კონცელიძეს თავდადებისა და სამოქალაქო გმირობისათვის მადლობა გადაუხადა.

კორონავირუსი ახალი ზელანდია

11 აგვისტო 2020, 17:07

COVID19

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის შიდა გადაცემა 100 დღის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა

„მოიქეცით ისე, თითქოს კოვიდი გაქვთ, თითქოს თქვენს გარშემო ხალხს კოვიდი აქვს. ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ ეს აქამდეც გაგვიკეთებია“, - მიმართა ხალხს პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა.

ფერნანდო ვალდესი

11 აგვისტო 2020, 17:05

მსოფლიო

ესპანეთში ოჯახური ძალადობის ბრალდებით საკონსტიტუციო სასამართლოს 75 წლის მოსამართლე დააკავეს

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ დააკავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ფერნანდო ვალდესი, რომელსაც ბრალად ოჯახური ძალადობა ედება. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა El Mundo ავრცელებს. 75 წლის ფერნანდო ვალდესის წინააღმდეგ საჩივარი მისმა მეზობლებმა შეიტანეს. მათი განცხადებით, მოსამართლე მეუღლეზე ძალადობდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

11 აგვისტო 2020, 16:58

COVID19

3 000-მდე გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

დღეის მონაცემებით, კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში 3 000-მდე მებაჟე ოფიცერს, გამოკვლევა ჩაუტარდა. კორონავირუსი არც ერთ მათგანს, ამ ეტაპისთვის, არ დაუფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

11 აგვისტო 2020, 16:48

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლა გმირობის ის მაგალითია, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს.

გიორგი ვოლსკი

11 აგვისტო 2020, 16:47

სამართალი

გიორგი ვოლსკი: ხელისუფლება აღარ წყვეტს ვინ დაიჭირონ, ვინ აწამონ და ვინ სიცოცხლეს გამოასალმონ, როგორც ეს იმ პერიოდში იყო

ხელისუფლება აღარ წყვეტს ვინ დაიჭირონ, ვინ აწამონ და ვინ სიცოცხლეს გამოასალმონ, როგორც ეს იმ პერიოდში იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს საქარაშვილის საზმეზე კომენტირებისას განუცხადა. ვოლსკის თქმით, პროკურატურის დღევანდელი განცხადებით ყველა ბრალდებას დაესვა წერტილი.

ზელიმხან ხანგოშვილი

11 აგვისტო 2020, 16:46

მსოფლიო

ლავროვი: ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე რუსეთმა გერმანული მხარის ყველა კითხვას უპასუხა

ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე რუსეთმა გერმანული მხარის ყველა კითხვას უპასუხა და ახლა ბერლინისგან განმარტებებს ველით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გერმანელ კოლეგა ჰაიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მირიან ნიკოლაძე

11 აგვისტო 2020, 16:45

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ოჯახს გამოძიებასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ოჯახი გამოძიებას პირველივე ეტაპზე ენდობოდა და მასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს.

11 აგვისტო 2020, 16:41

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნენ, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ვლადიმერ პუტინი

11 აგვისტო 2020, 16:39

COVID19

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნა

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ახალი კორონავირუსის ვაქცინა შექმნა. ვაქცინას ჯერ საბოლოო შემოწმება არ გაუცლია, თუმცა, მის მასობრივ წარრმოებაში ჩაშვებას წლის ბოლოს გეგმავენ.

სალომე ზურაბიშვილი

11 აგვისტო 2020, 16:36

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც შინდისის გმირები 2008 წელს იბრძოდნენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ის შინდისის გმირების ხსოვნის პატივისცემას გამოხატავს. სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც შინდისის გმირები 2008 წელს იბრძოდნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თავდადებისთვის მზადყოფნა ჩვენი ეროვნული სულისკვეთებაა. საქართველო აქამდე სწორედ ამ თავდადებამ მოიყვანა.

სასამართლო ნიგერია

11 აგვისტო 2020, 16:30

მსოფლიო

ნიგერიაში მომღერალს ღვთისგმობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

კანოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ 22 წლის იახაია ამინუ შარიფის სიმღერა, რომელიც მან მარტში WhatsApp-ით გაავრცელა, წინასწარმეტყველ მუჰამედის მიმართ ღვთისგმობას შეიცავდა.

გიორგი გამსახურდია

11 აგვისტო 2020, 16:18

რეგიონი

გიორგი გამსახურდია ხიბულაში განხორციელებული პროექტებისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის

ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროცესს და ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობას პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია გაეცნო. გიორგი გამსახურდია გამსახურდია ხიბულაში პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლ-მუზეუმის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის და პროექტის ეროვნულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მირიან ნიკოლაძე

11 აგვისტო 2020, 16:14

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ოჯახი თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია

ოჯახი თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. დანაშაულის ჩამდენი პირები, მიცემული არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით. კონკრეტულად საუბარია „ტოიოტა ქამრის“ ხუთ მგზავრზე, - ამის შესახებ, ოჯახის ადვოკატმა და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

11 აგვისტო 2020, 16:13

მსოფლიო

ნეპალში უამინდობას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

ნეპალში, კატმანდუში, ძლიერმა წვიმამ დედა და მისი სამი შვილი იმსხვერპლა. წვიმამ ოჯახის ქვითა და მიწით ნაშენი სახლი დაანგრია და სახლში მყოფი ადამიანები ტალახის მასაში აღმოჩნდა. გარდაცვლილი ქალის ქმარი და მშობლები გადარჩნენ.

კახა კალაძე ირაკლი ქადაგიშვილი

11 აგვისტო 2020, 16:10

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ

ლაგოდეხში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია, რომლის მიზანი ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარების პოპულარიზაცია, აგრეთვე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა, 2018 წლის თებერვალში გაიხსნა.

პაატა იმნაძე

11 აგვისტო 2020, 16:10

COVID19

პაატა იმნაძე: ნეტა ვაქცინა იმათ ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება, რომ აიცრან

„ბევრი ქვეყანა აკეთებს ვაქცინას, ვნახოთ ვისი უკეთესი იქნება, ვისი ვაქცინა როგორ იმუშავებს, ვისაც ეშინია რომ დაჩიპავენ შემიძლია დავაწყნარო, ნეტა ვაქცინა იმათ ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება, რომ აიცრან“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

გიორგი გახარია

11 აგვისტო 2020, 16:06

რეგიონი

გიორგი გახარია: ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში მყარად უნდა იდგეს ფეხზე

დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.